ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ადმინისტრაციული ერთეულები

გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულები

ბიოგრაფია

მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, გამგებელი ნიშნავს წარმომადგენლებს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში (თემებში).

 

დახურვა

გიორგი კევლიშვილი

(მაწიმის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 66 48 40


მაწიმის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთით, მაწიმის წყლის ულამაზეს ხეობაში, რომელიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 5 კმ-ით. მაწიმი სასაზღვრო სოფელია და აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკა ესაზღვრება.  მაწიმის ადმინისტრაციული ერთეული შედგება ორი სოფლისგან: მაწიმი და რაჭისუბანი,  რომელთა საერთო ფართობია 891 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწები მდებარეობს სოფლის სამხრეთით, რომლის ფართობი შეადგენს 522 ჰა-ს. აქედან სახნავი - 479 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 43 ჰა, საძოვარი -30 ჰა, ტყე-9 ჰა, ბუჩქნარი-166 ჰა. სოფლის მოსახლეობა შედგება  232 კომლისაგან. აქედან,  204 კომლი ცხოვრობს მაწიმში, 28 - რაჭისუბანში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 686 ადამიანს. აქედან,  მაწიმში ცხოვრობს 618, რაჭისუბანში კი  68 ადამიანი. სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშო ბაღი.

მაწიმის ნაყოფიერი მიწები სარწყავი წყლით უზრუნველყოფილია, რაც საშუალებას იძლევა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოსაყვანად. სოფელში განვითარებულია მესაქონლეობა, მებაღეობა, მებოსტნეობა და მემინდვრეობის დარგები.

მაწიმს ჩრდილოეთით ესაზღვრება კავკასიონის მთები, სადაც მსოფლიო მნიშვნელობის დაცული ტერიტორიების ულამაზესი ხედი იშლება, უნიკალური ფლორითა და ფაუნით. სოფელი გამოირჩევა VIII საუკუნის ძეგლით. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია,  რომ ლაგოდეხის ბუნების სილამაზით მოხიბლულმა მეფე არჩილმა ააგო საზაფხულო რეზიდენცია „მაჭის ციხე“( თოღა ), რომელიც მდებარეობს მდ. მაწიმის წყლისა და ბნელი ხევის შესართავთან, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე. ისტორიულ ძეგლს 2016 წელს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია.

სოფელში მიმდინარეობს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც უკვე დასრულების პირასაა.  დღეს მაწიმი თავისი ისტორიული და გეოგრაფიული მნიშვნელობით, ლაგოდეხის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენს.

დახურვა

ვასილი მიროტაძე

(შრომის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 85 66 56


შრომის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ქ. ლაგოდეხი, დასავლეთით - ნინიგორის ადმინისტრაციული ერთეული, სამხრეთით - აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი.

შრომის ადმინისტრაციული ერთეული შედგება ორი თემისაგან: შრომა-კავშირი, რომელთა საერთო ფართობია 2565 ჰა. აქედან, 2263 ჰა უჭირავს შრომის თემს; 302 ჰა -კავშირს. შრომის ადმინისტრაციული ერთეული შედგება 834 კომლისაგან.  644 კომლი ცხოვრობს შრომაში, 190- კავშირში. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 2250 ადამიანს.   შრომაში ცხოვრობს 1686, კავშირში - 564 ადამიანი. შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 1856, საიდანაც, 1416 ფიქსირდება შრომაში; 440-კავშირში. სოფელ შრომის მთელ ტერიტორიაზე ფეოდალური ხანის მძლავრი ნამოსახლარებია, რომლებიც მე-17 საუკუნის I ნახევარში (1614-1617 წ.) შაჰ-აბასის შემოსევების შედეგად გაუკაცრიელდა. ამ ტერიტორიიდან სრულად გაასახლეს მოსახლეობა ირანში. სოფლის თავზე მე-17 საუკუნის ტაძრის ნანგრევებია.

