ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი 2017
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტი
2017 წელი
I შესავალი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოციო-ეკონომიკური და კულტურული განვითარება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის მათ საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიწოდებას მოითხოვს. შეზღუდული რესურსების პირობებში უაღრესად მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულის მიერ პრიორიტეტების სწორად გამოკვეთა და სახსრების ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა. ამდენად, მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი დაგეგმვა მნიშვნელოვანია თვითმმართველი ერთეულის განვითარებისთვის.
საშუალოვადიანი პროგრამის რეალიზაცია ორიენტირებულია ლაგოდეხში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, სამრეწველო, სავაჭრო და ტურისტული სექტორების განვითარების, ქალაქის ეკონომიკის დინამიური ზრდის უზრუნველყოფის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მოსახლეობის რეალური შემოსავლების ზრდის, სიღარიბის ეტაპობრივი დაძლევისა და სოციალური ფონის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
2017-2020 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობას, კულტურის, სპორტისა და დასვენების სფეროების განვითარებას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია:
- ინფრასტრუქტურის განვითარება
- გარემოს დაცვა და ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია
- სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
- ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა
- კულტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული იყო საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესით დაინტერესებული ყველა მხარე: მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის წარმომადგენლები. ამდენად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ასახული იქნება მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტების წინამდებარე პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული მხარეების მიერ მოწოდებული უკუკავშირი და მოსაზრებები.
II. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საპასპორტო მონაცემები
1. გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივ -კლიმატური პირობები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში. მას დასავლეთით ესაზღვრება ყვარლის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია/დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა, სამხრეთით კი საზღვრავს სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ლაგოდეხი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 435 მ-ზე მდებარეობს. მისი ფართობი 890,2 კმ2-ია, ქ. თბილისიდან დაშორებულია 156 კმ-ით. უახლოესი რკინიგზის სადგურია წნორი, რომელიც ლაგოდეხიდან 38 კმ-ში მდებარეობს.
მუნიციპალიტეტის რელიეფი მთაგორიანია. მოსალოდნელი ბუნებრივი რისკებია: ქარიშხალი, სეტყვა, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა.
ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკულია. ბარში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. წლიური საშუალო ტემპერატურა - 13C0, იანვარში - 0,9 C0, აგვისტოში - 0,9C0, აბსოლუტური მინიმუმი - 23C0. აბსოლუტური მაქსიმუმი- 38C0, ნალექები 1080 მმ წელიწადში.
მუნიციპალიტეტში არსებული მდინარეები (მაწიმის ხევი, ლაგოდეხის ხევი, შრომის ხევი, ნინოს ხევი, ჭვარტლის ხევი, ბაისუბნის ხევი, კაბალი, არეში, აფენი) კოკისპირული წვიმების დროს დიდდება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მიმდებარე სავარგულებსა და მახლობლად მცხოვრებ ოჯახებს, ასევე აზიანებს ხიდ-ბოგირებსა და ნაპირსამაგრ ნაგებობებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხებით ყოველწლიურად ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები. აღნიშნულის მიუხედავად, გადაუდებელი აუცილებლობა მოითხოვს სტიქიის რისკის ასაცილებლად ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობას უმეტესი მდინარეების ნაპირებზე.
ლაგოდეხი ისტორიულ წყაროებში ცნობილია ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. პირველად დამოწმებულია VIII ს-ში / ადმინისტრაციული ერთეული ლაკუასტის ხევი/, როცა ერისთავმა არჩილმა აქ ციხე-სიმაგრე ააგო. XI საკუნეში აქ იყო ჰერეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონასტერი.
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ლაგოდეხში მდებარეობს ნეკრესის ეპისკოპოსის რეზიდენცია. მუნიციპალიტეტში არის შპს „კაბალჰესის” კაშხალი, რომელიც ადმინისტრაციული ცენტრიდან 15კმ-ით არის დაშორებული. მუნიციპალიტეტში არის ლაგოდეხის ნაკრძალი
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები;
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქ. ლაგოდეხი, რომელიც დედაქალაქთან 156 კმ-ით არის დაშორებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია, რომელშიც გაერთიანებულია 67 სოფელი.
- ადმინისტრაციული ერთეული ქ. ლაგოდეხი
ქ. ლაგოდეხი
- ადმინისტრაციული ერთეული მაწიმი
სოფ. მაწიმი, სოფ. რაჭისუბანი
- ადმინისტრაციული ერთეული კართუბანი
სოფ. კართუბანი, სოფ. ბოლოკიანი, სოფ. ნაწისქვილარი, სოფ. ნაინდროვალი
- ადმინისტრაციული ერთეული შრომა
სოფ. შრომა, სოფ. კავშირი
- ადმინისტრაციული ერთეული ბაისუბანი
სოფ. ბაისუბანი, სოფ. ზ/მსხალგორი, სოფ. ქვ/მსხალგორი, სოფ. პატარა გორი
- ადმინისტრაციული ერთეული ნინიგორი
სოფ. ნინიგორი, სოფ. გელათი, სოფ. განათლება, სოფ. ხიზა, სოფ. ხიზაბავრა, სოფ.ზ/გურგენიანი, ქვ/გურგენიანი
- ადმინისტრაციული ერთეული კაბალი
სოფ. კაბალი, სოფ. განჯალა, სოფ. უზუნთალა, სოფ. კარაჯალა
- ადმინისტრაციული ერთეული ცოდნისკარი
სოფ. ცოდნისკარი, სოფ. შეერთება, სოფ. სვობოდნოე, სოფ. წიფლისწყარო, სოფ. ჩადუნიანი, სოფ. თელა
- ადმინისტრაციული ერთეული ფონა
სოფ.ზ/ფონა, სოფ. ქვ/ფონა, სოფ. ზ/ხეჩილი, სოფ. ქვ/ ხეჩილი, სოფ. დონა
- ადმინისტრაციული ერთეული ვარდისუბანი
სოფ. ვარდისუბანი, სოფ. სვოება, სოფ. მშვიდობიანი, სოფ. საქობო
- ადმინისტრაციული ერთეული გიორგეთი
სოფ. გიორგეთი, სოფ. ვერხვისმინდორი, სოფ. ფიჩხიგორი, სოფ. ლაფნიანი, სოფ. გუჯარეთი
- ადმინისტრაციული ერთეული ჭიაური
სოფ. ჭიაური, სოფ. წითელგორი, სოფ. ჰერეთისკარი, სოფ. თამარიანი
- ადმინისტრაციული ერთეული აფენი
სოფ. აფენი, სოფ. ფოდანი, სოფ. ბაღდათი, სოფ. ანანური, სოფ. ჭაბუკიანი,
სოფ. ზ/ნაშოვარი, ქვ/ნაშოვარი, სოფ. გვიმრიანი
- ადმინისტრაციული ერთეული არეშფერანი
სოფ. არეშფერანი, სოფ. ქევხიანი, სოფ. ხოშატიანი, სოფ. ზ/ბოლქვი, სოფ. ქვ/ბოლქვი
- ადმინისტრაციული ერთეული ლელიანი
სოფ. ლელიანი, სოფ. ბებურიანი, სოფ. ბალთა, სოფ. ქალქვა, სოფ. ნამესრალი, სოფ. მირკისეული,
სოფ. მეორე ლელიანი
3. დემოგრაფია, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური ფონი
2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 41 678 ადამიანს შეადგენს, აქედან ქალაქში ცხოვრობს 5 918 ადამიანი, ხოლო სოფლებში - 35 760.
