ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

მერის 2020 წლის ანგარიში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი

საანგარიშო პერიოდი - 2020  წლის 01. 01. - დან  2020  წლის  20. 10 - მდე.

ანგარიშის ტიპი  - რიგითი

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობა

1.    მუნიციპალიტეტის მერმა მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში

ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:

  • ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას დაეწერა და შესრულდა 1048 წერილი, მომზადებული იქნა ბრძანების 418 პროექტი.
  • მომზადდა შრომითი ხელშეკრულების 12 და ადმინისტრაციული ხელშეკრულების 47 პროექტი.
  • განხორციელდა 94 საჯარო მოხელის შეფასება. 
  • კლასი მიენიჭა 34 საჯარო მოხელეს.
  • განახლდა eHRMS სისტემა, რის შემდეგაც  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ Self-Service მოდულით.
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე შემოსული 2306 წერილი გადამისამართებული იქნა შესაბამის სამსახურებზე, საანგარიშო პერიოდში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაიგზავნა 2705 წერილი.

2.    მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში განახორციელა შემდეგი საქმიანობა:   

ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, რაზეც გამოცემული იქნა ინდივიდუალური და ნორმატიულ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტები, ასევე სამუშაო შეხვედრების დროს  მიღწეულ იქნა შეთანხმება სხვადასხვა პროექტებზე და მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე.

3.    მუნიციპალიტეტის მერმა საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული იქნა 2019 წლის 27  დეკემბრის №25 დადგენილებით. დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები განსაზღვრული იქნა 13 147 300 ლარით. მიმდინარე პერიოდის მდგომარეობით დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობების და ხარჯების გეგმა შეადგენს 27 001 312 ლარს. რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმებს შემოსულობებისა და ხარჯების ნაწილში - შეადგინა 21 767 106.9 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების დაზუსტებული გეგმა იყო 18 245 987 ლარი, შესრულებამ შეადგინა 15 666 669.03 ლარი. გეგმა შესრულდა 86 პროცენტით. მათ შორის შემოსავლების სახეების მიხედვით:

გადასახადების გეგმა იყო 8 514 382 ლარი, შემოვიდა 7 477 654.19 ლარი და გეგმა შესრულდა 88 პროცენტით. სხვა შემოსავლების გეგმა იყო 753 000 ლარი, შემოვიდა 723 437.75 ლარი, გეგმის შესრულებამ შეადგინა 96 პროცენტი. ამავე პერიოდში შემოვიდა გრანტები  7 465 577.09  ლარი, გეგმით გათვალისწინებული იყო 8978605 ლარი და გეგმა შესრულდა 83 პროცენტით.

მიმდინარე პერიოდის ნაშთის ცვლილებამ შეადგინა 3 521 119.9 ლარი.

მიმდინარე პერიოდის შემოსულობების დაზუსტებულმა გეგმამ ნაშთის ჩათვლით შეადგინა 21 767 106.90 ლარი, შესრულებამ შეადგინა 19 306 905.88 ლარი და გეგმა შესრულდა 89 პროცენტით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2020 წლის გადასახდელების (ხარჯების) გეგმა იყო 21 767 106.90 ლარი, შესრულებამ შეადგინა 16 841 945.65 ლარი,  გეგმა შესრულდა 77 პროცენტით. ხარჯები გაწეულია ეკონომიით. მათ შორის:

