ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საჯარო სკოლები

არეშფერანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

თამაზ კაპანაძე

პედაგოგთა რაოდენობა  25

მოსწავლეთა რაოდენობა 116

ტელ: 577255410

 ელფოსტა: Areshperani@mes.gov.ge

 

არეშფერანის საჯარო სკოლა აშენდა 1957-1959 წლებში. სკოლაში ეთნიკური უმცირესობებისათვის მშობლიური ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით დანერგილია ოსური ენის სწავლება. მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას ემსახურება 29 თანამშრომელი. ყოველი წლის  15 ოქტომბერს სკოლაში აღინიშნება სახალხო დღესასწაული „კოსტაობა.“

2010-2015 წლებში არეშფერანის სკოლის კურსდამთავრებულებიდან საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში  22 მოსწავლე ჩაირიცხა.

2016  წელს ვაჟებისა და გოგონების ფრენბურთელთა გუნდმა მონაწილეობა მიიღო „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2016“-ში, სადაც  კახეთის რეგიონის ჩემპიონები გახდნენ.

2016-2017 სასწავლო წელს სკოლის ათმა მოსწავლემ მონაწილეობა მიიღო საგნობრივ ოლიმპიადაში. 1 მოსწავლე კი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მე-2 ტურში გადავიდა.

დახურვა

აფენის #1 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

თამარ ცქიფურიშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  29

მოსწავლეთა რაოდენობა 271

ტელ: 577255407

ელფოსტა: Apeni1@mes.gov.ge

 

სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლა აშენებულია 1930 წელს. მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას ემსახურება 38 თანამშრომელი. სკოლამ თავისი არსებობის მანძილზე ბევრ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, 2009-2016 წლებში სკოლას ყავს 18 ოქროსა და 15 ვერცხლის მედალოსანი; ,,ჩემი პირველი კომპიუტერის ფარგლებში“ პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვებულია 30 მოსწავლე; 2011 წელს ,,ლეონარდო დავინჩის“ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლე  დაჯილდოვებულია ფულადი პრემიით; ინტელექტულურ კონკურსში ,,რა, სად, როდის“ გამრჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვებულნი არიან ფულადი პრემიით. 2016 წელს ,,სკოლბურთში“ გამარჯვებულები არიან კახეთის რეგიონში და მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჩემპიონატში, როლელიც ჩატარდა ანაკლიაში; სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოებული არიან ფულადი პრემიით და საზაფხულო ბანაკში დასვენებით; განათლების აკადემიის მიერ წარმატებული მოსწავლეები გაგზავნილი იყვნენ საზაფხულო ბანაკში პოლონეთში; სკოლას ჰყავს პროექტ ,,ნიჭიერში“გამარჯვებული მოსწავლე.

 სკოლაში ტრადიციულად ყოველ წელს ეწყობა ,,შემოდგომის ზეიმი“ და ,,საშობაო კარნავალი“. 2016 წელს სკოლამ აღნიშნა დაარსებიდან 85 წლის იუბილე. დაუნის  სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“  ჩატარდა ღონისძიება და მოწვეული იყვნენ  კახეთის რეგიონიდან დაუნის სინდრომის მქონე ყველა ასაკის ადამიანი. მოეწყო დასუფთავების აქცია ,,აფენი ნაგვის გარეშე“; პროექტი ,,სიკეთე გადამდებია“-ს ფარგლებში  სკოლამ დახმარება გაუწია დაავადებულ მოსწავლეს 800 ლარით; საშობაოდ კი სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს და მრავალშივილიან ოჯახებს საკვებითა და ტანსაცმლით.

სკოლას ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები: მიხეილ გაფრინდაშვილი, გურამი მაჭარაშვილი, ელისო ამყოლაძე, ხახუტი ასანიძე, თამილა ქამუშაძე, ვახტანგი ჭუმპაშვილი, ჯონდო მდივნიშვილი, ზურაბ გამეზარდაშვილი, როინი ასანიძე, ზურაბ კაპანაძე, ლავან სხირტლაძე, კახა კაპანაძე, კახა ცნობილაძე.

დახურვა

აფენის # 2 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მარინა ჯიღაური

პედაგოგთა რაოდენობა 25

მოსწავლეთა რაოდენობა 223

ტელ: 577316097

ელფოსტა: Apeni2@mes.gov.ge

 

აფენის N2 საჯარო სკოლა აშენდა 1961 წელს. სკოლის თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრება 35 თანამშრომლით. 2015-2016 სასწავლო წელს სკოლას ჰყავდა 2 ოქროს მედალოსანი  და  1 კომპიუტერით დაჯილდოებული მოსწავლე. აქტიურად არის ჩართული სასკოლო, ლაგოდეხის  ახალგაზრდული ცენტრის  და მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, ასევე სვადასხვა სასკოლო ტურებსა და ოლიმპიადაში. ყოველწლიურად მონაწილეობს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, ჰყავთ კინგსის ოლიმპიადაში გამაჯვებული მოსწავლეები. ჰყავს აგრეთვე, უფროსკლასელთა არამატერიალური კულტურული მემკვიდრების ქომაგი: კონკურსი „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ტრადიციები საქართველოში“  გამარჯვებული მოსწავლე და მასწავლებელი, რომელებიც  კულტურის სამინისტრომ დააჯილდოვა საპატიო  სიგელით. 

სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლაში  ფუნქციონირებს  ხალხური სიმღერების ანსაბლი, რომელსაც ხელმძღვანელობს მუსიკის მასწავლებელი ნანა გაფრინდაშვილი. ანსაბლი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებსა და კონკურსებში, აგრეთვე მიენიჭა  „დიპლომატის წოდება“. სკოლაში აქტიურად ტარდება სხვადასხვა ტიპის სასკოლო  ღონისძიებები, კერძოდ:

  •  სასკოლო სპექტაკლი “სტუმრად ზღაპართან“ - მუსიკა და სცენარი პედაგოგი იზოლდა მჭედლიძე;
  •  ღონისძიება სახელწოდებით  „ჩვენ  დავბერდებით“ ძველი და ახალი თაობა-ხელმძღვანელი ნაირა კაპანაძე, ხათუნა ფერაძე და ნანა გაფრინდაშვილი;
  • სასკოლო კონფერენცია თემაზე „ნუ იქნები მონა XXI  საუკუნეში“- პედაგოგი ნაირა კაპანაძე;
დახურვა

ბაისუბნის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ზაზა მუმლაძე

პედაგოგთა რაოდენობა  28

მოსწავლეთა რაოდენობა 209

ტელ: 577255412

ელფოსტა: Baisubani@mes.gov.ge

 

სოფელი ბაისუბანი ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში თავისი გეოგრაფიული მდებარეობით. სოფლის ცენტრში დგას ბაისუბნის საჯარო სკოლა, რომელიც აშენდა და ექსპლუატაციაში გადაეცა 1964 წელს. მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას  39 თნამშრომელი ემსახურება, მათ შორის 2 სერთიფიცირებული მასწავლებელია. ორი მოსწავლე - შეყელაძე მარიამი და გელაშვილი მარიამი დაჯილდოვდა კომპიუტერით.