მუნიციპალიტეტი მრავალეთნიკურობით გამოირჩევა. აქ ცხოვრობენ ეროვნებით აზერბაიჯანელები - 23%, ოსები - 5,1%, რუსები - 0.8% და 0.7% კი - უკრაინელები, გერმანელები, თათრები, ბერძნები, ყაბარდოელები, ლეკები და ქურთები. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ტურიზმია.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, არსებული რესურსების ფარგლებში, განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა სახის დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე ბიუჯეტის 6% იხარჯება.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია:
- სახელმწიფო პენსიის მიმღები - 7069 მოქალაქე;
- სოციალური პაკეტის მიმღები - 2126 მოქალაქე;
- მინდობით აღზრდაში მყოფი 30 ბავშვი;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მქონე - 2176 მოქალაქე;
- მრავალშვილიანი ოჯახი (4 და მეტი შვილი)- 90 ოჯახი;
- სამამულო ომის მონაწილე - 12 მოქალაქე;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი - 310 მოქალაქე;
- ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანი - 210 მოქალაქე;
- იძულებით გადაადგილებული პირი - 216 მოქალაქე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 30 საბავშვო ბაღი.
მუნიციპალიტეტის ყველა ბაღში ერთად 1644 აღსაზრდელია. ბავშვთა რაოდენობა ასაკის მიხედვით ასე ნაწილდება: 1-2 წლიანები - 23 ბავშვი; 2-3 წლიანები - 237 ბავშვი; 3-4 წლიანები-514 ბავშვი; 4-5 წლიანები - 320 ბავშვი; 5-6 წლიანები - 550 ბავშვი.
მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შ.პ.ს ,,არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხი; შ.პ.ს ,,არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხის ფილიალი და შ.პ.ს ,,კელაპტარი“. აღნიშნული კლინიკები გათვლილია 52 საწოლზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს 15 სამედიცინო ამბულატორია, სადაც დასაქმებულია 31 ოჯახის ექიმი.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ხელმისაწვდომია, დახმარების ბრიგადის გამოძახება ცენტრალიზებულად ხორციელდება 112-ით დღე-ღამის განმავლობაში.
4. შრომითი რესურსები და დასაქმება
დღეის მდგომარეობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ და უმუშევარ პირთა რაოდენობა შემდეგია:
- დროებით ან სეზონურად დასაქმებული - 8%;
- სოციალურ დახმარებაზე მყოფი - 1.3 %;
- უმუშევარი, რომელიც არ ეძებს სამსახურს - 2 %;
- თვითდასაქმებული საკუთარ ბიზნესში 4.1%;
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - 4.2 %;
- უმუშევარი, რომელიც ეძებს სამსახურს - 4.7 %;
- მუდმივად დასაქმებული კერძო სექტორში - 4.9 %;
- მუდმივად დასაქმებული საჯარო სექტორში - 8.9 %;
- პენსიონერი - 17.2%;
- თვითდასაქმებული სოფლის მეურნეობაში - 51.1 %.
5. კულტურული და სპორტული დაწესებულებები / მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობა;
- კულტურის დაწესებულებები: თეატრები, მუზეუმები, ფოლკლორის ცენტრები
ადგილობრივი თეატრები:
- სახალხო თეატრი
- თოჯინების თეატრი
- საბავშვო თეატრი
ფოლკლორის ცენტრები:
- ანსამბლი ,,გრაალი“
- ანსამბლი ,,ნეკრესი“
- ვაჟთა ანსამბლი ,, ჰერეთი“
მუზეუმები:
- მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ბიბლიოთეკები
- ცენტრალური ბიბლიოთეკა
- საბავშვო ბიბლიოთეკა
- ვარდისუბნის ბიბლიოთეკა
- კართუბნის ბიბლიოთეკა
- გიორგეთის ბიბლიოთეკა
- აფენის ბიბლიოთეკა
- რეკრეაციული ზონები: სკვერები, პარკები, ნაკრძალები;
- სპორტული დაწესებულებები: სტადიონები, სპორტული დარბაზები, კორტები, საცურაო აუზები;
ქ. ლაგოდეხის ,,რანის“ სტადიონი - მუნიციპალიტეტის ბალანსზეა |
|
ხელოვნურ საფარიანი მინი-ფეხბურთის 3 სტადიონი- ქ. ლაგოდეხი |
|
ხელოვნურ საფარიანი მინი-ფეხბურთის 1 სტადიონი - სოფელი რაჭისუბანი |
|
ლაგოდეხის სპორტული დარბაზი - მუნიციპალიტეტის ბალანსზე |
|
აფენის (ჭაბუკიანის) სტადიონი - მუნიციპალიტეტის ბალანსზე |
|
ცოდნისკარის სპორტული კომპლექსი |
|
ცოდნისკარის (თელა) - სტადიონი |
|
ქ. ლაგოდეხის ,,ჰერეთის“ ცენტრალური სტადიონი |
|
ქ. ლაგოდეხის სპორტული დარბაზი |
|
ლელიანის სპორტული დარბაზი საჯარო სკოლასთან არსებული | |
ჭიაურის კრივის დარბაზი | |
გიორგეთის ჭიდაობის დარბაზი |
- კულტურული მემკვიდრეობა: ძეგლები, ტაძრები, ისტორიული ადგილები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ისტორიულ-არქიტექტორული ძეგლები:
1. ლაგოდეხის ყაზანის ღვთისმშობლის ტაძარი (XIX-XXს.ს) - ქ. ლაგოდეხი ბაგრატიონის ქუჩა
2. წმინდა სამების ეკლესია (1995წ. 26 მაისის ქუჩა)
3. ციხე-სიმაგრე „ლაკუასტი“ ( ფრაგმენტები) (VIIIს) - ქ. ლაგოდეხი დავით აღმაშენებლისა და ყაზბეგის ქუჩები
4. „მონასტერი დიდთ ძალისა ლაგოდეხი“ სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია სამნავიანი ბაზილიკა ( IX -X ს)
5. ეპისკოპოსის რეზიდენცია - ზაქათლის ქუჩა
6. დედაოების სახლი - ჯ.მაისურაძის ქუჩა
7. წმ. ნიკოლოზის ეკლესია
8. მაჭის ციხე(თოღა) და კარის ეკლესია - ლაგოდეხის. ნაკრძალის ტერიტორია
9. ღვთისმშობლის ეკლესია - ხოშატიანი (XIს) - სოფ. არიშფერნის ტერიტორია;
10. წმ. სამების ეკლესია(XIს) - მდებარეობს სოფ. ფონასთან
11. ლელიანის წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია (XI-XII სს.)
