მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

გერბი

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გერბის აღწერილობა

გერბის ფარი ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს ფარის        2/3, II ნაწილს 1/3.

გერბის ფარის I ნაწილში ვერცხლის ველზე წითლით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილში - მწვანე ველზე ვერცხლის ირემი, რომელსაც მარჯვენა ფეხი შემართული აქვს.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია სამქონგურიანი (ციხესიმაგრის ფორმის) საქალაქო ვერცხლის გვირგვინი.

ფარს ქვემოთ ვერცხლ-მწვანე ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი ,,ლაგოდეხი’’.

 

დროშა

 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დროშის აღწერილობა

დროშა ჰორიზონტალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად. I ნაწილს უჭირავს 2/3, II ნაწილს 1/3.

I ნაწილში თეთრ ველზე წითლით მოთავსებულია მეფე თამარის ხელრთვა. II ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს.

დროშის პროპორციები შემდეგია: სიმაღლის სიგანესთან შეფარდება - 2/3.

დროშის შემადგენელი ნაწილები:

1.      მწვანე ველი - დროშის სიმაღლის 1/3.

2.      თეთრი ველი - დროშის სიმაღლის 2/3.

3.      წმინდა თამარის ხელრთვა - დროშის სიმაღლის 2/5.

გააზიარე