სკოლას 2015 წელს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. შენობას გამოეცვალა სახურავი და კარ-ფანჯრა.

სკოლა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში: სოფლის დასუფთავება; კაბალჰესის ტყეში და სკოლის ტერიტორიაზე ნარგავების დარგვა; სკოლას ტრადიციად აქვს შემოდგომის ზეიმის ჩატარება, კლასები ანსახიერებენ საქართველოს ყველა კუთხეს; მასწავლებლის დღე; საახალწლო კარნავალი; I კლასის ანბანის ზეიმი და  XII კლასის ბოლო ზარი სკოლას თავისი არსებობის მანძილზე მრავალი კურსდამთავრებული გაუზრდია.

სკოლას ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები: გოდერძი ბარბაქაძე, თამაზ ჩინჩალაძე, ზაზა ლომიძე, კახა კაპანაძე, თეონა გელაშვილი, თამარ ბარბაქაძე, რევაზ გოგოლაძე.

დახურვა

განჯალის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

აბულფატ ფაშაევი

პედაგოგთა რაოდენობა  45

მოსწავლეთა რაოდენობა 511

ტელ: 577255416

 ელფოსტა: Ganjali@mes.gov.ge 

 

განჯალის საჯარო სკოლა აშენდა 1988 წელს. მოსწავლეთა აღზრდას ემსახურება 56 თანამშრომელი. 2012-2016 წწ. განჯალის საჯარო  სკოლის 36 კურსდამთავრებული მოსწავლე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. აგრეთვე მონაწილეობენ საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში.

დახურვა

გვიმრიანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ქეთევან ბურკაძე

პედაგოგთა რაოდენობა 20

მოსწავლეთა რაოდენობა 40

ტელ: 577255420

 ელფოსტა: Gvimriani@mes.gov.ge

 

გვიმრიანის საჯარო სკოლა აშენდა 1966 წელს. სკოლა არის საბაზო. მოსწავლეთა აღზრდას ემსახურება 23 თანამშრომელი. 2011 წელს ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა ჭერი, იატაკი. ეტაპობრივად მიმდინარეობს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვა.

სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. ისინი წარმატებებს აღწევენ სასკოლო და საგნობრივ ოლიმპიადებში, როგორიცაა „ეტალონი“, „კინგსი“. სკოლის ორი წარჩინებული კურსდამთავრებული - თამარ სისვაძე და ანა კაპანაძე „ჩემი პირველი კომპიუტერის“ პროგრამის ფარგლებში დაჯილდოვდნენ კომპიუტერით. 

დახურვა

გიორგეთის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

თამარ მაისურაძე

პედაგოგთა რაოდენობა  25

მოსწავლეთა რაოდენობა 207

ტელ: 577255418

ელფოსტა: Giorgeti@mes.gov.ge

 

გიორგეთის საჯარო სკოლა აშენდა 1989 წელს. 2012 წლიდან ქართველი მოსწავლეებთან ერთად სკოლაში სწავლობს აზერბაიჯანელი და ოსი ეროვნების მოსწავლეები, რომლებსაც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. 2014 წლიდან სკოლას 6 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს და საბაზო საფეხურის სამმა კურსდამთავრებულმა  მიიღო კომპიუტერი.

10 წელია გიორგეთის საჯარო სკოლა მეგობრობს თელავის სახელმწიფო თეატრთან. მათი დახმარებით და მოსწავლეთა ძალებით მომზადდა და ჩატარდა რამდენიმე თოჯინების თეატრი, მათ შორის საქველმოქმედო ღონისძიება - “წითელქუდა“. შემოწირული თანხა სკოლის პედაგოგების ინიციატივით გადაეცა მცხეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. 2016 წელს სკოლის მოსწავლეებს აქვთ მრავალი საინტერესო შედეგები ოლიმპიადებში:

  • სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა - 4 გამარჯვებული;
  • ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა - 3 მოსწავლე გადავიდა მესამე ტურში;
  • კინგსის ოლიმპიადა -15 სიგელი, 4 დიპლომი;
  • საერთაშორისო ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი - 1 დიპლომი;
  • ი. გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, ნახატების კონკურსი - 1 დიპლომი.

გიორგეთის საჯარო სკოლა ამაყობს თავისი სპორტსმენი მოსწავლეებით, რომელთაც არაერთხელ გაახარეს თავისი მშობლიური სკოლა და სოფელი: ფეხბურთელი - უჩა ლობჟანიძე (დინამო თბილისი), ლევან ქებაძე, ხელბურთელი - უჩა მაისურაძე (ანკარის ზაგროსი), მოჭიდავე - ელენე ქებაძე (მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი სამბო), იმედა გოგოლაძე (მსოფლიო უნივერსიადის ვიცე ჩემპიონი სამბო), ალიკა ნანიევი (საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდო).

სკოლა ყოველი წლის  1 ივნისს აწყობს სასკოლო მარათონს უფროსკლასელთათვის, ასფალტზე ხატვის კონკურსს კი დაწყებითი კლასის მოსწავლეთავის.

30 მაისს სკოლა და სოფელი აღნიშნავს „ჯიმშერობას“ და ამაყობს თავისი გაზრდილი, საამაყო შვილით - ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძით, სამხედრო პილოტი,  სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს და ეროვნულ გმირად აღიარეს. 

სკოლაში კი გახსნილია მისი ცხოვრების და გმირობის ამსახველი მუზეუმი.