12. სალესავის (რაჭისუბნის) საყდარი
13. წმ. გიორგის ეკლესია - სოფ.თელა
14. ონანაურის ეკლესია - ე.წ. „ჭრელი საყდარი“ - აფენის მიმდებარე ტერიტორია
15. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია - სოფ.ლელიანი
16. შრომის საყდარი - ქ.ლაგოდეხი შრომის ვენახების ტერიტორია
17. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია - სოფ.ვარდისუბანი
18. ეკლესიის ნანგრევები (შუა საუკუნეები) - სოფ. აფენის სატყეო მეურნეობა
19. წმ.გიორგის ეკლესია- სოფ. ბაღდათი ოსების სასაფლაო
20. ანიშას საყდარი - სოფ. ბოლოკიანი
21. ეკლესია ქილისა განჯალა
22. ეკლესიის ნანგრევები გელათი სასაფლაო
23. ეკლესია ვარდისუბანი
24 „გერმანული კირხა“ ეკლესია (1880-იანი წლები) - ვარდისუბანი
25. ნაეკლესიარი ვერხვისმინდორი - (შუა საუკუნეები)
26. წმ. მთავარანგელოზების ეკლესია-ზემო ბოლქვის სასაფლაო
27. ნაეკლესიარი - ზემო ბოლქვი
28. ღვთისმშობლის ეკლესია -ზემო ბოლქვი
29. წმ.გიორგის ეკლესია - გურგენიანი
30. ეკლესიის ნანგრევები (შუა საუკუნეები) - მსხალგორი
31. ციხის ნანგრევები (შუა საუკუნეები) - მზეთა მარიამი - ზემო ხეჩილი
32. ნაგებობათა ნაშთი, ნაქალაქარი და აკლდამა- თელა მთაზე
33. წმ.გიორგის ეკლესია თელა (1991)
34. წმ.გიორგის ეკლესია- ზემო მსხალგორი
35. „ჭრელი“ საყდარი -ნაწისქვილარი
36. სერგოს საყდარი-ნაწისქვილარი
37. ეკლესია ჯვრის ნანგრევები-ფონის მიდამოები
38. წმ. სამების ეკლესია (XIს) - ფონა-სასაფლაო
39. ეკლესიის ნანგრევები -შრომა-ნაკრძალი
40.ეკლესიის ნანგრევები-შრომა-მეურნეობა
41 ეკლესიის ნანგრევები- ნაწისქვილარი
42. ეკლესიის ნანგრევები-ჩადუნიანი-მეურნეობა
43. წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები (ადრე შსუა საუკუნეები) - ფოდაანი სასაფლაო
44. ჭვთიშბლის ეკლესია (XI ს) -ხოშატიანი-სასაფლაო
45. ქარვასლა (შუა საუკუნეები) -მაწიმი
46. მაჭის ციხე(თოღა) და კარის ეკლესია (V-VII ს.ს.) -მაწიმი-ნაკრძალი
47. ეკლესიის ნანგრევები ( შუა საუკუნეები) -აფენი- ლაფანტები
48. წმ. თეოდორე ტირონის ეკლესია ( XI-XII. ს.ს) - ლელიანი
49. ლაკოს ხეობის ეკლესია (შუა საუკუნეები) -კაბალ-ჰესი
50. ციხე-სიმაგრე ( შუა საუკუნეები) -კაბალი-ნამაზოვის კარ-მიდამო
51. ციხის ნანგრევები (ადრე შუა საუკუნეები) -ხიზაბავრა
52. კათოლიკური ეკლესია (2002წ) - ხიზაბავრა
53. ბაპტისტური ეკლესია (1990-იანი წლები) - ბაღდათი
54. ეკლესიისი ნანგრევები (შუა საუკუნეები) - პატარა გორი - სასაფლაო
55. კართუბნის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (2006)
56. ელენისტური ხანის (ძვ. წ. აღ V ს-ახ.წ.აღ Iს.) ნაქალაქარი-სამაროვანი სოფ.ჭიაურის მიდამოები
57. წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები (შუა საუკუნეები) -გიორგეთი
58. დედათა მონასტერი - სოფ. ქვემო ნაშოვარი
№ | სკოლის დასახელება | მისამართი |
1 | ლაგოდეხი N 1 | ქ.ლაგოდეხი, წერეთლის ქუჩა |
2 | ლაგოდეხი N 3 | ქ.ლაგოდეხი, თამარ მეფის ქუჩა |
3 | მაწიმი | სოფელი მაწიმი |
4 | შრომა | სოფელი შრომა |
5 | ნინიგორი | სოფელი ნინიგორი |
6 | ცოდნისკარი | სოფელი ცოდნისკარი |
7 | დავითიანი | სოფელი დავითიანი |
8 | თელა | სოფელი თელა |
9 | ჭიაური | სოფელი ჭიაური |
10 | თამარიანი | სოფელი თამარიანი |
11 | ჰერეთისკარი | სოფელი ჰერეთისკარი |
12 | კართუბანი | სოფელი კართუბანი |
13 | ვარდისუბანი | სოფელი ვარდისუბანი |
14 | ბაისუბანი | სოფელი ბაისუბანი |
15 | მსხალგორი | სოფელი მსხალგორი |
16 | გიორგეთი | სოფელი გიორგეთი |
17 | ფონა | სოფელი ფონა |
18 | კაბალი N1 | სოფელი კაბალი N1 |
19 | კაბალი N2 | სოფელი კაბალი N2 |
20 | განჯალა | სოფელი განჯალა |
21 | უზუნთალა | სოფელი უზუნთალა |
22 | კარაჯალა | სოფელი კარაჯალა |
23 | აფენი N1 | სოფელი აფენი |
24 | აფენი N2 | სოფელი აფენი |
25 | ჭაბუკიანი | სოფელი ჭაბუკიანი |
26 | ლელიანი | სოფელი ლელიანი |
27 | გვიმრიანი | სოფელი გვიმრიანი |
28 | არეშფერანი | სოფელი არეშფერანი |
№ | ბაღის დასახელება | მისამართი |
1 | ქ. ლაგოდეხის N 1 საბავშვო ბაღი | ქ. ლაგოდეხი |
2 | ქ. ლაგოდეხის N2 საბავშვო ბაღი | ქ. ლაგოდეხი |
3 | ქ. ლაგოდეხის N3 საბავშვო ბაღი | ქ. ლაგოდეხი |
4 | მაწიმის საბავშვო ბაღი | სოფ. მაწიმი |
5 | შრომის საბავშვო ბაღი | სოფ. შრომა |
6 | კავშირის საბავშვო ბაღი | სოფ. კავშირი |
7 | ნინიგორის საბავშვო ბაღი | სოფ. ნინიგორი |
8 | გურგენიანის საბავშვო ბაღი | სოფ. გურგენიანი |
9 | ცოდნისკარის საბავშვო ბაღი | სოფ. ცოდნისკარი |
10 | თელის საბავშვო ბაღი | სოფ. თელა |
11 | ჩადუნიანის საბავშვო ბაღი | სოფ. ჩადუნიანი |
12 | ვარდისუბნის საბავშვო ბაღი | სოფ. ვარდისუბანი |
13 | საქობოს საბავშვო ბაღი | სოფ. საქობო |
14 | ჰერეთისკარის საბავშვო ბაღი | სოფ. ჰერეთისკარი |
15 | თამარიანის საბავშვო ბაღი | სოფ. თამარიანი |
16 | ჭიაურის საბავშვო ბაღი | სოფ. ჭიაური |
17 | კართუბნის საბავშვო ბაღი | სოფ. კართუბანი |
