მუნიციპალიტეტის გამოჩენილი და საპატიო მოქალაქეები

დეკანოზი თეოდორე (თამაზ) ხუციშვილი

დაიბადა: 15/05/1965 ლაგოდეხი, სოფ ლელიანი

დაამთავრა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონიმიკის ფაკულტეტი 1990 წ.

დიაკვნად კურთხევა: 1998 წ.

მღვდლად კურთხევა: 1998 წ.

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: 1998 წლიდან- დღემდე.

დეკანოზად კურთხევა: 2001 წ.

დაჯილდობულია ოქროს და გამშვენებული ჯვრით.

დეკანოზი თეოდორე გამორჩევა საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში ერთგული მსახურებით, საგანმანათლებლო, კულტურული და საქველმოქმედო საქმიანობით.


 


ეთერი მერმანიშვილი

ღვაწლმოსილი ექიმი კარდიოლოგი. 48 წლის განმავლობაში ერთგულად, თავდადებითა და პროფესიონალიზმით ემსახურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას.


 


ნატალია კობერიძე

ა(ა)იპ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი. 55 წელი ემსახურება სამუსიკო-სახელოვნებო დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას. 30 წელი ხელმძღვანელობს ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას. მრავალი თაობის პედაგოგი და აღმზრდელი.


 


ლუდმილა ევტუშენკო

ა(ა)იპ ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი, საზოგადოებრივი აზრისა და ინტერესების, ბუნებისა და ეკოლოგიის დამცველი.


 


დავით ყვენწაშვილი

მეცენატი, ქველმოქმედი, ქ. ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის რესტავრაციის განმახორციელებელი.

თეიმურაზ გელაშვილი  -„ტოიოტა“-ს ცენტრის დირექტორი.  მისი თაოსნობით აშენდა სოფ. გურგენიანის ეკლესია. საქართველოს მასშტაბით გაწეული აქვს ბევრი  ქველმოქმედება, წვლილი შეიტანა ყაზბეგში მომხდარი სტიქიური უბედურებების შედეგად მიმდინარე სარეაბილიტაციო საქმეებში. იგი იაპონური ფირმა „კამაცუ“-ს წარმომადგენელია. თეიმურაზ გელაშვილი დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით და აქტიურადაა ჩართული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის და ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

 


ვახტანგი ჭუმბაშვილი - ბიზნესმენი, მეცენატი.  მას დიდი წვლილი მიუძღვის სოფ. ჭაბუკიანში ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის კომპლექსის მშენებლობაში. ამასთან ერთად იგი ინტენტიურად ეხმარება ქართველ სპორტსმენებს სხვადასხვა მიმართულებით. მისი ძალისხმევით არაერთხელ იქნა დაფინანსებული საერთაშორისო ღონისძიებებში სპორტსმენთა მონაწილეობა.

 

 


გოჩა ტყეშელაშვილი - პროექტ „ეტალონი“-ს იდეის ავტორი და წამყვანი. მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალურ-შემოქმედებით განვითარებაში. პროექტმა პოპულარობა მოიპოვა როგორც მოსწავლეებში, ისე უფროსი ასაკის  ტელემაყურებლებში. გოჩა ტყეშელაშვილმა  პროექტ „ეტალონით“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებსგაუჩინა სწავლის, მეცადინეობის, წიგნის კითხვის მოტივაცია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის არაერთი მოსწავლე გამოსულა „ეტალონში“ და გამარჯვებულიც  დაბრუნებულა, რითაც წახალისდნენ სხვა ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდები.

 

 

 


ვაგნერი ხარაძე - მეცენატი. დაიბადა და გაიზარდა ლაგოდეხში დამსახურებული პედაგოგების ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა მოსკოვში გააგრძელა.  ბატონი ვაგნერი იყო ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეული ნაწილი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქრთველოს ფარგლებს გარეთ, მას სამშობლოსა და  მის კეთილდრეობაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. იგი მოსკოვში ჩასულ სტუდენტებს  შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა როგორც მატერიალურად, ასევე მეტი ცოდნისა და განათლების შეძენაში. დღეისათვის ვაგნერი ხარაძე დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით და აქტიურადაა ჩართული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

 

 

 


გუდრუნ ვოლტერი - 10 წელია უანგაროდ ეხმარება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შშმ ბავშვებს, უმზადებს ინვალიდის ეტლებს, პროთეზებს,  ეწევა სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობას.