დახურვა

დავითიანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

სერგო სერიხი

პედაგოგთა რაოდენობა  13

მოსწავლეთა რაოდენობა 33

ტელ: 577255448

ელფოსტა: Davitiani@mes.gov.ge

 

დავითიანის საჯარო სკოლა მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში. სკოლა აშენდა 1973 წელს, რომელიც გათვლილია 250 მოსწავლეზე, თუმცა ამჟამად სკოლაში სწავლობს 33 მოსწავლე. სკოლაში სწავლა ხორციელდება როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურზე. დავითიანის საჯარო სკოლის 13 პედაგოგიდან  3 უფროსი,  ხოლო 10 პრაქტიკოსი მასწავლებელია, რომლებიც ჩართულნი არიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში. პედაგოგები ზრუნავენ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მონაწილეობას იღებენ ყველა იმ ტრენინგში, რომელიც ორგანიზებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

დახურვა

ვარდისუბნის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მანანა ბახტურიძე

პედაგოგთა რაოდენობა  36

მოსწავლეთა რაოდენობა 307

ტელ: 577255422

 ელფოსტა: lagVardisubani@mes.gov.ge

 

ვარდისუბნის საჯარო სკოლაში სწავლობს 307 მოსწავლე სამივე საფეხურზე. მოსწავლეთა აღზრდას 45 თანამშრომელი ემსახურება. 2006 წლიდან ვარდისუბნის საჯარო სკოლასთან ოპტიმიზებულია საქობოს სკოლა, სადაც სწავლობს 39 მოსწავლე და სწავლა ხორციელდება მხოლოდ პირველ-მეორე საფეხურზე.

სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში,  ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში.

2012-2016 წლის განმავლობაში სკოლის მიერ მიღწეული წარმატებები და განხორციელებული ღონისძიებები:

  • მედლით დაჯილდოვდა 18 მოსწავლე (10 ვერცხლი და 8 ოქრო);
  • ნოუთბუქით დაჯილდოვდა 19 მოსწავლე;
  • 47 მოსწავლე გახდა სტუდენტი (მათ შორის 17-მა მოიპოვა გრანტი);
  • სკოლამ „მშვიდობის კორპუსის“ პროგრამის ფარგლებში უმასპინძლა 3 უცხოელ მასწავლებელს, ხოლო „თიელჯის“ პროგრამით - 2 მასწავლებელს;
  • სკოლა ჩართულია USAID და PH international-ის სამოქალაქო განათლების პროექტში, ამ პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი;
  • სკოლა წარმატებულადაა ჩართული G-PRIED-ის  დაწყებითი განათლების პროექტში;
  • სკოლა აქტიურად მონაწილეობს ევროპულ სკოლათა გაერთიანება - „eTwiningi”-ს პროექტში. (საქართველოში მხოლოდ 70 სკოლაა ჩართული), პროექტი ითვალისწინებს ევროპის სკოლებთან კომუნიკაციას და პროექტებზე მუშაობის გამოცდილების გაზიარებას;
  • ვარდისუბნის სკოლის პედაგოგმა იტალიელ პედაგოგ Maria Grazia Botrungo-თან ერთად მოიპოვა საავტორო უფლება პროექტზე „დაცული ტერიტორიები“;
  • სკოლა მონაწილეობას ღებულობს მალტას მიერ განხორციელებულ ინტერნეტ ვებინარეში „თვინსფეისი“;
  • სკოლას მოპოვებული აქვს რამოდენიმე გრანტი (ინგლისური ენის კაბინეტი, სამოქალაქო კლუბის ოთახი, კომპიუტერული ტექნიკა);
  • სკოლაში ფუნქციონირებს კრივის, რაგბისა და ფეხბურთის უფასო წრეები (გვყავს საქართველოს ჩემპიონი კრივში);
  • სკოლა წარმატებით მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებელთა კონფერენციებში, ოლიმპიადებში და სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

სკოლას ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები: ნინო კაპანაძე, ეთერ თაბუნიძე, თინათინ სიბაშვილი, ნიკოლოზ კაპანაძე,ნათია  თითბერიძე, მარიამ ქუფარაშვილი, რუსუდანი ქშუტაშვილი, გიორგი კაპანაძე, მაგდა შავაძე, ანა მოდებაძე, თათია ტუხაშვილი, სოფო და სალომე ბატიაშვილები...

დახურვა

თამარიანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მაია მაძღარაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  25

მოსწავლეთა რაოდენობა 134

ტელ: 577325589

ელფოსტა: Tamariani@mes.gov.ge  

 

თამარიანის საჯარო სკოლა აშენდა 1974 წელს. მოსწავლეთა აღზრდას 29 თანამშრომელი ემსახურება. სკოლას 2014-2016  სასწავლო წლებში ჰყავდა 1 ოქროს მედლის, 2 ვერცხლის და სამი ნოუთბუქით დაჯილდოვებული მოსწავლე. თამარიანის საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ,  კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში.

  • 2014 წელს სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა ჩართული იყო ეროვნულ საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონ“-ში  და ფინალში მოიპოვა გამარჯვება;
  • 2013-2014 სასწავლო წელს მონაწილეობა მიიღო  სამოქალაქო განათლების  ოლიმპიადაში, სადაც ორმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვებული და   ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ;
  • სკოლა ჩართულია TLG ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამაში.  2016-2017 სასწავლო წლის პირველ სემესტრში გამოცხადდა ინგლისური ენის ესეების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა. გამოვლინდა გამარჯვებული მე-12 კლასის მოსწავლე საუკეთესო ესეს წარდგენისთვის;
  • 2014 - 2016 სასწავლო წლებში სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს მიღებული აქვთ დიპლომები და  სიგელები.

თამარიანის საჯარო სკოლას ჰყავს ისეთი კურსდამთავრებული მოსწავლეები, რომლებიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში.

დახურვა

თელის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

ლალი ალადაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  23

მოსწავლეთა რაოდენობა 130

ტელ: 577316387

ელფოსტა: Tela@mes.gov.ge

 

თელის საჯარო სკოლა აგებულია 1965 წელს. არასრული საშუალო სკოლა 1994 წლიდან რეორგანიზაციის შედეგად საშუალო სკოლად გადაკეთდა. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია ორი შენობა: ძირითადი და ერთი დამხმარე დაწყებითი კლასებისთვის. ფუნქციონირებს ღია სტადიონი.

2016-2017 სასწავლო წელს სკოლაში ირიცხება 130 მოსწავლე, მათგან 21 მოსწავლე აზერბაიჯანელი ეროვნებისაა, რომელთა ურთიერთობა ქართველ მოსწავლეებთან მეგობრობის მტკიცე გამოხატულებაა.  მოსწავლეთა აღზრდას 27 თანამშრომელი ემსახურება.  სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის არის თანამშრომლობითი სასწავლო გარემო.

თელის საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ,  კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. ასევე, ლაგოდეხის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ჰყავს კინგსის ოლომპიადის ფინალისტები.