18 | კართუბნის საბავშვო ბაღი | სოფ. კართუბანი |
19 | მსხალგორის | სოფ. მასხალგორი |
20 | ბაისუბნის საბავშვო ბაღი | სოფ. ბაისუბანი |
21 | კაბლის საბავშვო ბაღი | სოფ. კაბალი |
22 | გიორგეთის საბავშვო ბაღი | სოფ. გიორგეთი |
23 | ბაღდათის საბავშვო ბაღი | სოფ. ბაღდადი |
24 | გვიმრიანის საბავშვო ბაღი | სოფ. გვიმრიანი |
25 | ჭაბუკიანის საბავშვო ბაღი | სოფ. ჭაბუკიანი |
26 | ლელიანის N1 საბავშვო ბაღი | სოფ. ლელიანი |
27 | ლელიანის N2 საბავშვო ბაღი | სოფ. ლელიანი |
28 | არეშფერანის საბავშვო ბაღი | სოფ. არეშფერანი |
29 | ფონის საბავშვო ბაღი | სოფ. ფონა |
30 | ალტერნატიული საბავშვო ბაღი | სოფ. აფენი |
# | ქალაქი, სოფელი | ბავშვების რაოდენობა | ბავშვების რაოდენობა რეაბილიტაციის შემდეგ | ამ დროისთვის (რეაბილიტირებულია, სარეაბილიტაციოა) | 2017-2020 წლებისთვის იგეგმება რეაბილიტაცია |
1 | ქ. ლაგოდეხის #1 ბაღი | 85 | 118 | მიმდინარეობს რეაბილიტაცია |
|
2 | ქ. ლაგოდეხის #2 ბაღი | 156 | 161 | რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ ჯგუფს, დარბაზს, სამზარეულოს, სახურავს, სველ წერტილებს, საკანალიზაციო ქსელს და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ჩასატარებელ სამუშაოებზე შეძენილია საპროექტო დოკუმენტაცია |
|
3 | ქ. ლაგოდეხის #3 ბაღი | 83 | 83 | აღნიშნული ბაღი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას |
|
4 | სოფ. მაწიმის ბაღი | 18 | 23 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სახურავს, ჯგუფს, სამზარეულოს, სველ წერტილებს და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
5 | სოფ. შრომის ბაღი | 36 | 42 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ ოთახს | იგეგმება რეაბილიტაცია |
6 | სოფ. კავშირის ბაღი | 19 | 23 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სამზარეულო, სახურავი, იატაკი საწყობში და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
7 | სოფ. გურგენიანის ბაღი | 21 | 27 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სამზარეულოს, ტუალეტს და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია ერთ ჯგუფში. |
|
8 | სოფ.ნინიგორის ბაღი | 67 | 78 | მთლიან ჩაუტარდა რეაბილიტაცია |
|
9 | სოფ. ცოდნისკარის ბაღი | 32 | 43 | რეაბილიტირებულია |
|
10 | სოფ. თელის ბაღი | 44 | 44 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯგუფში და სამზარეულოში. ესაჭიროება სახურავის და ტუალეტის რეაბილიტაცია. | იგეგმება რეაბილიტაცია |
11 | სოფ. ჩადუნიანის ბაღი | 36 | 43 | აშენდა დამატებითი ფართი: ჯგუფი, სამზარეულო, ტუალეტი. მოეწყო წყალგაყვანილობა, კანალიზაცია. დარჩენილია ერთი რეაბილიტაცია. |
|
12 | სოფ. ვარდისუბნის ბაღი | 79 | 84 | შესრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულად |
|
13 | სოფ. მშვიდობიანის ბაღი |
| 25 | ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს გადმოსცა შენობა, ესაჭიროება სრული რეაბილიტაცია. საპროექტო დოკუმენტაცია შეძენილია. (ბაღი არ ფუნქციონირებს) | იგეგმება რეაბილიტაცია |
14 | სოფ. საქობოს ბაღი | 21 | 28 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოეწყო სამზარეულო, ტუალეტი, ჯგუფი, ცხელი და ცივი წყალი, კანალიზაცია, შეკეთდა სახურავი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
15 | სოფ. ჰერეთისკარის ბაღი | 27 | 31 | ჩაუტარდა გამაგრებითი სამუშაოები გარე კედელს, დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
16 | სოფ. ჭიაურის ბაღი | 62 | 71 | 2010 წელს ჩაუტარდა რემონტი, ესაჭიროება მიმდინარე რემონტი |
|
17 | სოფ. თამარიანის ბაღი | 63 | 70 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯგუფს, ტუალეტს, სამზარეულოს, კანალიზაციას. შეიცვალა კარ-ფანჯრების ნაწილი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
18 | სოფ. კართუბნის ბაგა-ბაღი | 61 | 66 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა სახურავი, მოეწყო ტუალეტი, საკანალიზაციო ორმო, ცივი და ცხელი წყალი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
19 | სოფ. კართუბნის ბაღი | 38 | 38 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა სახურავი, მოეწყო სამზარეულო, ტუალეტი, კანალიზაცია, ცივი და ცხელი წყალი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
20 | სოფ. ბაისუბნის ბაღი | 48 | 50 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა სახურავი, მოეწყო ტუალეტი, სამზარეულო, მოეწყო ცივი და ცხელი წყალი, კანალიზაცია და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
21 | სოფ. მსხალგორის ბაღი | 50 | 53 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები: შეიცვალა სახურავი, მოეწყო ტუალეტი, სამზარეულო, მოეწყო ცივი და ცხელი წყალი, კანალიზაცია და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
22 | სოფ. კაბლის ბაღი | 65 | 65 | სარეაბილიტაციოა |