  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 460000 ლარი, შესრულებამ შეადგინა 435 251.69 ლარი და გეგმა შესრულდა 95 პროცენტით.
  • მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის ხარჯების დაზუსტებული გეგმა იყო 1 383 800 ლარი,  შესრულებამ შეადგინა 1 135 993.96 ლარი და გეგმა შესრულდა 83 პროცენტით.
  • სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისთვის გეგმიური 71 800 ლარის ნაცვლად გახარჯული იქნა 59 138.90 ლარი და გეგმა შესრულდა 82 პროცენტით.
  • ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისათვის ხარჯები გეგმით გათვალისწინებული იყო 12 300 525.87 ლარი, შესრულებამ შეადგინა 10 048 350.52 ლარი (82%).
  • დასუფთავებისა და გარემოს დაცვის ხარჯი გეგმით გათვალისწინებული იყო 857058 ლარი, შესრულებამ შეადგინა 761 377.70 ლარი (89%).
  • საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის ხარჯები განსაზღვრული იქნა 4 346 163.74 ლარი, შესრულებამ  შეადგინა 2 663 642.17 ლარი (61%).
  • კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის ხელშეწყობის  ხარჯების გეგმა იყო 990 279 ლარი, შესრულებამ შეადგინა 619 835.04ლარი და გეგმა შესრულდა 63პროცენტით.
  • ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო 999 824.29 ლარი, შესრულებამ შეადგინა 862 249.83 ლარი (86%).
  • მუნიციპალიტეტის ვალდებულებების დაფარვას მოხმარდა 106 464 ლარი.
  • მერის ბრძანებებით სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი და გახარჯული თანხის ოდენობამ შეადგინა 20 380 ლარი.

 

4. მუნიციპალიტეტის მერმა მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საანგარიშო პერიოდში, გარკვეული მუშაობა გასწია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვისა და მართვის საქმეში. მოწესრიგებულია ქონების აღრიცხვა. აღნიშნული ქონების მართვა ხორციელდება ორგანული კანონის შესაბამისად, რომლის გარკვეული ნაწილის მართვას ახორციელებს თავად მერია, ხოლო მისი ნაწილი, გადაცემულია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე, ხოლო ნაწილი გაცემულია სასყიდლიანი ფორმით, იჯარით.

საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემულია მიწის 10 ნაკვეთი და 4 ობიექტი. სასყიდლიანი ფორმით, იჯარით გაცემულია მუნიციპალური ქონება 4 ობიექტი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარასთან დაკავშირებით გაფორმებულია 6 ხელშეკრულება. სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე  დაწესებულია კონტროლი.

განხორციელდა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების და ავტოტრანსპორტის პრივატიზება, სულ პრივატიზებიდან და ქონების საყიდლიანი ფორმით გაცემიდან საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის შემოსულობებმა შეადგინა 158 000 ლარი.

საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ინფორმაცია და წარედგინა „კახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია DMO ვიზით კახეთს“. აღნიშნული ინფორმაცია განთავსდება კახეთის საიმიჯო, ტურისტულ საინფორმაციო მასალებში ლაგოდეხის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით.

ეტაპობრივად ხორციელდება ტურისტული საინფორმაციო ბაზების განახლება (სასტუმროები, კვების ობიექტები, მარნები და სხვ.)

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩაატარა საინფორმაციო ტრეინინგები სასტუმროებისა და კვების ობიექტებისათვის Covid 19 - თან დაკავშირებით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ენერგოეფექტურ სისტემებზე გადასასვლელად მომზადებისა და განვითარების მიზნით, შეგროვდა ინფორმაცია მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ობიექტების შესახებ. განყოფილების მიერ მომზადდა პროექტი - „მზის პანელების გადმოცემისა და მონტაჟის შესახებ“, რომელიც წარდგენილია, ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საგა“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ენერგოეფექტურობა - გარემოს მდგრადი განვითარებისათვის“, რომლის ფარგლებშიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საბავშვო ბაღს გადაეცა ენერგოეფექტური ინვენტარი და აღჭურვილობა (ნათურები, წყლის გამაცხელებლები, მზის ენერგო პანელები, ენერგოეფექტური ღუმელები). ასევე, ამავე პროექტის ფარგლებში აღნიშნული აღჭურვილობის მონტაჟი განხორციელდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის უპოვართა სასადილოებში.

5. მუნიციპალიტეტის მერმა აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში განახორციელა შემდეგი საქმიანობა.      