დახურვა

კაბლის #1 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

ლამარა ტაბატაძე

პედაგოგთა რაოდენობა  43

მოსწავლეთა რაოდენობა 365

ტელ: 577316248

ელფოსტა: lagKabali1@mes.gov.ge

 

კაბლის №1 საჯარო სკოლა აშენდა 1975 წელს.  მოსწავლეთა აღზრდას 52 თანამშრომელი ემსახურება. კაბლის კაბლის №1 საჯარო  სკოლის ოცდაათამდე კურსდამთავრებული მოსწავლე ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია.

2016 წელს სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ინტეგრაციის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მცირე გრანტების კონკურსებში, სადაც ორი გრანტი მოიგეს,  შეიძინეს გიტარა სკოლის ღონისძიებებისთვის და მოაწყეს ქართული წიგნების მცირე ბიბლიოთეკა.

სკოლის უფროსკლასელებმა შეისწავლეს „power point“-ის პროგრამაში მუშაობა. მოამზადეს და მოაწყეს პრეზენტაციები ოჯახური ძალადობის, გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, გარემოს დაცვისა და სხვა  მნიშვნელოვან თემებზე.

სკოლა ჩართულია „USAID G-PRIED“ - ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში, რომელიც ეხმარება მასწავლებლების პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სკოლაში სახელმწიფო ენისა და მათემატიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში.

2016 წელს სკოლაში პირველად გაიხსნა ქართული სექტორი, რაც მნიშვნელოვანია კაბლის თემის მოსახლეობისთვის, რადგან სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს დასაქმებასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაში.

დახურვა

კაბლის #2 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

შაისმაილ ისლამოვი

პედაგოგთა რაოდენობა  37

მოსწავლეთა რაოდენობა 370

ტელ: 577255434

 ელფოსტა: lagKabali@mes.gov.ge

კაბლის N2 საჯარო სკოლა დარსდა 1932 წელს. თავდაპირველად სკოლა იყო 4 წლიანი, მცირეკონტინენტიანია, მომდევნო წლებში კი სწავლება ხორციელდებოდა საბაზო საფეხურზე.  მოსწავლეთა აღზრდას 45 თანამშრომელი ემსახურება.  სკოლას ჰყავს წარჩინებული მოსწავლეები: 2008-2009 სასწავლო წელს რამდენიმე მოსწავლეს საჩუქრად გადაეცა პერსონალური კომპიუტერი. 2015-2016 სასწავლო წელს კაბლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ხატვის კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც საქართველოს მასშტაბით  არაქართულენოვან სკოლებში ჩატარდა.

დახურვა

კართუბნის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ლია ხაჩიძე

პედაგოგთა რაოდენობა  34

მოსწავლეთა რაოდენობა 306

ტელ: 577316399

 ელფოსტა: Kartubani@mes.gov.ge

 

კართუბნის საჯარო სკოლა აშენდა 1975 წელს.  მოსწავლეთა აღზრდას 45 თანამშრომელი ემსახურება. სკოლას ჰყავს წარმატებული მოსწავლეები:  2009-2016 წწ. იყო  23 მედალოსანი, რომლებმაც სწავლა განაგრძეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა 24 მოსწავლე. სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის :

  • ი.ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული;
  • ა.წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული;
  • ვაჟა-ფშაველას კვირეული;
  • ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ,,ო, ენავ ჩემო“;
  • ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში - წმინდა ნინოს შემოსვლასთან დაკავშირებული ღონისძიება;
  • გამოვავლინოთ ყველაზე ჭკვიანი - კლასებს შორის კონკურსი;
  • სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლეებს მიღებული აქვთ დიპლომები, სიგელები, თასები.

კართუბნის საჯარო სკოლას ჰყავს ბევრი საამაყო კურსდამთავრებული, რომლებიც დღეს დასაქმებული არიან სახელმწიფო სტრუქტურებში, ბიზნეს სფეროში და დღესაც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას წარმატებულად.

დახურვა

ლაგოდეხის #1 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მანანა ჩალაბაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  49

მოსწავლეთა რაოდენობა 613

ტელ: 577255402

 ელფოსტა: lagodekhi1@mes.gov.ge

 

ქალაქ ლაგოდეხის N1 საჯარო სკოლა აშენდა 1985  წელს. სკოლაში დასაქმებულია 60 თანამშრომელი, მათ შორის 49 პედაგოგი და 11 ტექ-პერსონალი.

2014-2015 სასწავლო წელს  სკოლას ჰყავდა ორო ოქროს მედალოსანი - დავით ლომიძე და მარიამ კაპანაძე, ორი ვერცხლის მედალოსანი -  მაკა ზურიკაშვილი და  ნინო ბატიაშვილი. პროგრამის  ფარგლებში ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ გადაეცა ცხრა მოსწავლეს - ალექსანდრე ვაიტაძეს, მარიამ გოგოლაძეს, თამარ სიმონიანს, ლუკა ტაბატაძეს, ნინო ბოჟაძეს, ნინო სამხარაძეს, ნინო სარალიძეს, სოფიკო გოდერძიშვილსა და  გვანცა დათიაშვილს.

2015-2016 სასწავლო წელს სკოლას ჰყავდა 3 ოქროს მედალოსანი - ლილი კაპანაძე, თორნიკე ტაბატაძე, გიორგი ღვედაშვილი და ერთი ვერცხლის მედალოსანი - მარიამ  მანიჟაშვილი. ასევე პროგრამის  ფარგლებში ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“ გადაეცა  მარი პაპავას, ოთარ ბოჟაძეს, მარიამ ნიკოგოსოვს, ნესტან ნატროშვილსა  და თეკლე კაპანაძეს.

საქართველოს  ბავშვთა და ახალგაზრდული  საგუნდო კოლექტივების  პირველ ეროვნულ კონკურსზე, მესამე ადგილის ლაურეატის წოდება მიენიჭა სკოლის გაერთიანებულ გუნდს (ხელმძღვანელი დარეჯან ჯავშანაშვილი) კატეგორიაში ქართული ხალხური სიმღერა.

სკოლაში ჩატარდა  ,,ცოდნის  დღესასწაული“, ,,რთველი კახეთში“, ,,საახალწლო  კარნავალი“, ,,ერთი დღე  გალაკტიონთან“, ,,ქრისტიანობისათვის  წამებულნი“,  ,,ჩემო კარგო ქვეყანა“- ილია ჭავჭავაძე, ,,წმინდა  ნინო - ქართველთა  განმანათლებელი“.