|
23 | სოფ. ფონის ბაღი | 22 | 26 | აღნიშნული ბაღი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, იგი განთავსებულია საჯარო სკოლის შენობაში |
|
24 | სოფ. გიორგეთის ბაღი | 49 | 53 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ჯგუფში, სამზარეულოში, ტუალეტში, მოეწყო ცხელი და ცივი წყალი, ამოსაწმენდი საკანალიზაციო ორმო და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
25 | სოფ. აფენის ბაღი | 35 | 35 | აშენდა ახალი ბაღი |
|
26 | სოფ. გვიმრიანის ბაღი | 25 | 27 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ტუალეტს, სამზარეულოს, შესასვლელს, მოეწყო ცივი და ცხელი წყალი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
27 | სოფ. ბაღდადის ბაღი | 51 | 54 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ტუალეტს, სამზარეულოს, მოეწყო ცხელი და ცივი წყალი და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
28 | სოფ. ჭაბუკიანის ბაღი | 85 | 93 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები სამზარეულოს, ტუალეტს, ჯგუფებს და ა.შ. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია | იგეგმება რეაბილიტაცია |
29 | სოფ. არეშფერნის ბაღი | 42 | 42 | აღნიშნული ბაღი არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას, იგი განთავსებულია საჯარო სკოლის შენობაში |
|
30 | სოფ.ლელიანის #1 ბაღი | 56 | 56 | ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარჩენილია ნაწილობრივი რეაბილიტაცია |
|
31 | სოფ.ლელიანის #2 ბაღი | 46 | 52 | მთლიან ჩაუტარდა რეაბილიტაცია |
|
ქ. ლაგოდეხში ასევე ფუნქციონირებს ერთი უმაღლესი სასწავლებელი - „ევროპის სასწავლო უნივერიტეტი“. უნივერსიტეტში არის აკრედიტებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი, ტურიზმი, მედიცინა, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, ინფორმაციული ტექნოლოგიები.
7. მიწის რესურსი
ოპერატიული ინფორმაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასოფლო–სამეურნეო სავარგულების შესახებ კატეგორიების მიხედვით 2015 წლის მდგომარეობით
|
| კერძო | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | კერძო | სახელმწიფო | სახნავი | მრავალწლოვანი | სათიბი | საძოვარი |
1 | მაწიმი | 465 | 70 | 395 | 0 | 13 | 0 | 0 | 0 | 0 | 70 | 73 | 28 | 0 | 0 |
2 | ქ.ლაგოდეხი | 13073 | 10131 | 2942 | 0 | 131 | 28 | 0 | 0 | 0 | 10103 | 237 | 48 | 0 | 0 |
3 | შრომა | 1401 | 75 | 1326 | 0 | 181 | 0 | 0 | 0 | 0 | 75 | 143 | 60 | 0 | 0 |
4 | ნინიგორი | 1601 | 228 | 1373 | 0 | 146 | 0 | 0 | 0 | 0 | 228 | 262 | 47 | 0 | 0 |
5 | ცოდნისკარი | 1855 | 89 | 1766 | 0 | 189 | 0 | 0 | 0 | 0 | 89 | 276 | 75 | 0 | 0 |
6 | ჭიაური | 2718 | 191 | 2527 | 0 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | 191 | 174 | 26 | 0 | 0 |
7 | ვარდისუბანი | 1354 | 31 | 1323 | 0 | 31 | 0 | 0 | 0 | 0 | 31 | 205 | 61 | 0 | 0 |
8 | კართუბანი | 1538 | 169 | 1369 | 0 | 121 | 0 | 0 | 0 | 0 | 169 | 324 | 104 | 0 | 0 |
9 | ბაისუბანი | 935 | 145 | 790 | 0 | 246 | 0 | 0 | 0 | 0 | 145 | 262 | 70 | 0 | 0 |
10 | კაბალი | 1151 | 37 | 1114 | 0 | 11 | 0 | 0 | 0 | 0 | 37 | 484 | 25 | 0 | 0 |
11 | ფონა | 644 | 96 | 548 | 0 | 61 | 0 | 0 | 0 | 0 | 96 | 155 | 21 | 0 | 0 |
12 | გიორგეთი | 1000 | 67 | 933 | 0 | 228 | 0 | 0 | 0 | 0 | 67 | 168 | 84 | 0 | 0 |
13 | არეშფერანი | 863 | 36 | 827 | 0 | 288 | 0 | 0 | 0 | 0 | 36 | 157 | 94 | 0 | 0 |
14 | აფენი | 2363 | 38 | 2325 | 0 | 543 | 0 | 0 | 0 | 0 | 38 | 390 | 210 | 0 | 0 |
15 | ლელიანი | 890 | 23 | 867 | 0 | 369 | 0 | 0 | 0 | 0 | 23 | 166 | 108 | 0 | 0 |
სულ | 31851 | 11426 | 20425 | 0 | 2561 | 28 | 0 | 0 | 0 | 11398 | 3476 | 1061 | 0 | 0 |
8. ტრანსპორტი, გარემოს დაცვა და კომუნალური ინფრასტრუქტურა
მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გადაადგილებისა და ტვირთების გადატანის ერთადერთ საშუალებას საავტომობილო ტრანსპორტი წარმოადგენს. მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო საშუალებები ძირითადად წარმოდგენილია კერძო სატრანსპორტო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების სახით. მგზავრთა ძირითადი ნაკადები და ტვირთნაკადებია: ლაგოდეხი–თბილისი, ლაგოდეხი–რუსთავი, ლაგოდეხი–თელავი, ქ.ლაგოდეხი-ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები და თემები.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზები: თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალი (ს-1)32კმ.) (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი), შიდა სახელმწიფოებრივი გზები ულიანოვკა-ბოდბე-გამარჯვება, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორი (შ-43 15,5კმ.) და გურჯაანი-აფენი-გიორგეთის გზა (შ 170 18,5კმ.).