 

 


გიორგი ნოზაძე - დაიბადა 1958 წელს 13 მარტს ქ. ლაგოდეხში, საშუალო განათლება მიიღო  ქ. ლაგოდეხის  № 2 საშუალო სკოლაში. 1986 წელს სწავლა განაგრძო ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. სწავლის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა მშობლიურ ქალაქში და მუშაობდა ერთ-ერთ წამყვან ქირურგად რაიონულ საავადმყოფოში.  გიორგი ნოზაძე იყო გულისხმიერი, თავმდაბალი, თავისი საქმის ერთგული, დამსახურებული ექიმი, რომელსაც ხალხმა „ღარიბების“ ექიმი შეარქვა. მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს ისიც, რომ  კახეთში ერთადერთი ქირურგი იყო, რომელმაც გულის კუნთი გაკერა და დაჭრილი 78 წლის პაციენტი სიკვლდილს გადაარჩინა.

 

 


თამაზ ტყემალაძე - დაიბადა და გაიზარდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, პედაგოგის ოჯახში, საშუალო სკოლა დაამთავრა ლელიანის საჯარო სკოლაში და სწავლა განაგრძო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის დამთავრების შემდეგ ეწევა საზოგადოებრივ  და პედაგოგიურ მოღვაწეობას. ტელე-რადიოკომიტეტში იყო რადიო ლიტერულ გადაცემათა რედაქტორი, ტელევიზიის ხალხური შემოქმედების მთავარი რედაქციის უფროსი რედაქტორი, ტელევიზიის ლიტერატურულ გადაცემათა განყოფილების გამგე, ტელევიზიის ლიტერატურის ხელოვნების მთავარი რედაქციის მტავარი რედაქტორი. ტელევიზიასა და რადიოში მიყავდა საავტორო გადაცემები. დღეისათვის თამაზ ტყემალაძე არის საქართველოს ტელევიზიის I არხის გენერალური დირექტორის კონსულტანტი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ეროვნული საბჭოს წევრი.

 

 


მარგალიტა ფცქიალაძე -  ქალბატონი მარგალიტას  ღვაწლი უდიდესია, მისი პედაგოგიური სტაჟი  50 წელს შეადგენს. იგი მუდამ საყოველთაო სიყვარულს იმსახურებდა და იმსახურებს. მისი „სწავლებანი“ დღესაც გონებაში აქვს მის მოსწავლეებს. თითქმის ას წელს მიღწეულს ჰქონდა  უდიდესი სასიცოცხლო ენერგია, ადამიანთა სიყვარული და უნარი ქვეყანაზე დაეთესა სიკეთე. ფართო და მრავალფეროვანია მისი მოღვაწეობა. გარდა გულში ჩამწვდომი ლექსებისა, შედგენილი აქვს ნაშრომები საინტერესო მოვლენებზე, საელესიო საკითხებზე. გამოიცა მისი ლექსების კრებული. აგრეთვე აქვს მიღებული უამრავი ჯილდო.

 

 


ლოლა  კაპანაძე - ქ. ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგი. ქალბატონმა  ლოლა კაპანაძემ თავისი შრომითი ბიოგრაფია ლაგოდეხის  N4  საბავშვო  ბაღის პედაგოგობიდან დაიწყო.  მისი პედაგოგიური სტაჟი 44  წელს აღწევს,  აქედან  34 წელი მან ქ. ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლას დაუკავშირა. მან მრავალი ღირსეული თაობა აღუზარდა ლაგოდეხსა და საქართველოს. იგი წლების მანძილზე ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობის აღზრდას.   

 

 


ნათელა მენთეშაშვილი - საბავშვო ბაღის სისტემაში მუშაობდა 1971 წლიდან, მან თავისი მუშაობის პერიოდში მრავალი თაობა აღზარდა, მისი აღზრდილები დღეს ჩვენი საზოგადოების გამოჩენილი პირები არიან. მან 90-იანი წლების პერიოდში, როდესაც ქვეყანას უკიდურესად უჭირდა და ძალიან მცირე დაფინანსება ჰქონდა საბავშვო ბაღებს, გადაარჩინა და შეინარჩუნა საბავშვო ბაღის როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ბაღის მომუშავე პერსონალი, იგი თვეების განმავლობაში უხელფასოდ მუშაობდა. ქალბატონმა ნათელამ თავისი განათლება და პედაგოგიური გამოცდილება მაქსიმალურად მოახმარა საბავშვო ბაღის განვითარებას.

 

 


მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი

 

ერისკაცობაში – ზურაბ ნიკოლოზის ძე ჩეკურიშვილი

დაიბადა: 1959 წლის 13 აპრილს, ქ. რუსთავში.

ბერად აღკვეცა: 13. 04. 1987წ.

დიაკვნად კურთხევა: 12. 07. 1987წ.

მღვდლად კურთხევა: 06. 11. 1988წ.