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2020 წლის  პროგრამა განისაზღვრა - 898 800 ლარით.  დახმარება მიიღო  სულ 1621 ადამიანმა, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 564490   ლარი.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში 2020 წელს მომსახურება გაეწია:

  • სამედიცინო კვლევებისა და  სტაციონარული მომსახურებისა და ონკოლოგიური პაციენტების თანადაფინანსებისთვის  განისაზღვრა თანხა - 254 000 ლარი, ისარგებლა - 418 ბენეფიციარმა, თანხით - 165 382 ლარი;
  • ჰემო-დიალიზზე  და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა განისაზღვრა - 30 000 ლარით. ისარგებლა 31 ბენეფიციარმა, თანხით 24 900 ლარი;
  • გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ან სტიქიის შედეგად  და უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა (ბინის ქირა)          განისაზღვრა - 30 000 ლარით, ისარგებლა 20 ბენეფიციარმა, თანხით - 16 000 ლარი;
  • მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესების, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლების, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობის ფულადი დახმარება, განსაზღვრული იყო  - 39 000 ლარი.  ჯამში დაკმაყოფილდა 143 ოჯახი, თანხით  18 310 ლარი; 
  • მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვისთვის  განსაზღვრული იყო   - 152 000 ლარი. ჯამში  დაკმაყოფილდა 395  ოჯახი, თანხით  - 87 500  ლარი; 
  • 363  ახალშობილს, რომელიც დაიბადა 2019-2020 წლის განმავლობაში  გადაეცათ  ,,ახალშობილის კალათა ";
  • სტუდენტთა დახმარებისათვის განსაზღვრული იყო - 17 000 ლარი და პროგრამით ისარგებლა -13 სტუდენტმა , თანხით - 6500 ლარი;
  • 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცთა ერთჯერადი ფულადი დახმარების  პროგრამით ისარგებლა 3 მოქალაქემ, თანხით -1500 ლარი;
  • იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარება განისაღვრა 13 000 ლარით, ისარგებლა - 65 დევნილ ოჯახმა, თანხით - 13 000 ლარი;
  • სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესთა დაცვა  განსაზღვრული იყო - 5000 ლარი. ჯამში  დაკმაყოფილდა 22 ოჯახი, თანხით  4600  ლარი;
  • უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯი) – 3.000 ლარი, დაკმაყოფილდა 6 ოჯახი.  ჯამში გაიხარჯა -1800  ლარი.
  • უფასო კვების ობიექტი 140  ბენეფიციარზე 118 000 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 89 638  ლარი.
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა 155 800 ლარით განისაზღვრა და საანგარიშო პერიოდში დაიხარჯა 110 079.50  ლარი.
  • უმწეო ხანდაზმულთა სოციალური  რეაბილიტაციისათვის 70 ბენეფიციარზე  გამოიყო - 48 000 ლარი  და საანგარიშო პერიოდში  დაიხარჯა - 31 481.96  ლარი.

 

საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ტრანსმისიური დაავადებების გადამტანებთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართა. დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოს) გავრცელებისა და  მდელოს ფარვანას საწინააღმდეგო  სადეზინფექციო სამუშაოებით მუნიციპალიტეტის 67 სოფელი (14 000 ჰა ) დამუშავდა,   შედეგად, შეწამლულ ადგილებში მნიშვნელოვნად შემცირდა მწერების პოპულაციის რიცხოვნობა.

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული იქნა  სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული  ხელშეკრულების 10 სამართლებრივი ფორმა.

რაიონულ  სასამართლოში განიხილებოდა სულ - 54 საქმე (აქედან 27 აღიარების კომისიის), რომელთაგან 8 საქმე მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ, ხოლო 46 საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია. ამასთან, ლაგოდეხის მაგისტრანტ სასამართლოში განიხილებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 4 საქმე, რომლეთაგან 2 საქმეზე მოპასუხე მხარე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, ხოლო ორი საქმე ჯერ კიდევ სასამართლო წარმოებაშია.  სამსახურის მიერ ასევე  განხილულია 5 ადმინისტრაციული საჩივარი, რომლებიც შეეხებოდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/წარმომადგენლების მიერ შედგენილი იდენტურობის ოქმების/ბათილად გამოცხადებას.

მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შემდგომ მთელი რიგი უფლება-მოვალეობების შესრულება დაევალა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს.

სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებიდან (სამართალდარღვევები), სანქციების სახით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში    არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევების გამო,  შენობა-ნაგებობების მესაკუთრეების მიერ გადახდილია ჯარიმის სახით სულ 22 400 ლარი.     სამსახურის მიერ ინტენსიურად ხორციელდება ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება, რომელიც შეეხება ძირითადად სანებართვო მოსაკრებელს, დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ამოღებულია ადგილობრივი მოსაკრებელი სულ 112 507 ლარის ოდენობით, საიდანაც  სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია 2 437 ლარი,  მშენებლობის სანებრთვო მოსაკრებელი 48 817 ლარი,  დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 61 253 ლარი, შედარებისთვის 2020 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 20 000 ლარის ოდენობით.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ექსპლუატაციაში იქნა მიღებული/ვარგისად იქნა აღიარებული 76 შენობა ნაგებობა. სამსახურის მიერ მონიტორინგი ხორციელდება 350 სამშენებლო პროექტზე. ამასთან, შესაძლო სამართალდარღვევის (იგულისხმება სანებართვო პირობების დარღვევა) თავიდან აცილების მიზნით სამსახურმა დანერგა წინასწარი წერილობითი შეტყობინებების გაგზავნის პრინციპი, რომელიც იგზავნება სისტემატიურად, ხოლო ახალი სამშენებლო კოდექსიდან გამომდინარე დაინერგა მშენებლობის ეტაპობრივი მონიტორინგი და სამუშაოების ეტაპობრივად ჩაბარების სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტები.

სამსახურის მიერ მომზადებული იქნა 41 დასკვნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდგარი ხეების მოჭრა - გადაბელვასთან დაკავშირებით, რომელიც შესასრულებლად გადაეგზავნა ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვისცენტრს“.

სამსახურის მიერ ინტენსიურად ხორციელდება ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვისცენტრი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, რომელიც შეეხება არა მარტო ხეების ჭრა/ვარჯირების საკითხს, არამედ სანიაღვრე არხების, ტერიტორიების გასაუფთავება/მოსწორების სამუშაოებს  წინასწარ შედგენილი დეფექტურ აქტთან მიმართებაში.

საანგარიშო პერიოდში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვიდა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 64  განცხადება, რომლებზეც კანონით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით გაეცა პასუხი. საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება, დაინტერესებული მხარის მიერ არ გასაჩივრებულა კანონით დადგენილი წესით.

თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში შემოსულია სულ 216 განცხადება, საიდანაც განხილულია 199 განცხადება, ხოლო მიმდინარე წარმოებაშია 17 განცხადება. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის მიერ  განხილულია სულ 7 განცხადება, აქედან შვიდივე შემთხვევაში დადგინდა დაინტერესებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ფაქტი.

სამსახურის მიერ სამართლებრივი დახმარება გაეწიათ მუნიციპალიტეტის მერიის  სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ თანამშრომლებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების თანამშრომლებს, ასევე  1 000 -ზე მეტ  მოქალაქეს სხვადასხვა შინაარსის საკითხზე, მათ შორის ქონების/მიწის გამარტივებული წესით რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

6. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 189 ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 48 516 507 ლარი დაიხარჯა.

  • საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 21 პროექტი,  საერთო ღირებულება 8 057 939.14 ლარს შეადგენს;.
  • მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულია 10 პროექტი, საერთო ღირებულება 22 989 175 ლარს შეადგენს.
  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულია 3  პროექტი, საერთო ღირებულება 5 257 751 ლარს შეადგენს.
  • სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული (სხვა მიზნობრივი ტრანსფერი) 30 ინფრასტრუქტურული პროექტები,  საერთო ღირებულება 2 100 111.33 ლარს შეადგენს.
  • ადგილობრივი ბიუჯეტით განხორციელებული 68 პროექტები, საერთო ღირებულება  6 025 231.11 ლარს შეადგენს.
  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია  56 პროექტი, საერთო ღირებულება 1 366 299.73 ლარია.
  •   „სოკარ ენერჯი ჯორჯია“-ს მიერ სოფ. კაბალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის ღილებულება – 2 720 000 ლარს შეადგენს.

 

საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულია 21 პროექტი

სოფელი

პროექტის დასახელება

ხელშეკრულების ღირებულება

1

ვარდისუბანი

სოფ. ვარდისუბანში 1,2,3 ქუჩების დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

260000

2

ვერხვისმინდორი

სოფ. ვერხვისმინდორში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

366000

3

ზემო ბოლქვი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ.ბებურიანი-ბოლქვის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

298000

4

პატარაგორი

სოფ. პატარაგორში მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია

574000

5

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში გურამიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

134427

6

ქალქვანამესრალი

სოფ. ქალქვა-ნამესრალში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

785616

7

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში ჯანელიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

487467

8

განათლება

სოფ. განათლებაში შიდა გზების რეაბილიტაციიის სამუშაოები მე-2 ეტაპი

597700

9

კართუბანი

სოფ. კართუბანში სასაფლაოს ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები

482900

10

ცოდნისკარი

სოფ. ცოდნისკარში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

281442.21

11

ჭიაური

სოფ. ჭიაურში მე-5 ქუჩის რეაბილიტაცია

123420

12

თელა

სოფ. თელაში სკოლის ქუჩის რეაბილიტაცია

225503

13

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხის N3 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები

598000

14

ლაგოდეხი

ქალაქ ლაგოდეხში 300 არაგველის ქუჩის რებილიტაცია

180763

15

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია

420943

16

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში ასათიანის ქუჩის რეაბილიტაცია

200444

17

მაწიმი

სოფ. მაწიმში შიდა გზების რეაბილიტაცია

710864

18

არეშფერანი

სოფელ არეშფერანში კაკლიანის უბანში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

218473

19

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩისა და ვაშლოვანის ქუჩის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

230000

20

ლაგოდეხი

ქ.ლაგოდეხში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია

327980.25

21

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში წმინდა ნინოს ქუჩის რეაბილიტაცია

553996.68

სულ

8057939.14

 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულია 10 პროექტი

პროექტის განხორციელების ადგილი

პროექტის დასახელება

თანხა

1

შრომა

შიდა გზების რეაბილიტაცია

3164408

2

ჭაბუკიანი

სოფ.ჭაბუკიანში წენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

2727596

3

ზემო ნაშოვარი

სოფ. ზემო ნაშოვარში შიდა გზების რეაბილიტაცია

2431072

4

ქვემო ნაშოვარი

სოფ. ქვემო ნაშოვარში  შიდა გზების რეაბილიტაცია

1853498

5

ნინიგორი

სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლის (საკადასტრო კოდი: 54.04.56.296) სარეაბილიტაციო სამუშაოები

2030661

6

ბაისუბანი

სოფ. ბაისუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

762280

7

თელა

სოფ. თელაში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

762280

8

კართუბანი

სოფ.კართუბანში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

762280

9

ჭაბუკიანი

სოფ.ჭაბუკიანში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

3210703

10

ჭიაური

სოფ.ჭიაურში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა

3210703

სულ

        22989175

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულია 3 პროექტი

პროექტის განხორციელების ადგილი

პროექტის დასახელება

თანხა

1

კავშირი

ცენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

924895

2

ჭაბუკიანი

სოფ.ჭაბუკიანში წენტრალურ გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

2727596

3

აფენი

სოფ. აფენში პირველ ცხაკაიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა

1605260

სულ

5257751

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული (სხვა მიზნობრივი ტრანსფერი) 30 ინფრასტრუქტურული პროექტები