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 304 კმ-ია. გზების 70%, დაახლოებით 213 კმ, საჭიროებს რეაბილიტაციას. საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 6 ერთეული ხიდია, საერთო სიგრძით 457 მეტრი. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 6 ერთეული ხიდია, საერთო სიგრძით 300 მეტრი. ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე 5 ერთეული ხიდია, საერთო სიგრძით 410 მეტრი. მათ შორის ნაწილობრივი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 ხიდს, დანარჩენი ხიდები საჭიროებს რეაბილიტაციას.
2016 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია 26250 გრძ.მ. სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაგეგმილია ერთი ჭაბურღილის მოწყობა. 2020 წლისათვის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგება ხორციელდება ოთხი სისტემით:
1. ქალაქის წყალმომარაგება დამოუკიდებელი სისტემით;
2. სოფლის წყალსადენები;
3. ჭაბურღილები;
4. ინდივიდუალური ჭები.
2015 წელს დაიწყო სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ქ. ლაგოდეხში, სოფ. რაჭისუბანში, სოფ. შრომაში, სოფ. კავშირში, სოფ. გელათში, სოფ. თამარიანსა და სოფ. ჭიაურში სასმელი წყლის ახალი მაგისტრალის მოწყობას.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ ქ. ლაგოდეხშია, რომელსაც ემსახურება შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“. აღნიშნული ქსელი ქალაქის მხოლოდ 30%-ს ემსახურება და ნაწილობრივ არის მოწყობილი, მისი საერთო სიგრძე 55 კმ-ია. აღნიშნული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალაქის სრულ მომსახურებას, საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას და გაფართოებას. საკანალიზაციო სისტემას არ გააჩნია გამწმენდი ნაგებობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ერთი ნაგავსაყრელი. ნარჩენების შეგროვება ხდება როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის უმეტეს სოფლებში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავება და ნაგვის გატანა ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით ფინანსდება. 2017-2020 წლისათვის ნარჩენების გატანა ყველა სოფლიდან მოხდება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი გაზიფიცირებულია, დარჩენილია მხოლოდ 18 სოფელი. 2016 წელს იგეგმება სოფ. ბაისუბნის გაზიფიცირება.
9. ტურიზმი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი კუთხეა, რომელიც ჰერეთის ძირძველ მიწაზე, საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 200-3500 მეტრზე მდებარეობს.
ლაგოდეხი, ულამაზესი და თვითმყოფადი ბუნებით, უძველესი ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით, დაცული ტერიტორიებით, თავისი ფლორითა და ფაუნით, აგრეთვე სათევზაო-სამონადირეო მეურნეობით, ერთ-ერთი უნიკალურია მსოფლიოში. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ლაგოდეხში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია ქვისა და ბრინჯაოს ხანის, ელინურ-ანტიკური ეპოქის და ფეოდალური საუკუნეების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ისტორიულ-კულტურული ექსპონატები.
ტურისტებს ემსახურება კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი. ეს ცენტრები მუნიციპალიტეტის სტუმრებს საშუალებას აძლევს, გაეცნონ ლაგოდეხის ტურისტულ მარშრუტებს.
ლაგოდეხში ჩამოსულ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს შეუძლიათ გაჩერდნენ საოჯახო სასტუმროებში და მოისვენონ კეთილმოწყობილ ნომრებში, დააგემოვნონ მრავალფეროვანი კერძები, რაც ყველაზე მთავარია, სტუმრებს საშუალება აქვთ ადგილზე დააჭაშნიკონ სახელგანთქმული კახური ღვინოების სხვადასხვა სახეობები.
ქ. ლაგოდეხში ფუნქციონირებს საოჯახო ტიპის სასტუმროები:
„კავკასიონი“ - ვაშლოვნის 136
„ბიო ეზო“ - ვაშლოვნის 167
„ვაშლოვანი“ - ვაშლოვნის 92
„გარდენია“ - ვაშლოვნის 127
„კივი ჰაუსი“ - ვაშლოვნის 35
„ლაგო“ - ზაქათლის 63
„ლილე“ - დავით აღმაშენებლის 93
„რივერსაიდი“ - დავით აღმაშენებლის 103
სასტუმრო „ჰერეთი“ - კოსტავას 15
სასტუმრო „ლაგოდეხი“ - ვახტანგ გორგასლის ქუჩა
10 . მუნიციპალიტეტის ეკონომიკა
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, ახალ ეკონომიკურ ურთიერთობებზე გადასვლამდე, ქვეყნის ყველა რეგიონი, მათ შორის კახეთი და კერძოდ, ლაგოდეხიც უმძიმეს ეკონომიკურმდგომარეობამდე მივიდა. განადგურდა და ნაწილ-ნაწილ გაიყიდა ისეთი მძლავრი საწარმოები, როგორიც იყო: საკონსერვო, თამბაქოს საფერმენტაციო, ყველ-კარაქისა და მანქანათმშენებელი, რამდენიმე ღვინისა და ეთერზეთების ქარხნები. აგრეთვე დღეს აღარ არსებობს ტრადიციული და საკმაოდ პოპულარული დარგი - მეაბრეშუმეობა.
დღეისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შემდეგი საწარმოები ფუნქციონირებს:
- შ.პ.ს „ლაგოდეხგზა“ /ასფალტო-ბეტონის ქარხანა/
- შ.პ.ს „კრისტალი“ /ლუდის წარმოება/
- შ.პ.ს „ფინ-ესტატე“ /ასფალტო-ბეტონის წარმოება/
- შ.პ.ს „ლება“ /სამშენებლო მასალის წარმოება/
- შ.პ.ს „განთიადი“ /კვების ობიექტები, საავადმყოფო, მინერალური წყლისა და ლიმონათის წარმოება/
- შ.პ.ს „ქინძმარაული“ /ღვინის წარმოება /
- შ.პ.ს „დონა“ /ძეხვეულის წარმოება/
- შ.პ.ს „ჰერეთის ღვინის მარანი“
- შ.პ.ს „ბს“ /სასაკლაო/
- შ.პ.ს „გუდმითი“ /სასაკლაო/
- შ.პ.ს „ღვინია“ /სასაკლაო/
11 . ხელისუფლება და ბიუჯეტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი - გამგებელი და 30 წევრისაგან შემდგარი წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო, რომლის 16 წევრი არჩეულია მაჟორიტარული, ხოლო 14 წევრი პროპორციული სისტემით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტმა 7 081 800 ლარი შეადგინა.
2016 წელს ლაგოდეხის მუნიციპალური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით გადანაწილებულია შემდეგნაირად:
- საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება – 2694800 ლარი;
- თავდაცვა - 125000 ლარი;
- ეკონომიკური საქმიანობა – 20000 ლარი;
- გარემოს დაცვა – 300000 ლარი;
- საბინაო–კომუნალური მეურნეობა – 530000 ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვა – 90000 ლარი;
- დასვენება და კულტურა – 1220000 ლარი;
- განათლება – 1520000 ლარი;
- სოციალური დაცვა – 377000 ათასი ლარი.