სკოლას ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები: გია (გივი) ლობჟანიძე, ვახტანგ სარალიძე, მარეხი  მერებაშვილი, ლადო წიქარიშვილი, ნინო კობაძე, თიკო კობაძე, გელა (გიორგი) გოზალიშვილი, გაგა კოჭლამაზაშვილი.

დახურვა

ლაგოდეხის #3 საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

თეა მეტრეველი

პედაგოგთა რაოდენობა  36

მოსწავლეთა რაოდენობა 385

ტელ: 577659291

ელფოსტა: Lagodekhi3@mes.gov.ge

 

ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა, რომელიც  მდებარეობს ქ.ლაგოდეხში, ჭავჭავაძის ქ. N 49-ში, აშენებულია 1974 წელს და განთავსებულია 2059,42 კვ.მ ფართობზე. სკოლის შენობა არის 3 სართულიანი. იგი გათვლილია 450 მოსწავლეზე. 2006 წელს სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 48-ს, მათ შორის 36 მასწავლებელი, 2 სპეც.პედაგოგი, ექიმი,  ადმინისტრაცია და ტექ-პერსონალი.

ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ,  კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში.

2013-2014 სასწავლო წელს ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე თამარ გელაშვილი გახდა პროექტ ,,ეტალონი“-ს გამარჯვებული, ხოლო 2015-2016 სასწავლო წელს პროექტ ,,ეტალონი“-ს ფინალისტი გახდა მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ მეტრეველი.

2016-2017 სასწავლო წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვა მე-10 კლასის მოსწავლემ ნინო შატაკიშვილმა, რომელიც დაჯილდოვდა სიგელითა და ფასიანი საჩუქრებით. ასევე, ნინო შატაკიშვილი გახდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული ჭადრაკის ტურის გამარჯვებული.

2016-2017 სასწავლო წელს ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი და მეორე ტური უცხო ენებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ და არიან ,,კინგს“-ის ოლიმპიადის გამარჯვებულები და ფინალისტები.

სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით შექმნილია სასკოლო კლუბები. (ეკო-კლუბი, პატარა შემოქმედთა კლუბი, მკითხველთა კლუბი და სამოქალაქო განათლების კლუბი). სკოლის ეკო-კლუბის ინიციატივით სსიპ ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლამ 29 ნოემბერს CENN-ის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით დაიწყო მლოკოსევიჩის დენდროპარკის გაწმენდა და იქ არსებული ხე-მცენარეების ინვენტარიზაცია. შესაბამისი აქტივობების განხორციელების შედეგად სკოლა გახდა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემიის ნახევარფინალისტი.

2015-2016 სასწავლო წელს ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლას ყავდა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალოსანი, საბაზო საფეხურის ორი მოსწავლე წარჩინებული სწავლისათვის დაჯილდოვდა კომპიუტერით. მიმდინარე 2016-2017 სასწავლო წელს კი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპიუტერი გადასცა მაღალი აკადემიური მოსწრების 9 მოსწავლეს.

2015-2016 სასწავლო წელს ქალაქ ლაგოდეხის N3 საჯარო სკოლის 19 კურსდამთავრებულიდან უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 12 მოსწავლე, მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა სამმა მოსწავლემ, 1 კურსდამთავრებული გახდა სან-დიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტი.

2016-2017 სასწავლო წელს სკოლას ჰყავს  მედლის 2 კანდიდატი.

დახურვა

ლელიანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ირინე ჭუმბურიძე

პედაგოგთა რაოდენობა  28

მოსწავლეთა რაოდენობა 259

ტელ: 577316339

 ელფოსტა: Leliani@mes.gov.ge

 

ლელიანის საჯარო სკოლის შენობა აგებულია 1983 წელს და განთავსებულია  30146 კვ.მ ფართობზე. შენობა არის 3 სართულიანი  და გათვლილია 600 მოსწავლეზე.

ლელიანის სკოლას არსებობის მანძილზე ყოველთვის ჰყავდა გამორჩეული პედაგოგები თავიანთი პროფესიონალიზმითა და პიროვნული ღირსებებით ცნობილი ადამიანები და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული.

ლელიანის საჯარო სკოლა არის სრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე. 

სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 37-ს, მათ შორის 28 პედაგოგი, მასწავლებლებიდან 12  სერტიფიცირებულია და უფროსი მასწავლებლის სტატუსით,  ხოლო  16 -  პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსით ჩართულია მასწავლებლის პროფესიული  განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

სკოლა მონაწილეობს  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებულ კონკურსებსა და პროექტებში, სასკოლო სპორტულ ოლიმპიადებში სპორტის სხვადასხვა სახეობების მიხევით და აღწევს წარმატებებს. ასევე, სკოლის სხვადასხვა საფეხურის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებულად ერთვებიან „კინგსის“  ოლიმპიადაში და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებულ  კონკურსებში.

სკოლაში ყოველწლიურად ტარდება მასშტაბური შიდა სასკოლო ღონისძიებები - შემოდგომის ფესტივალი, საახალწლო კარნავალი. განსაკუთრებით ხშირია აქტივობები დაწყებით საფეხურზე ღირსშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით. აქტიურად ტარდება ღია გაკვეთილები სხვადასხვა საგნის პედაგოგების მიერ.

დახურვა

მაწიმის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

გიორგი სახვაძე

პედაგოგთა რაოდენობა  21

მოსწავლეთა რაოდენობა 67

ტელ: 577255440

ელფოსტა: Matsimi@mes.gov.ge

 

სოფელი მაწიმი მდებარეობს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასაზღვრო ზოლში, რომელსაც ჩრდილოეთის მხრიდან აკრავს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი. სოფლის ცენტრში დგას სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის  საჯარო სკოლა, რომელიც აშენდა 1988 და ექსპლუატაციაში გადაეცა 1989 წელს. სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი. მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს ემსახურება 22  პერსონალი. აქედან 2  სერთიფიცირებული მასწავლებელია. სკოლას ამჟამად ჰყავს 3 წარჩინებული მოსწავლე. 13 წარმატებული მოსწავლე და 11 სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე,  რომლთათვის მოწყობილია შესაბამისი რესურსოთახი.

სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ,  კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში.

მაწიმის საჯარო სკოლამ 2005 წელს განახორციელა ერთობლივი პროექტი ქალაქ თბილისის N49 საჯარო სკოლასთან ერთად, მოიპოვა გრანტი, რომელიც დაფინანსებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ და ითვალისწინებდა ერთობლივი ეკო ბანაკის მოწყობას.