ტოპონიმი შრომა - კავშირი ისტორიულ წყაროებში არ ფიქსირდება. ის კი ვიცით, რომ ძველი ისტორიული სახელი არ არის. ლაგოდეხის დასახლება მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში  განახლდა ილიასა და აკაკის თაოსნობით. იმ დროს დასახლდა შრომა, ცოტა მოგვიანებით კავშირი. თუ ხალხში მოარულ ხმას დავეყრდნობით, შრომის დასახლება ღამ-ღამობით ხდებოდა, რადგან მიწა სახელმწიფო საკუთრება იყო და აქ დასახლება ნებართვის გარეშე არ შეიძლებოდა. თუმცა თუ სახლიდან კვამლი ამოვიდოდა, ამ სახლს აღარ ანგრევდნენ. ამდენად ხალხი ღამ-ღამობით შრომობდა და სახელი შრომა აქედან მოდის. რაც შეეხება კავშირს, ის სავარაუდოდ საბჭოთა ტერმინი უნდა იყოს.

 შრომის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს მის ჩრდილოეთით მდებარე ლაგოდეხის ნაკრძალი, რომელიც მსოფლიოში განთქმულია თავისი ფლორითა და ფაუნით.

დახურვა

მამუკა სულაქველიძე

(ნინიგორის თემი) გამგებლის წამომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 16 72 12


ნინიგორის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის შვიდი სოფელი: ნინიგორი, ზემო გურგენიანი, ქვემო გურგენიანი, ხიზაბავრა, ხიზა, განათლება, გელათი. ნინიგორის თემში მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს  2917  ადამიანს, აქედნ ნინიგორის 785, ზემო გურგენიანის 590, ქვემო გურგენიანის 549, ხიზაბავრას 204, ხიზას137, განათლების 370, გელათის  მოსახლება 282 ადამიანს შეადგენს.

სოფელ ნინიგორში განთავსებულია ადმინისტრაციული შენობა, საჯარო სკოლა და თანამედროვე, კეთილმოწყობილი საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღი არის აგრეთვე სოფელ გურგენიანში. სოფელ ხიზაბავრას ესაზღვრება დაცული ტერიტორიები, სადაც მდებარეობს გურგენიანის ჩანჩქერი, ეს ადგილი ტურისტებისთვის მიმზიდველია.

სოფელ გურგენიანში განთავსებულია წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია, ასევე შემორჩენილია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.

სოფელ ხიზაბავრაში  განთავსებულია კათოლიკური ეკლესია.

დახურვა

ზურაბ გამხარაშვილი

(ცოდნისკარის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 75 44 84


ცოდნისკარის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 330 მეტრზე, რომელიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 13 კილოლმეტრით. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის სახელმწიფო და შრომის ადმინისტრაციული ერთეული, ჩრდილოეთით - ნინიგორის და ბაისუბნის ადმინისტრაციული ერთეული, დასავლეთით - ბაისუბნის და კართუბნის  ადმინისტრაციული ერთეული  და სამხრეთით - ჭიაურის ადმინისტრაციული ერთეული. ცოდნისკარის ადმინისტრაციული ერთეულის საერთო ფართობი შეადგენს 2395 ჰა-ს, მათ შორის სახნავი - 1780 ჰა, საძოვარი - 89 ჰა, სხვა დანარჩენი (ტყე, ბუჩქნარი, ტბები) - 351 ჰა.

ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ექვსი სოფელი: ცოდნისკარი, ჩადუნიანი, თელა, შეერთება, დავითიანი და წიფლის-წყარო. 2014 წლის მდგომარეობით კომლთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1401, მოსალეობა - 5298, ხოლო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი - 2633 ადამიანს.

ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სამი საჯარო სკოლა და სამი საბავშვო ბაღი. სოფელ ცოდნისკარში ფუნქციონირებს ცეკვის და ხალხური საკრავების წრეები, აგრეთვე, სამედიცინო პუნქტი.

ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ჩამოედინება ნინოს ხევი, ჭვარტლის ხევი და ბაისუბნის ხევი.

სოფლის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა სოფლის მეურნეობა (ბაღჩეული, ბოსტნეული,  მრავალწლიანი კულტურები) და მესაქონლეობა. 

დახურვა

გოგიტა ბუთლიაშვილი

(ვარდისუბნის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 79 72 12


ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 230 მეტრზე, რომელიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 15 კილოლმეტრით. ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის ოთხი სოფელი: ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი და საქობო. როგორც გადმოცემით არის ცნობილი, ამ სოფლებში რუსი მოსახლეობა ცხოვრობდა და სახელიც რუსული „ვარანცოვკა“ ერქვა, 1917-18 წლიდან კი ქართველი მოსახლეობა დასახლდა. ამჟამად, ადმინისტრაციული ერთეულის კომლთა საერთო რაოდენობა შეადგენს 1097, მოსალეობა კი 3100 ადამიანს. ვარდისუბნის თემის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოყვანით. ძირითადად განვითარებულია მებოსტნეობა, მემინდვრეობა. განვითარებულია ასევე მესაქონლეობა.

თემში ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი. ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია, XIX საუკუნის 90-იან წლებში აშენებული ღვთისმშობლის მიძინების  მოქმედი ეკლესია,  „გერმანული კირხა“ ეკლესია, რომელიც 1880 წელს აშენდა.  ასევე, შემორჩენილია წმ. გიორგის და წმ. თევდორეს სახელობის უძველესი ტაძრის ნანგრევები.  მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება 1967 წელს, ვარდისუბნის ტერიტორიაზე, გათხრების შედეგად აღმოჩენილი, სამარხში ნაპოვნი კერამიკული ნივთები, რომელიც X-XI სს თარიღდება.

 

 

დახურვა

იოსებ ვარდიაშვილი

(კართუბნის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 44 77 51


კართუბნის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 260 მეტრზე, რომელიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 25 კილოლმეტრით. ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის ოთხი სოფელი: კართუბანი, ბოლოკიანი, ნაინდროვალი, ნაწისქვილარი, სადაც მოსახლეობა დასახლდა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამჟამად ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1300 კომლი. მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 4028 ადამიანს. სოფლის ეკონომიკის   წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის აღსანიშნავია მებოსტნეობა და მეცხოველეობა.

კართუბანში ფუნქციონიორებს წმ. ნიკოლოზის სახელობის და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი. თემში განთავსებულია ამბულატორია, ახალგაზრდული სათემო ცენტრი. სოფელი კართუბანი 1989 წლის 9 აპრილს, თავისუფლების მებრძოლ ქართველთა მშვიდობიანი მსვლელობის დროს დაღუპული, მამუკა ნოზაძის მშობლიური სოფელია. ყოველ წელიწადს, კართუბანში ‘’მამუკაობას’’ აღნიშნავენ, სადაც იმართება სპორტულ შემოქმედებითი ღონისძიებები. 

დახურვა

ნუგზარი მაჭარაშვილი

(ბაისუბნის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 577 60 02 36


ბაისუბნის ადმინისტრაციული ერთეული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ნაწილში, ზღვის დონიდან 300-380 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. ქ. ლაგოდეხიდან დაშორებულია 10 კმ-ით. მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2700 ადამიანია. მის ტერიტორიაზე ჩამოედინება მდინარეები ბაისუბნის ხევი და მშრალი ხევი.

ბაისუბნის ადმინისტრაციული ერთეული შედგება შემდეგი სოფლებისგან: ბაისუბანი, პატარა გორი, ქვემო მსხალგორი, ზემო მსხალგორი.

ბაისუბნის ადმინისრაციულ ერთეულში, ამჟამად, ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა, ორი საბავშვო ბაღი და პოლიკლინიკა.