პროექტის განხორციელების ადგილი

პროექტის დასახელება

ხელშეკრულების ღირებულება

1

კაბალი

სოფ. კაბლის N1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია

384569.97

2

განჯალა

სოფ. განჯალაში მდ. კაბლის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები

314538

3

არეშფერანი

 სოფ. არეშფერანში მდ. აფენის ხევის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები

199614.07

4

უზუნთალა

სოფ. უზუნთალის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები

70002.33

5

არეშფერანი

სოფ. არეშფერნის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები

50363.85

6

ლელიანი

სოფ. ლელიანის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

71662.75

7

მაწიმი

სოფ. მაწიმის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

82449.19

8

ცოდნისკარი

სოფ. ცოდნისკარის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები

76944.85

9

ჭიაური

სოფ. ჭიაურის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

59030.62

10

აფენი

სოფ. აფენის N2 საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

78421.18

11

ჭაბუკიანი

სოფ. ჭაბუკიანის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის სამუშაოები

60827.22

12

ბაისუბანი

 სოფ. ბაისუბნის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

53494.92

13

ფონა

სოფ. ფონის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

53845.05

14

თელა

სოფ. თელის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

55786.86

15

მსხალგორი

სოფ. მსხალგორის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობი
სამუშაოების

40875.27

16

საქობო

სოფ. საქობოს საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

58714.14

17

გვიმრიანი

სოფ. გვიმრიანის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

66736.75

18

ყარაჯალა

სოფ. ყარაჯალის საჯარო სკოლის სანიტარული კვანძის მოწყობის
სამუშაოები

72171.11

19

ჩადუნიანი

სოფ. ჩადუნიანის საბავშვო ბაღის ეზოში საპირფარეშოს აშენების და არსებული საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები

14070.23

20

ნინიგორი

სოფ. ნინიგორში საპირფარეშოს
მოწყობის სამუშაოები

9450.9

21

ზემო გურგენიანი

 სოფ. გურგენიანის საბავშვო ბაღში
საპირფარეშოს აშენების სამუშაოები

9304.4

22

ზემო მსხალგორი

 სოფ. მსხალგორის საბავშვო ბაღში
საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები

9059.68

23

ვარდისუბანი

 სოფ. ვარდისუბნის საბავშვო
ბაღში საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები

15198.08

24

მაწიმი

სოფ. მაწიმის საბავშვო ბაღში
საპირფარეშოს მოწყობის სამუშაოები

9375

25

ბაღდათი

 სოფ. ბაღდათის საბავშვო ბაღის
ეზოში საპირფარეშოს აშენების სამუშაოები

10891.2

26

გვიმრიანი

 სოფ. გვიმრიანის საბავშვო ბაღის
ეზოში საპირფარეშოს აშენების სამუშაოები

10328.58

27

ქვემო ფონა

 სოფ. ფონის საბავშვო ბაღის
საპირფარეშოს სარეაბილიტაციო სამუშაოები

3849.75

28

საქობო

 სოფ. საქობოს საბავშვო ბაღის
ეზოში საპირფარეშოს აშენების სამუშაოები

10064.82

29

ქვემო მსხალგორი

 სოფ. ქვემო მსხალგორში ჯემალი ალფაიძის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ მდ. ბაისუბნის ხევის მარჯვენა ნაპირზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა

83473.56

30

ზემო გურგენიანი

სოფ. ზემო გურგენიანში მდ. ნინოს ხევის მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა

64997

სულ

2100111.33

ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა 68 პროექტი

პროექტის განხორციელების ადგილი

პროექტის დასახელება

ხელშეკრულების ღირებულება

1

ზემო მსხალგორი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ზემო მსხალგორში წყალსადენი მაგისტრალის რეაბილიტაცია