SWOT ანალიზი
ინფრასტრუქტურა
ძლიერი მხარეები | სუსტი მხარეები |
|
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის მხოლოდ 40%
|
შესაძლებლობები | საფრთხეები |
|
|
ეკონომიკა და ტურიზმი
ძლიერი მხარეები | სუსტი მხარეები |
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების არსებობა |
|
შესაძლებლობები | საფრთხეები |
|
|
ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა
ძლიერი მხარეები | სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები | საფრთხეები |
|
|
კულტურა, განათლება და ცხოვრების ჯანსაღი წესი
ძლიერი მხარეები | სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები | საფრთხეები |
დამკვიდრების ხელშეწყობა
|
|
გარემოს დაცვა
ძლიერი მხარეები | სუსტი მხარეები |
|
|
შესაძლებლობები | საფრთხეები |
|
|
IV. მუნიციპალიტეტის ხედვა და მისია
ა) ლაგოდეხის განვითარების საშუალოვადიანი ხედვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების საშუალოვადიანი ხედვა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა წარმოადგენს იმ სამომავლო მისწრაფებებსა და სასურველ მდგომარეობას, რომლის დადგომაც ივარაუდება მუნიციპალიტეტის, სტრატეგიული განვითარების პროგრამის, პრიორიტეტების დოკუმენტის და სამოქმედო გეგმების, მუნიციპალური თუ სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების, სახელმწიფო პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელების შედეგად.
ხედვა: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი განვითარებული მუნიციპალიტეტია და წარმოადგენს საქართველოს აღმოსავლეთ კარიბჭეს. მუნიციპალიტეტში არსებული რესურსების ეფექტიანი და მდგრადი გამოყენებით უზრუნველყოფილია ყველასათვის თანაბარი განვითარების შესაძლებლობა. შექმნილი გარემო მიმზიდველია საცხოვრებლად, სამუშაოდ, ბიზნესის კეთებისათვის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების გასავითარებლად, განათლების მისაღებად, ტურიზმისა და დასვენებისათვის, როგორც ადგილობრივი მოსახლაობისათვის, ასევე მუნიციპალიტეტის სტუმართათვის
ბ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი მისია
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი მისია აკონკრეტებს თვითმმართველი ერთეულის სამოქმედო პრიორიტეტებს მომდევნო 2016-2019 წლისათვის. მასში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი შედეგების ერთობლიობა, რომელთა მიღწევაზეც თვითმმართველი ორგანო პასუხისმგებლობას იღებს.
მისია: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას მოსახლეობის საჭიროებებზე დაფუძნებული მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გაზრდით, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებით, ინოვაციური პროგრამებისა და პროექტების შედგენისა და განხორციელების მხარდაჭერით, დონორებსა და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ტრანსსასაზღვრო ურთიერთობების გაძლიერებით სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგების გაძლირებით, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და მაღალი ხარისხის განათლების სერვისის მიწოდებით.
თავისი საშუალოვადიანი მისიის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი ქმნის მდრად მექანიზმებს, რომლის შედეგადაც მოქალაქეები საკუთარი ინტერესების შესაბამისად ჩართულნი არიან ადგილობრივი მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, მუნიციპალიტეტში შექმნილია პირობები საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის, ძლიერია სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის, აგრეთვე მცირე ბიზნესის სექტორები, უზრუნველყოფილია ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ინვესტიციების მოზიდვა. აქტიურია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა მეზობელ აზერბაიჯანის რესპუბლიკის რაიონებთან. მუნიციპალიტეტი პოპულარული ტურისტული ცენტრია და ჩართულია ძირითადი ტურისტულ მარშრუტებში. ადგილებზე შექმნილია პირობები კულტურული მემკვიდრების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ნარჩენების მართვის სისტემა, ხელმისაწვდომია ეფექტური სოციალური მომსახურეობა, მაღალია ცხოვრების დონე. ახალგაზრდობას აქვს მუნიციპალიტეტში ცხოვრებისა და მუშაობის მოტივაცია.
V - მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები
წინამდებარე ნაწილში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი პრიორიტეტები და მათი შესაბამისი შედეგები, რომელთა დადგომაც ივარაუდება შემდგომი 4 წლის განმავლობაში შესაბამისი მუნიციპალური პროექტებისა თუ პროგრამების განხორციელების შედეგად.
პრიორიტეტი 1: ინფრასტრუქტურის განვითარება |
ღონისძიებები:
|
შედეგი:ქ. ლაგოდეხის ცენტრალური ქუჩები კეთილმოწყობილია, უზრუნველყოფილია კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება საავტომობილო ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის; მოწესრიგებულია სანიაღვრე და წყალარინების სისტემები; ქალაქ ლაგოდეხსა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოწყობილია გარე განათების სისტემა. მუნიციპალიტეტში შექმნილია პირობები დასვენებისა და გართობისთვის, მოწყობილია სკვერები, სპორტული მოედნები და სხვა ობიექტები; |
პრიორიტეტის დაფინანსებაზე 2016-2019 წლებში ქ. ლაგოდეხში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 2.5 მილიონი ლარის გამოყოფა. დამატებით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2016-2017 წლებში გამოიყოფა 7.0 მილიონი ლარი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 6.0 მილიონი ლარი.
პრიორიტეტი 2: გარემოს დაცვა და ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია |
ღონისძიებები:
|
შედეგები: ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის რისკი შემცირებულია; მუნიციპალიტეტის სანიტარული მდგომარეობა გაუმჯობესებულია, შენარჩუნებულია სუფთა გარემო; შემცირებულია დაავადებების გავრცელების რისკი
|
პრიორიტეტის დასაფინანსებლად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 1 250 000 ლარის გამოყოფა 2016-2019 წლებში.
პრიორიტეტი 3: სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა |
ღონისძიებები:
|
შედეგები: ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია; სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილია უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო საბავშვო ბაღში; აღსაზრდელებთან მუშაობენ კვალიფიციური პედაგოგები |
პრიორიტეტის დასაფინანსებლად 2016-2019 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 200 000 ლარის გამოყოფა. დამატებით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან, საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 2016-2017 წლებში გამოიყოფა 500 000 ლარი.
პრიორიტეტი 4: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
ღონისძიებები:
|
შედეგები: სოციალურად დაუცველი ჯგუფების ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება; შშმპ-ს ინტეგრირება მოხდება საზოგადოებაში და მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდება. |
პრიორიტეტის დასაფინანსებლად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგეგმილია 2 084 800 ლარის გამოყოფა 2016-2019 წლებში.