სოფელ ბაისუბანში არის მოქმედი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ხოლო სოფელ პატარა გორის სასაფლაოზე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

სოფელ ზემო მსხალგორში, კავკასიონის სამხრეთის კალთაზე აღმოჩენილია VIII-XIII საუკუნეების ნასახლარი და ეკლესიის ნანგრევები, სადაც ბოლო წლებში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, აღმოჩენილია აგრეთვე თიხის ნაკეთობები.

დახურვა

ნამაზ ალახვერდოვი

(კაბლის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 85 62 40


ადმინისტრციული ერთეული - კაბალი - მდებარეობს ყვარელი–ლაგოდეხის დამაკავშირებელ მაგისტრალზე და  მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 12 კილომეტრით. კაბალი დასახლებულია აზერბაიჯანელი მოსახლეობით  და შედგება  ოთხი სოფლისაგან: ყარაჯალა, განჯალა, უზუნთალა და თვით სოფელ კაბალისგან. აღნიშნული სოფლები განლაგებულნი არიან მდინარე კაბალის პირას, რომელიც სათავეს იღებს კავკსიონის მთებიდან და ჩაედინება მდინარე ალაზანში.  კაბალის ჩამოყალიბება, როგორც დასახლების, დაიწყო მე–19 საუკუნის დასაწყისში და დღეის მდგომარეობით კაბლის ადმინისტრაციული ერთეულის 3748 კომლში  ცხოვრობს 12800 ადამიანი, მიწის ფართობი კი შეადგენს 230392 ჰა-ს: აქედან, სახნავი 163645 ჰა. კაბლის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქციის მოყვანით. ასევე, განვითარებულია: მეცხვარეობა, მესაქონლეობა, მეფუტკრეობა. კაბალი განთქმულია დიდი და პატარა ბაზრით, სადაც  კაბლელებს და ახლო მდებარე სოფლის გლეხებს აქვთ საშუალება გამოიტანონ სარეალიზაციოდ თავიანთი პროდუქცია. კაბალში არის შვიდი საარჩევნო უბანი, ხუთი სკოლა, ოთხი მეჩეთი და ერთი საბავშვო ბაღი. ასევე, კაბალში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი  ცენტრი, სადაც მოსახლეობას აქვს საშუალება მიიღოს 200–ზე მეტი სერვისი. კაბალში განლაგებულია „თი ბი სი“ და „ლიბერთი“ ბანკების ფილიალები, მობილური კავშირის „მაგთიკომის“ მომსახურეობის ცენტრი. მდინარე კაბალზე ფუნქციონირებს ოთხი კარიერი.  მდინარე კაბალზე მოპოვებული ინერტული მასალა ითვლება ერთერთ საუკეთესოდ ევროპაში. დღეის მდგომარეობით, სოფელში მიმდინარებს გზების მოასფალტება; ქუჩებზე, გარე განათების მოწყობა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის განვითრებას.

დახურვა

ნუგზარი ბარბაქაძე

(ფონის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 98 72 12


ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის ხუთი სოფელი: ზემო ხეჩილი, ქვემო ხეჩილი, ქვემო ფონა, ზემო ფონა და დონა. ამ სოფლებში ქართველებთან ერთად ცხოვრობს ოსი და აზერბაიჯანელი მოსახლეობა.

სოფელი ზემო ხეჩილი მდებარეობს კავკასიონის მთის ძირში,  რომელიც გამოირჩევა თავისი უნიკალური ბუნებით. მდინარე კაბალის მარჯვენა სანაპიროზე გაშლილია სოფლები  ზემო და ქვემო ხეჩილი და დონა. ქვემო ხეჩილი გამოირჩევა საცხოვრებელი სახლების ულამაზესი განლაგებით.

სოფელ ზემო და ქვემო ფონას დასავლეთით ესაზღვრება ულამაზესი ტყის მასივი. ქვემო ფონის თავზე აღმართულია სამების ეკლესია, რომელიც გადმოჰყურებს ფონის ტერიტორიას.

ფონის ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღია, სადაც სწავლობენ ქართველი, ოსი და აზერბაიჯანელი ბავშვები. 

