ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო არის კოლეგიალური ადმინისტრაციული ორგანომუნიციპალიტეტის საკრებულო.  საკრებულო აირჩევა 4 წლის ვადით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების მიერ, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს მუნიციპალიტეტის საკრებულო.  2017 წლის 21 ოქტომბერს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგადპროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეული 16 წევრისაგან შედგება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს  საკრებულოს 31 კაციანი შემადგენლობაში უმრავლესობას, 21 მანდატის  "ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო" წარმოადგეს  აქედან, 12 – მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 9 – პორპორციული წესით. დანარჩენი 10 მანდატი კი ოპოზიციურ პარტიებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: 3 მანდატი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,  2  მანდატი – „ბაქრაძე, უგულავაევროპული საქართველო“, 1 მანდატი   „დავით თარხანმოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, ხოლო 4 მანდატს დამოუკიდებელი მაჟორიტარები ფლობენ. 

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ლაგოდეხი, ქიზიყის №25

 

 

გააზიარე