სამოქალაქო ინიციატივები და მონაწილეობის ფორმები
დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელი მართვისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობაა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის პეტიციის წესით ინიცირების შესაძლებლობაა განსაზღვრული, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის საჯაროობასა და თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენას, ამავე დროს კანონი მოქალაქეებს აძლევს საშუალებს დაესწრონ. საკრებულოს სხდომებს, ჩაერთონ ბიუჯეტის შემუშავებისა და განხილვის პროცესში, ასევე საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან პერიოდულად გამართონ გასვლითი შეხვედრები მოქალაქეებთან და წარუდგინონ თანამდებობის პირთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვის მიზნით 2022 წლიდან ჩართულია პროექტში „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისათვის’’ , რომლის მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერება, ამომრჩევლისა და მის მიერ არჩეულ საკრებულოს წევრს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების დანერგვა, ამ ფორმით კარგი პრაქტიკის დამკვიდრება.მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ (www. chemisakrebulo.ge)აღნიშნული ვებ -გვერდის საშვალებით გაეცნოს საკრებულოს ყველა წევრის შესახებ ინფორმაციას ან საკუთარი ინიციატივა/ შეკითხვა გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: lagodekhis.mun@gmail.com