დახურვა

გია გაფრინდაშვილი

(აფენის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 595 72 12 50


აფენი - თემი  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე აფენისხევის (არეშის  შენაკადი)  ნაპირზე.  ალაზნის ვაკეზე (გაღმამხარე). აფენის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის რვა სოფელი: ბაღდადიგვიმრიანიზემო ნაშოვარი, ონანაურიფოდაანი, ქვემო ნაშოვარიჭაბუკიანი. აფენის ადმინისტრაციას ესაზღვრება გურჯაანის მუნიციპალიტეტი. საზღვარს ორ ნაწილად მდინარე ალაზანი ყოფს. სოფელი  ზღვის დონიდან 240 მეტრზე და ქ. ლაგოდეხიდან 28 კილომეტრში მდებარეობს. ისტორიული ცნობების თანახმად, სოფლის დაარსების იდეა ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის,  რომელსაც   1905 წელს მოსახლეობა ძირითადად საჩხერე-ჭიათურიდან  ჩამოუსახლებია.   აფენის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფართობი 3857 ჰექტარია, საიდანაც 600 საკარმიდამო, სახნავი 2711 ჰა, ვენახი 486 ჰა, საძოვარი 72 ჰა, ხოლო ტბორი 7 ჰექტარს  შეადგენს.

სოფელ ონანაურში არის ისტორიული ძეგლი ღვთისმშობლის სახელობის VI საკუნის ეკლესია, სადაც შემორჩენილია უძველესი მხატვრობა. ასევე, სოფელ ფოდაანში,  VII  საუკუნის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია და ქვემო  ნაშოვარში, ახლადაშენებული დედათა მონასტერი, რომლის არქიტექტურა გამორჩეულია და იზიდავს ტურისტებს. მონასტერში, ასევე ფუნქციონირებს, აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარიის, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი.

დღეს, აფენის ადმინასტრაციულ ტერიტორიაზე ოთხი საჯარო სკოლა,  ოთხი საბავშვო ბაღი და სპორტული მოედანი ფუნქციონირებს. აქვე განთავსებულია სოფლის ამბულატორია, სახანძრო - სამაშველო სამსახური და პოლიციის განყოფილება.   მოსახლეობის ძირითად შემოსავალს კი სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. 

დახურვა

ვიქტორი სხირტლაძე

(ლელიანის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 551 79 70 97


ლელიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  სოფელია. იგი 300-400 წლის წინ ყოფილა გაშენებული ალაზნის მარცხენა სანაპიროს ისეთ მრავალრიცხოვან მეზობელ სოფლებს შორის, როგორიცაა აფენი, ჭაბუკიანი, გიორგეთი. 1905 წელს ლელიანის დაარსების იდეა ილია ჭავჭავაძესა და აკაკი წერეთელს ეკუთვნის.  მათი ინიციატივით და მაშინდელი მთავრობის თანხმობით, იმერეთის რეგიონიდან რამდენიმე ოჯახი ჩამოასახლეს. თემს აქვს შვიდი სოფელი: აბაშისწილი, მირსკისეული, ლელიანი, ქალქვა, ნამესრალი,  ბალთა და ბებურიანი. ლელიანის ერთ-ერთი დიდი სუფელია ნამესრალი - ტყის უბანი. გადმოცემით, აქ თურმე ძველად ღობისთვის „მესერს“ ამზადებდნენ, სახელიც აქედან მიუღია. ქალქვა სოფლის ერთ-ერთი დიდი დასახლებაა. ლეგენდის მიხედვით, ხარება დღეს, თურმე, ქალი სარეცხს რეცხავდა. ქრისტე ღმერთს ჩამოუვლია და უსაყვედურა - „უქმე დღეს რატომ რეცხავო“. ქალს სიცილი დაუყრია.განრისხებულ უფალს ის ქვად უქცევია. განახლებულ სოფელში   ჩამოსულ მოსახლეობას ახსოვდათ დიდი ქვა , რომელსაც ქალის ფორმა ჰქონდა. ეს ქვა ახლაც არსებობს, მაგრამ დროთა განმავლობაში პირვანდელი ფორმა დაუკარგავს. 