13540

2

ფონა

სოფ. ქვ. ფონის მიმდებარე უსახელო მდინარეზე საცალფეხო ხიდის მოწყობა

32872

3

არეშფერანი

სოფ. არეშფერანში მდ. აფენის ხევზე საცალფეხო ხიდის მოწყობა

39824

4

ზემო ბოლქვი

სოფ. ზემო ბოლქვში ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები

28386

5

ზემო გურგენიანი

სოფ. ზემო გურგენიანში წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

10300

6

თამარიანი

სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

81098

7

ფიჩხიბოგირი

სოფ. ფიჩხიბოგირში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

195000

8

სვიდება

სოფ. სვიდებაში ჭაბურღილისა და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

167186

9

ნინიგორი

სოფ. ნინიგორში სათავე ნაგებობის და წყალსადენი მაგისტრალის მოწყობა

236074

10

კავშირი

სოფ. კავშირში შიდა გზების რეაბილიტაცია

217361.92

11

ონანაური

სოფ. ჭაბუკიანი ონანაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

194820

12

ვერხვისმინდორი

სოფ. ვერხვისმინდორში მდინარე არეშზე საცალფეხო ხიდის მოწყობა

40191

13

ფოდაანი

სოფ. ფოდაანში მდინარე არეშზე საცალფეხო ხიდის მოწყობა

41499

14

შეერთება

სოფ. შეერთებაში, ცენტრალურ ტრასასთან
დამაკავშირებელ გზაზე, მდ. ჭვარტლის ხევზე,
(ტერიტორიის ადგილზე დაზუსტებით) რკინა-ბეტონის
კონსტრუქციის ხიდის მოწყობა

47843

15

ონანაური

სოფ. აფენიდან სოფ. ონანაურამდე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

10897

16

ონანაური

სოფ. ონანაურიდან სოფ. ჭაბუკიანამდე II გადასასვლელის გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

10502

17

ონანაური

სოფ. ონანაურიდან სოფ. ჭაბუკიანამდე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

10541

18

ონანაური

სოფ. აბაშისწილიდან სოფ. ონანაურამდე გარე განათების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა.

9898

19

არეშფერანი

სოფ. არეშფერანში (კაკლიანი) (650 გრძ. მ) გარე განათების ბოძებისა და სანათების მოწყობის სამუშაოები

6752

20

ზემო გურგენიანი

 სოფ. ზემო გურგენიანში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

15107.36

21

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში რობაქიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

19516.31

22

პატარა გორი

სოფ. პატარა გორში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

36284.29

23

ვერხვისმინდორი

სოფ. ვერხვისმინდორში მდ. არეშზე ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა

127862.44

24

ჭაბუკიანი

 სოფ. ქვემო ნაშოვარში გადასასვლელ გზაზე არსებულ არხზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა

77859.54

25

ლაგოდეხი

ქ.ლაგოდეხში გივი გოგობერიშვილის მიმდებარედ ნაპირსამაგრი სამუშაოები

11285

26

კაბალი

სოფ. კაბლის ადმინისტრაციულ ერთეულში მილხიდების მოწყობი

42400

27

ბებურიანი

სოფელ ბებურიანში, შუა ქუჩაზე ჭაბურღილის მოწყობა და სასმელი წყლის მაგისტრალზე დაერთება

79000

28

თამარიანი

სოფელ თამარიანში ვიტალი ჩაბატარევის საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე (ტერიტორიის ადგილზე დაზუსტებით) ჭაბურღილის მოწყობა

76900

29

ბებურიანი

სოფ. ბებურიანიდან სოფ. ბალღოჯიანში მისასვლელი გზის მარჯვენა მხარეს მდ. ინაბოტზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობა

13509

30

განჯალა

სოფელ განჯალისა (სკოლიდან) და სოფელ უზუნთალის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