  • 2009-2010 სასწავლო წელს  ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდა ორი მოსწავლე -ნათელა  დათუკიშვილი, ნუკრი გელაშვილი;
  • 2012-2013  სასწავლო წელს ოქროს მედლით  დაჯილდოვდა  ერთი მოსწავლე - ანა ყულოშვილი.
  • 2013-2014 სასწავლო  წელს ოქროს მედლით დაჯილდოვდა ერთი მოსწავლე - ნონა ყულოშვილი, ხოლო ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა ორი მოსწავლე -  თეონა გრიგალაშვილი და  ეკა ტკაჩენკო.
  • 2002 წელს რესპუბლიკურ ოლიმპიადის ტურში ორმა მოსწავლემ  რუსუდან სახვაძემ  და  ლანა გელაშვილმა გაიმარჯვა.
  • 2013 წელს  ინტელექტუალურ თამაშში ,,რა  სად  როდის“ რაიონულ ტურში გაიმარჯვა და მიიღო მონაწილეობა რესპუბლიკურ ტურში.
  • 2016 წელს ინგლისური ენის კინგსის ოლიმპიადის ფინალურ ტურში ორმა მოსწავლემ - მარიამ ჭიტაძემ და მარიამ ღუღუნიშვილმა, ხოლო მათემათიკის კინგსის ოლიმპიადის ფინალურ ტურში ერთმა მოსწავლემ - ანა გელაშვილმა გაიმარჯვა.
დახურვა

მსხალგორის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ლელია გაბიძაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  19

მოსწავლეთა რაოდენობა 115

ტელ: 577315931

 ელფოსტა: Mskhalgori@mes.gov.ge

მსხალგორის საჯარო სკოლის შენობა აგებულია 1972 წელს. 3 სართულიან შენობას 2010, 2014 და 2015 წლებში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, გამოიცვალა კარ-ფანჯარა, სახურავი, აშენდა გარე სანიტარული კვანძი. სკოლის ადმინისტრაცია ცდილობს ვაუჩერული შემოსავლების ნაწილი მოახმაროს სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. 

მსხალგორის საჯარო სკოლა მცირე კონტიგენტიანია, სწავლება ხორციელდება დაწყებით და საბაზო საფეხურებზე. 115 მოსწავლიდან  80 ვაჟი და 36 გოგონაა. 

სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 22-ს, მათ შორის ერთი უფროსი და 18 პრაქტიკოსი მასწავლებელია.

პირველი სემესტრის შედეგების მიხედვით სკოლის აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელი 95%-ია. სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში.

სკოლის ერთმა მოსწავლემ - თინათინ გოგოლაძემ მონაწილეობა მიიღო კონკურს „ეტალონი“-ს რაიონულ ტურში.

დახურვა

ნინიგორის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

თებრონე სულაძე

პედაგოგთა რაოდენობა  28

მოსწავლეთა რაოდენობა 217

ტელ: 595928030

 ელფოსტა: Ninigori@mes.gov.ge

 

სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა 1956 წლიდან მუშაობს სოფელ მიხაელოვსკისა და ალექსეევსკის დაწყებითი სკოლის ბაზაზე. ამავე წელს 8 წლიანი სკოლისათვის გათვალისწინებულ შენობაში საფუძველი ჩაეყარა ერთ გაერთიანებულ საშუალო სკოლას რუსულ და ქართულ ენებზე. 1973-1974 სასწავლო წლიდან სკოლას მიაშენეს ახალი საკლასო ოთახები და სპორტული დარბაზი.

სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა 35-ს შეადგენს. სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. თამშრომლობს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან და მონაწილეობას იღებს მხიარულ სტარტებსა და ინტელექტუალურ თამაშებში. აგრეთვე მონაწილეობს კინგსის ოლიმპიადაში, სადაც VII კლასის მოსწავლე - გვანცა ნარეშელაშვილი გახდა გამარჯვებული და დაჯილდოვდა მესამე ხარისხის დიპლომით. 2016 წელს 11-მა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და ჩაირიცხა სხვადასხვა უნივერსიტეტში. ნინიგორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მუსიკის პედაგოგის - გიული ბარბაქაძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეორე ეროვნულ კონკურსზე,  მოიპოვეს III ადგილი და ლაურეატის წოდება.

ნინიგორის საჯარო სკოლას ყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, მათ შორის: გიორგი გრიგალაშვილი, რომელმაც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი, მისი ინიციატივითა და აქტიური მონაწილეობით სოფელ გურგენიანში აშენდა წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესია; ტარიელ მუმლაძე - წერს და გამოსცემს ლექსების კრებულს; ბონდო კობაძე - რამდენიმე წიგნის ავტორი, ეწევა ქველმოქმედებას; შმაგი ნოზაძე ეროვნული - გმირი, მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, დაკარგულია უგზოუკვლოდ; ვალერიან ფოჩხიძე - ეწევა მეცნიერულ მუშაობას და არის მრავალი გამოგონების ავტორი; იური თენოშვილი - წარმატებული ქირურგი.

დახურვა

უზუნთალის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

სარვან მამედოვი

პედაგოგთა რაოდენობა  26

მოსწავლეთა რაოდენობა 204

ტელ: 577255450

ელფოსტა: Uzuntala@mes.gov.ge

 

უზუნთალის საჯარო სკოლა აშენებულია 1978 წელს, სკოლის შენობა გათვლილია 480 მოსწავლეზე, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა დღეისათვის შეადგენს 204-ს. სკოლაში დასაქმებულია 33 თანამშრომელი.

2006 წლიდან დღემდე სოფელ უზუნთალის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებებში. კერძოდ, 2007-2008 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტში ,,სკოლებს შორის პარტნიორობა“, სადაც მონაწილეობას იღებდა  თბილისის N117-ე ქართული, თბილისის N157-ე რუსულ-სომხური, სოფელ უზუნთალის აზერბაიჯანული და  სოფელ განჯალის საჯარო სკოლები. 2010-2011 სასწავლო წელს სოფელ ბაისუბნის სკოლასთან  პროექტი ,,ჩვენ საქართველოს შვილები ვართ“, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლასთან პროექტი ,,ვისწავლოთ ქართული“. სკოლას ჰყავს პრეზიდენტის სტიპენდიანტი და ღირსების ორდენოსანი მასწავლებელი. სკოლას ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები -  სკოლის 15-დე მოსწავლე სწავლობს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში.

