ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
საჯარო ინფორმაცია

10 დეკემბრის ანგარიში

საქართველოს პარლამენტს
საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ მინისტრს
ასლი. სსიპ- საქართველოს საკანონმდებლო
მაცნეს თავმჯდომარეს

 


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის III თავის ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ" შესრულების
თაობაზე

 

  1. 2019 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის  გაცემის მოთხოვნით შემოვიდა  12 განცხადება და თორმეტივე დაკმაყოფილდა.
  2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
  3. საჯარო მონაცემთა ბაზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს , ინფორმაცია განთავსებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერზე www.lagodekhi.gov.ge პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და ბაზის განახლება.
  4. საჯარო მოსამსახურეთა მიერ, არ დარღვეულა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები,შესაბამისად არ ფიქსირდება დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი.
  5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკანონმდებლო აქტების მიღების დროს  სხდომა არ დაუხურავს.
  6. საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა არ გასაჩივრებულა, ასეთის არ არსებობის გამო.
  7. საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე და გაცემაზე თანხა არ დახარჯულა.
  8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ დახურულა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ აქვს.

 

გააზიარე