პრიორიტეტი 5: ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა |
ღონისძიებები:
|
შედეგები: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის გაიზრდება სპორტულ მიღწევათა რიცხვი; ჯანსაღი ცხოვრებით წესის მქონე ადამიანების რიცხვი გაიზრდება; ახალგაზრდები და ბავშვები თავისუფალ დროს ჯანსაღად გაატარებენ, მავნე ჩვევებისა და ზედმეტი წონის მაჩვენებლები შემცირდება;
|
პრიორიტეტის დასაფინანსებლად 2016-2019 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაგეგმილია 700 000 ლარის გამოყოფა.
პრიორიტეტი 6: კულტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა |
ღონისძიებები:
|
შედეგები: მოსახლეობა ისარგებლებს კულტურის სახლებითა და ბიბლიოთეკებით ისტორიული ძეგლები შენარჩუნებულია შექმნილია პირობები ტურისტების მოსაზიდად შემოქმედებითი ჯგუფები სხვადასხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას
|
პრიორიტეტის დასაფინანსებლად 2016-2019 წლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაგეგმილია 200 000 ლარის გამოყოფა. დამატებით, საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან 2016-2017 წლებში გამოიყოფა 50 000 ლარი
ფინასნური მაჩვენებლები პრიორიტეტების მიხედვით 2017-2020 წ.წ.
დასახელება | 2017 წლის გეგმა | 2018 წლის პროგნოზი | 2019 წლის პროგნოზი | 2020 წლის პროგნოზი |
პრიორიტეტი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარება | 1705,0 | 2045,0 | 2035,0 | 2040,0 |
პრიორიტეტი 2. გარემოს დაცვა და ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია | 350,0 | 350,0 | 350,0 | 350,0 |
პრიორიტეტი 3. სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა | 1500,0 | 1650,0 | 1700,0 | 1750,0 |
პრიორიტეტი 4. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა | 541,0 | 594,0 | 648,0 | 680,0 |
პრიორიტეტი 5. ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა | 600,0 | 650,0 | 700,0 | 750,0 |
პრიორიტეტი 6. კულტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა | 835,0 | 880,0 | 880,0 | 900,0 |
დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 20016 წლის ბიუჯეტის ბალანსის დოკუმენტი
დასახელება | 2015 წლის გეგმა | 2016 წლის პროგნოზი | 2017 წლის პროგნოზი | 2018 წლის პროგნოზი | 2019 წლის პროგნოზი | ||||
სულ | მათ შორის | სულ | მათ შორის | ||||||
სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები | საკუთარი შემოსავლები | სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები | საკუთარი შემოსავლები | ||||||
შემოსავლები | 12,659.0 | 5,705.5 | 6,953.5 | 11,777.0 | 4,908.4 | 6,868.6 | 9,552.2 | 10,113.6 | 10,153.0 |
გადასახადები | 600.0 | 0.0 | 600.0 | 1,170.0 | 0.0 | 1,170.0 | 1,170.0 | 1,170.0 | 1,170.0 |
გრანტები | 11,491.6 | 5,705.5 | 5,786.1 | 10,100.2 | 4,908.4 | 5,191.8 | 8,002.2 | 8,558.6 | 8,593.0 |
სხვა შემოსავლები | 567.4 | 0.0 | 567.4 | 506.8 | 0.0 | 506.8 | 380.0 | 385.0 | 390.0 |
ხარჯები | 9,655.4 | 2,349.2 | 7,306.1 | 7,392.7 | 626.0 | 6,766.7 | 8,447.2 | 8,908.6 | 9,148.0 |
შრომის ანაზღაურება | 1,627.6 | 80.0 | 1,547.6 | 1,689.5 | 77.2 | 1,612.3 | 2,117.0 | 2,150.0 | 2,150.0 |
საქონელი და მომსახურება | 1,975.3 | 50.0 | 1,925.3 | 1,882.1 | 45.0 | 1,837.1 | 2,389.2 | 2,509.6 | 2,575.0 |
პროცენტი | 40.0 | 0.0 | 40.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
სუბსიდიები | 3,008.3 | 75.0 | 2,933.3 | 2,970.0 | 92.8 | 2,877.2 | 3,136.0 | 3,401.0 | 3,521.0 |
გრანტები | 344.0 | 0.0 | 344.0 | 8.7 | 0.0 | 8.7 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
სოციალური უზრუნველყოფა | 358.5 | 5.0 | 353.5 | 362.7 | 5.0 | 357.7 | 405.0 | 448.0 | 502.0 |
სხვა ხარჯები | 2,301.6 | 2,139.2 | 162.4 | 479.7 | 406.0 | 73.7 | 400.0 | 400.0 | 400.0 |
საოპერაციო სალდო | 3,003.6 | 3,356.3 | -352.7 | 4,384.3 | 4,282.4 | 101.9 | 1,105.0 | 1,205.0 | 1,005.0 |
არაფინანსური აქტივების ცვლილება | 4,436.3 | 3,964.9 | 471.4 | 6,121.407 | 4,915.339 | 1,206.068 | 900.0 | 1,000.0 | 800.0 |
ზრდა | 4,535.1 | 3,964.9 | 570.2 | 6,144.1 | 4,915.3 | 1,228.8 | 900.0 | 1,000.0 | 800.0 |
კლება | 98.8 | 0.0 | 98.8 | 22.7 | 0.0 | 22.7 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
მთლიანი სალდო | -1,432.7 | -608.6 | -824.1 | -1,737.1 | -633.0 | -1,104.2 | 205.0 | 205.0 | 205.0 |
ფინანსური აქტივების ცვლილება | -1,632.4 | -615.6 | -1,016.8 | -1,975.2 | -636.1 | -1,339.2 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
ზრდა | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
ვალუტა და დეპოზიტები | 0.0 |
|
| 0.0 |
|
| 0.0 | 0.0 | 0.0 |
კლება | 1,632.4 | 615.6 | 1,016.8 | 1,975.2 | 636.1 | 1,339.2 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
ვალუტა და დეპოზიტები | 1,632.4 | 615.6 | 1,016.8 | 1,975.2 | 636.1 | 1,339.2 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
ვალდებულებების ცვლილება | -199.7 | -7.0 | -192.7 | -238.1 | -3.1 | -235.0 | -205.0 | -205.0 | -205.0 |
კლება | 199.7 | 7.0 | 192.7 | 238.1 | 3.1 | 235.0 | 205.0 | 205.0 | 205.0 |
საშინაო | 199.7 | 7.0 | 192.7 | 238.1 | 3.1 | 235.0 | 205.0 | 205.0 | 205.0 |
ბალანსი | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 | 0.0 |
სტრატეგია