დახურვა

ფონის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ნუგზარ მუმლაძე

პედაგოგთა რაოდენობა  21

მოსწავლეთა რაოდენობა 80

ტელ: 577255451

 ელფოსტა: Poni@mes.gov.ge

 

ფონის საჯარო სკოლა აშენდა 1964 წელს. სკოლა არის მცირე კონტიგენტიანი, სადაც სკოლაში სწავლობს ქართველი, აზერბაიჯანელი და ოსი ეროვნების მოსწავლეები, რომლებსაც ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ. სოფელ ფონის საჯარო სკოლას აქვს დამხმარე ნაგებობა, რომელიც აშენდა 1974 წელს. დამხმარე ნაგებობაში განთავსებულია დაწყებითი კლასები, დანარჩენი  კლასები კი განთავსებულია 1964 წელს აშენებულ შენობაში.  ფონის საჯარო სკოლაში დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 28-ს, მათ შორის 21 პედაგოგი, 2 ადმინისტრაცია და 5 ტექ-პერსონალია. სკოლა მონაწილეობას იღებს  ეტალონსა და მხიარულ სტარტებში, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. ფონის საჯარო სკოლას  ჰყავს 5 წარმატებული კურსდამთავრებული.

დახურვა

შრომის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მარინე (მაია) ბაინდურაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  25

მოსწავლეთა რაოდენობა 134

ტელ: 577255455

 ელფოსტა: lagShroma@mes.gov.ge

 

შრომის საჯარო სკოლა პირველი სკოლაა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რომელიც დაარსდა 1913 წელს, თავდაპირველად იყო რვაწლიანი, ხოლო 1969 წელს აშენდა ახალი სკოლა, რომელსაც ეწოდა სოფელ შრომის საშუალო სკოლა. სკოლა წლების განმავლობაში გამოირჩეოდა საუკეთესო ტრადიციებით და გამარჯვებებით, როგორც სპორტულ, ისე ინტელექტუალურ და შემოქმედებით ღონისძიებებში.

2006 წლიდან სკოლას ეწოდა სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა. სკოლაში 4 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეა, რომლისთვისაც ჰყავს სპეც. მასწავლებელი და  ამ მოსწავლეებისთვის განკუთვნილი რესურსოთახი. სკოლაში 27 მომუშავე პერსონალია, მათ შორის  25 პედაგოგი  (5 სერთიფიცირებული) და  2 ტექ.პერსონალია.

2016 წელს სკოლას ჰყავდა 19 წარჩინებული მოსწავლე, 2 მედალოსანი (1 ვერცხლი, 1 ოქრო). საშუალო საფეხური დაამთავრა 9 მოსწავლემ. აქედან უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა 5 აბიტურიენტი.
მეათეკლასის 1 მოსწავლე დაჯილდოვდა და გადაეცა კომპიუტერი პროექტი ,,ჩემი პირველი კომპიუტერი"-ს ფარგლებში.

სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო-შემოქმედებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში, სასწავლო ტურებში. სკოლის პრიორიტეტებია სწავლის ხარისხის ამაღლება, დისციპლინის განმტკიცება, მასწავლებელთა გადამზადება.

სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან არასამთავრობო პროექტებში ,,წითელი ჯვარი“, ,,ქალთა უფლებების დაცვა“, ,,მომავლის თაობა“ და ჰყავს ამ პროექტებში გამარჯვებული მოსწავლეები და მასწავლებლები:

  1. 2015 წ. ა(ა)იპ სამოქალაქო ვექტორის სასკოლო ოლიმპიადა ,,უფლებათა ვექტორი" ესეების კონკურსი გამარჯვებული - 1 მოსწავლე;
  2. ლონდონის ოლიმპიადა ქართულ ენაში 2015 წ.   (რეგიონის გამარჯვებული-2 მოსწავლე);
  3. განათლების სამინისტროს ოლიმპიადა ქართულში 2015-2016 წ. ფინალისტი-1 მოსწავლე;
  4. 2016 წ. სამოქალაქოგანათლება ,,ტექნიკის კონკურსი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისათვის"-გამარჯვებული 1 მასწავლებელი;
  5. 2016წ. პროგრამა,,მომავლისთაობის" მიერ თებერვლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტი ,,ოაზისი" (წყლის შეყვანა, რეკრიაციული ზონის მოწყობა);
  6. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პროექტი ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები"- გამარჯვებული 2 მოსწავლე;
  7. ფოტოკონკურსი ,,საქართველო ევროპული ქვეყანაა" - გამარჯვებული 1 მოსწავლე (მეორე ადგილი, გააგზავნეს ბაქსვურდის სკოლაში, იქიდან კი ინგლისში);
  8. პროექტ „ქალთა უფლებების დაცვა“-გამარჯვებული ერთი მოსწავლე (გაემგზავრა გერმანიაში).

შრომის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები არიან წარმატებული იურისტები, ისტორიკოსები, უცხო ენის სპეციალისტები, ექიმები, საბანკო და საფინანსო სამსახურის გამორჩეული თანამშრომლები.

დახურვა

ყარაჯალის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ელშად ფოილიევი

პედაგოგთა რაოდენობა  26

მოსწავლეთა რაოდენობა 247

ტელ: 577255436

ელ–ფოსტა: lagKarajala@mes.gov.ge

ყარაჯალის საჯარო სკოლაში სწავლება ხორციელდება საბაზო საფეხურზე.  დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 36-ს. 2007 წელს სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ყარაჯალის საჯარო სკოლა მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო, სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

დახურვა

ცოდნისკარის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

ლეილა ჭაბაშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  25

მოსწავლეთა რაოდენობა 164

ტელ: 577316361

 ელფოსტა: Tsodniskari@mes.gov.ge

 

სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლა აშენებულია 1969 წელს. სკოლაში მომუშავე პერსონალის რაოდენობა შეადგენს 33-ს.

სკოლა მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. 3 მეათე კლასელი მოსწავლე  დაჯილდოვდა კომპიუტერით, სკოლას ჰყავს კინგსის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლაში ჩატარდა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის აღსანიშნავია შემოდგომის დღესასწაული, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და საახალწლო ზეიმი.

სკოლის კურსდსმთავრებულები წარმატებით არიან ჩართული როგორც  საგანმანათლებლო, ისე შრომით საქმიანობაში. აღსანიშნავია წარმატებული მედალოსანი სტუდენტები - ანა ხელაშვილი და სალომე კაპანაძე.  2016-2017 სასწავლო წელს სკოლას ჰყავს  მედლის 1 კანდიდატი.