სოფელ ლელიანში, 1923 წელს, ოთხწლიანი სკოლა გაიხსნა. 1931 წელს, იგი შვიდწლიანად, ხოლო 1938 წლიდან, საშუალო სკოლად გადაკეთდა, რომელიც დღემდე წარმატებით ასრულებს თავის მოვალეობას.

ლელიანს 2005 წელს ერთი საუკუნე შეუსრულდა, ამ თარიღთან დაკავშირებით გაიმართა სადღესასწულო ღონისძიებები და დაარსდა ლელიანის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ისტორიულეთნოგრაფიული მუზეუმი, ჯერჯერობით, სკოლის შენობაშია განთავსებული. მისი ექსპოზიციის ძირითადი ნაწილი, სოფლის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებული, საოჯახო ჭურჭელი და აქ მაცხოვრებელი პირველი იმერლების ფოტოებია.

სოფლის ეკონომიკის   წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მარცვლოვანი  კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა და მეცხოველეობა.

ლელიანს აქვს ერთი საჯარო სკოლა, ორი საბავშო ბაღი, ლელიანში ფუნქციონირებს ზრდასრულთა განათლების ცენტრი. ლელიანის ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ აქტიურობით, ამის ნათელი მაგალითია 2006 წელს სოფელში შექმნილი ახალგაზრდული ორგანიზაცია "ლელი", რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებულია და ცნობილია უკვე როგორც "ზრდასრულთა განათლების ცენტრი“.

 

წმინდა თევდორეს ეკლესია

წმ. თევდორე ეკლესია XI-XII  საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. იგი ლელიანში მდებარეობს. თავდაპირველად, რიყის ქვით ნაშენი, სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა. გარშემოსავლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. მრავალჯერ გადაუკეთებიათ. აფსიდით დასრულებული, სამხრეთი ნავი, ცენტრალურს მთელ სიგრძეზე გასდევს. XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს, მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვაკუთხოვანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ჩრდილო ნავი უფრო მოკლეა და დაკავშირებულია შუა ნავთან. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის  მხრიდან აქვს. 70 წლიანი იძულებითი წყვეტის შემდეგ, ლელიანში " თევდორობის" აღნიშვნის ტრადიცია აღდგა. ლელიანელები "თევდორობა"-ს აღდგომამდე 7 კვირით ადრე აღნიშნავენ.

დახურვა

ზურაბი სხირტლაძე

(არეშფერნის თემი) გამგებლის წარმომადგენელი
ბიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია: 557 65 51 01


ადმინისტრაციული ერთეული არეშფერანი მდებარეობს ალაზნის ველზე, მდინარე არეშის მარჯვენა ნაპირზე. მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 25 კილოლმეტრით. სოფლები გაშენებულია მდინარე აფენის ორივე მხარეს. მისი ფართობი შეადგენს 1800 ჰა, აქედან სახნავი 1300 ჰა. ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შედის ხუთი სოფელი: არეშფერანი, ხოშატიანი, ქევხიანი, ზემო ბოლქვი და ქვემო ბოლქვი. არეშფერანის თემის მოსახლეობის უმრავლესობა დაკავებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მოყვანით. ძირითადად განვითარებულია შემდეგი კულტურები: მებოსტნეობა, მემინდვრეობა სხვა. განვითარებულია ასევე მესაქონლეობა.

ადმინისტრაციულ ერთეულში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი. სოფელ ხოშატიანს ამშვენებს  XII საუკუნის დარბაზული ტიპის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, გვიან მიშენებული სამრეკლოთ. სამრეკლოს საძირკველში მდებარეობს ურჩხულებთან მებრძოლი ლეგენდარული ხოშატის საფლავი.

დახურვა