ეპისკოპოსად კურთხევა: 27. 12. 1992წ.

მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 25. 12. 1995წ.

მიტროპოლიტობა ებოძა: 28. 11. 2000წ.

საღმრთო საქმეთა აღსრულების დიდი უნარითა და პატრიოტიზმით აღსავსე ამ მიტროპოლიტის სახელთანაა დაკავშირებული ნეკრესის ეპარქიაში ქრისტიანული ცხოვრების ამაღლება.  მეუფის  ჩამობრძანების შემდეგ პირველად ლაგოდეხში  აღდგა  ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საიდანაც დიდი მადლი მოეფინა მთელს ეპარქიას. მეუფის ლოცვა-კურთხევით აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა უამრავ ეკლესია-მონასტერს.  მიტროპოლიტი სერგი დიდ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების სწავლა-განათლებას. ეპარქიის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ერთი გიმნაზია და 1 სასულიერო სემინარია, სადაც მოსწავლეები და სტუდენტები სხვადასხვა ხელსაქმესთან ეტრთად ხატწერის შესწავლასაც ეუფლებიან. 

ვარსკვლავის გახსნა

 

2022 წელი

გივი ჯიბლაძე

დრამატული თეატრისა და თოჯინების სახალხო თეატრის მსახიობი და რეჟისორი. მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, თეატრის ქომაგი, ამაგდარი. . თელავის, ვაჟა-ფშაველას სახელმწიფო თეატრის საპატიო წევრი. შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, 2021 წელს, კინოთეატრსინემა- მიმდებარე ტერიტორიაზე, მსახიობის სახელობის  ვარსკვლავი გაიხსნა. გივი ჯიბლაძე, 50 წელი ემსახურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს.

 


ამირან არჩვაძე

დამსახურებულ არტისტის, ბრწყინვალების ორდენის კავალერი, ამაგდარი ქორეოგრაფი, ანსამბლ "ლაკვასტი"- დამაარსებელი, ლაგოდეხის ქორეოგრაფიის ბერმუხა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში ფასდაუდებელი შრომისათვის, 2021 წელს კინოთეატრსინემა- მიმდებარე ტერიტორიაზე ამირან არჩვაძის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

 

 

 

2023 წლის საპატიო მოქალაქეები:

 

ივანე ბალიაშვილი  - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველოს (ლაგოდეხი) დაცვის ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი (მორიგე-გუშაგი), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მასტერ-სერჟანტი.  1990 წელს, დაამთავრა ქ. ლაგოდეხის ი.ჭავჭავაძის სახელობის №1 საშუალო სკოლა. 1996 წლიდან მუშაობს სასაზღვრო პოლიციაში. ივანე ბალიაშვილი  შრომისმოყვარე, დისციპლინური მოსამსახურე, პირნათლად და  ერთგულად ემსახურება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვას.


 

ლილი გოგოლაძე - ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების, სოფელ გურგენიანის საბავშვო ბაღის აღმზრდელი, საბავშვო ბაღში მუშაობის 52 წლიანი გამოცდილებით. 1970 წლიდან დღემდე ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას მომავალი თაობების ღირსეულად აღზრდისთვის. ლილი გოგოლაძე, 2001 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაჯილდოვებულ იქნა ღირსების მედლით.


 

ნანი სარქისოვა - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ლაგოდეხის სერვის ცენტრის თანამშრომელი. 2007 წლიდან დღემდე მუშაობს მეეზოვის პოზიციაზე. ნანი სარქისოვა ყოველდღიურად ზრუნავს ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე. დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, არაერთხელ, გადაეცა მადლობის სიგელი.

 

     

თამარი ყაველაშვილი -  ღვაწლმოსილი ექიმი-პედიატრი.  მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად, დიდი სიყვარულითა და თავდადებით ემსახურება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. მისი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული გულისხმიერებით, მრავალ პატარა გამოჯანმრთელებულა. 



 

მალხაზი ნადირაძე - დაიბადა 1959 წლის 7 ივლისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ონანაურში. 1976 წელს დაამთავრა სოფელ ლელიანის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ 1981 წელს მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია. 1980 -1985 წლებში მუშაობდა თბილისის საავიაციო ქარხანაში და ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო კომუნალურ მეურნეობაში ეკონომისტად. 1989 წელს დააფუძნა კოოპერატივი, ხოლო 1996 წლიდან სოფელ ჭაბუკიანში დააფუძნა ლუდის ქარხანა, სადაც დღემდე მიმდინარეობს თანამედროვე ევროპული სტანდარტის ლუდის წარმოება. 

მალხაზი ნადირაძე, სისტემატურად ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო, სოციალურ და საქველმოქმედო ღონისძიებებს.