დახურვა

ჭაბუკიანის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

ნათელა არაბული

პედაგოგთა რაოდენობა  19

მოსწავლეთა რაოდენობა 63

ტელ: 577255465

      ელფოსტა: Chabukiani@mes.gov.ge

სოფელ ჭაბუკიანს XX საუკუნის დასაწყისში  შვიდ წლიანი სკოლა  ჰქონდა, რომელიც ხის შენობაში იყო განთავსებული. 1966 წელს აშენდა კაპიტალური შენობა რვაწლიანი სკოლისთვის, რომელიც გათვლილი იყო 80 მოსწავლეზე.  ამჟამად სკოლა საჯარო სამართლის ურიდიული პირია 9 ფინანსური კლასით. სკოლაში დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოება, არის მშვიდი სამუშაო გარემო, მაღალკვალიფიციური პედაგოგების თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად სკოლას აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება. ყოველწლიურად სკოლას ,,ჩემი პირველი კომპიუტერის’’ პროგრამით ჰყავს კომპიუტერით დაჯილდოვებული 2 ან 3 მოსწავლე. სკოლა აქტიურად არის ჩართული სასკოლო ოლიმპიადებსა და პროექტებში. კინგსის ოლიმპიადის   ყველა ტური (მათემატიკა, ქართული, ინგლისური)  წარმატებით გაიარა შვიდმა მოსწავლემ და მიიღეს სათანადო სერთიფიკატები და საჩუქრები. სკოლაში ტარდება სხვადასხვა შიდა სასკოლო ღონისძიებები:

  • ,,ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს’’ შოთა რუსთაველის იუბილესთან დაკავშირებით;
  • ,,მე ომბუდსმენი „- სამოქალაქო განათლების პროექტი;
  • ,,ქართული - ჩემი მშობლიური ენაა‘’ - ვსწავლობთ ძველ ქართულ წერასმრგლოვანს;
  • ,,ერთად ვიზრუნოთ უკეთესი გარემოსათვის’’ - პროექტი;
  • იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო ღონისძიება ,,წარსულის სხივი მომავლის ლამპარი’’ - ფოტოკოლაჟი, გაზეთი;
  • ,,დედამიწა ჩემი სახლია’’- კონფერენცია;
  • კალიგრაფიის კონკური;
  • კონკურსი  საუკეთესო მკითხველი, სადაც გამოვლენილი იქნა  უცხო ტექსტის წაკითხვასა და გააზრებაში საუკეთესო მოსწავლე;
  • სპორტული ღონისძიება ,, მე მიყვარს ჭადრაკი’’.

ყოველწლიურად ტარდება შემოდგომის ზეიმი, საშობაო ღონისძიება. სკოლაში სისტემატიურად ეწყობა მოსწავლეთა ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. თითოეული  ღონისძიების  ამსახველი მასალების ატვირთვა ხდება სკოლის facebook-გვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლის შენობას  რეაილიტაცია ჩაუტარდა. კომფორტული გარემო კი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

დახურვა

ჭიაურის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი

ენზო ბერიძე

პედაგოგთა რაოდენობა  23

მოსწავლეთა რაოდენობა 196

ტელ: 577315732

ელფოსტა: Chiauri@mes.gov.ge

 

სოფელ ულიანოვკის საშუალო სკოლა აშენდა 1969 წელს. სკოლის შენობა ექსპლუატაციაში შევიდა 1970 წელს. ამ დროისთვის სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა ქართულ და რუსულ ენაზე. მოსწავლეთა კონტიგენტი ითვლიდა 300-ზე მეტ მოსწავლეს, რომელთა სწავლა-აღზრდას ემსახურებოდა 40-ზე მეტი მასწავლებელი. ამ წლების მანძილზე სკოლა დაამთავრა მრავალმა წარჩინებულმა მოსწავლემ, რომელთაც მიიღეს უმაღლესი განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

2006 წლიდან სოფლის სახელწოდების შეცვლის გამო, სკოლასაც შეეცვალა სახელი და დღეს ფუნქციონერებს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ულიანოვკის საშუალო სკოლის სამართალმემკვიდრედ, სახელწოდებით - სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლა.

სკოლა აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სპორტულ,  კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებსა და პროექტებში, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში. სკოლას ჰყავს სპორტში წარმატებული XI კლასის მოსწავლე - თემური ქიმაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მაშტაბით გამართულ კრივის შეჯიბრებებში და პირველი ადგილი დაიკავა.

სკოლას ჰყავს ვერცხლის მედალოსნები და წარჩინებული სწავლისათვის კომპიუტერით დაჯილდოვებული მოსწავლეები: ბარბაქაძე ნინო, ხოზრევანიძე მარიამი და დვალაშვილი მადონა, რომლებიც წარმატებით აგრძელებენ სწავლას თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. სკოლას ასევე ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებმაც დაამთავრეს სხვადსხვა უმაღლეს სასწავლებლები და დღეს მუშაობენ მუნიციპალიტეტსა თუ მის ფარგლებს გარეთ.

დახურვა

ჰერეთისკარის საჯარო

სკოლა
ბიოგრაფია

დირექტორი  

მარინე ნანდოშვილი-წიქარიშვილი

პედაგოგთა რაოდენობა  22

მოსწავლეთა რაოდენობა 115

ტელ: 577255466

 ელფოსტა: Heretiskari@mes.gov.ge

 

ჰერეთისკარის საჯარო სკოლის შენობა არასტანდარტული ტიპის ნაგებობაა. თავდაპირველად სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდა 1970 წელს აშენებული 8-წლიანი რუსული სკოლა-ინტერნატი. 1989 წელს აჭარაში, ხულოს რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, სოფელ ჰერეთისკარში მოხდა ეკო-მიგრანტების მასიური ჩამოსახლება. ამავე წელს ნაჩქარევი წესით სკოლა-ინტერნატის შენობას მიაშენეს სასწავლო კორპუსი და გადაკეთდა საშუალო სკოლად.  სკოლაში დასაქმებულია 28 ადამიანი, 22 პედაგოგიდან 3 უფროსი და 19 პრაქტიკოსი მასწავლებელია, 6 პედაგოგს ჩაბარებული აქვს საგნობრივი გამოცდა. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში. აგრეთვე მონაწილეობენ საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სკოლას ჰყავს 10 სტუდენტი, რომლებიც სწავლას განაგრძობენ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

დახურვა