230000

31

გვიმრიანი

სოფ. გვიმრიანში სანიაღვრე არხის მოწყობა

119119

32

ვარდისუბანი

სოფ. ვარისუბანში მე-4 ქუჩაძე სანიაღვრე არხის მოწყობა

144441

33

თელა

სოფ. თელაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოების შესყიდვა

7975.17

34

აფენი

სოფ. აფენში საცალფეხო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები

13938

35

ლაგოდეხი

ქ.ლაგოდეხში ახალგზრდობისა და კავკასიონის ქუჩების დამაკავშირებელი სარწყავ სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

25797.63

36

ქვ. გურგენიანი

სოფ. ქვემო გურგენიანში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები

644824.82

37

მუნიციპალიტეტი

სოფ. ქალქვის გადასახვევში; სოფ. ლელიანის ადმინისტრაციულ ერთეულში; სოფ ონანაურში; სოფ. უზუნთალის სკოლის მიმდებარედ; სოფ.ყარაჯალის სკოლის მიმდებარედ; სოფ. ონანაური-ჭაბუკიანის დამაკავშირებელ გზაზე) ბარიერისა და საგზაო ნიშნების მოწყობა.

18398.39

38

ქვეემო გურგენიანი

სოფ. ქვემო გურგენიანის და სოფ. ზემო გურგენიანის დამაკავშირებელი გზის გარე-განათების მოწყობის სამუშაოები

21630

39

თელა

სოფ. თელაში  გარე-განათების მოწყობის სამუშაოები

21054.9

40

გვიმრიანი

 სოფ. გვიმრიანში გარე-განათების მოწყობის სამუშაოები

2660.1

41

ქვემო მსხალგორი

სოფ. მსხალგორში (სასაფლაოს მიმართულებით) გარე-განათების მოწყობის სამუშაოები

23000

42

ბაისუბანი

სოფ. ბაისუბანში (სასაფლაოს მიმართულებით) გარე-განათების მოწყობის სამუშაოები

3000

43

კავშირი

სოფ. კავშირში სანიაღვრე არხის და ცხაურების მოწყობის სამუშაოები.

26227

44

ქალქვა

 სოფ. ქალქვაში სანიაღვრე არხზე გადასასვლელი მონოლითური რკინა-ბეტონის ხიდ-ბოგირების მოწყობის სამუშაოები.

34659

45

ჭიაური

 სოფ. ჭიაურში ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

143331.98

46

ზემო ნაშოვარი  

სოფ. ზემო ნაშოვარში  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

26438.5

47

    სვიდება

სოფ. სვიდებაში  სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

23146.5

48

ხიზა

სოფ. ხიზაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა

158968.56

49

 ნინიგორი

სოფ. ნინიგორში მილხიდის მოწყობა

4900

50

ცოდნისკარი

სოფ.ცოდნისკარში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწყობა

78332

51

გიორგეთი 

სოფ.გიორგეთიდან სოფ.კაბლის მიმართულებით (2600 გრძ.მ) სოკარის ბენზინგასამართის მიმდებარედ გზის მარჯვენა მხარეს გარე განათების ბოძებისა და სანათების  მოწტობის სამუშაოები

68000

52

საქობო

სოფ. საქობოს მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია

254923.61

53

გვიმრიანი

სოფ. პატარა გვიმრიანის გზის რეაბილიტაცია

300022.27

54

მშვიდობიანი

სოფ. მშვიდობიანში მე-4 და მე-5 ქუჩის რეაბილიტაცია

645426.32

55

წითელიგორი

სოფ. წითელი გორის და სოფ ჭიაურის შიდა გზაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა

566830.71

56

ონანაური

სოფ.ონანაური- აბაშისწილის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

231796.93

57

ლაგოდეხი

საკრებულოს შენობაში პანდუსის მოწყობა

22000

58

გვიმრიანი

სოფ.გვიმრიანში სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა

32388

59

ქვემო ხეჩილი

სოფ.ქვემო ხეჩილში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სანიტარული ზონის რეაბილიტაცია

2041.12

60

ზემო ხეჩილი

სოფ.ზემო ხეჩილში სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და სანიტარული ზონის რეაბილიტაცია

14398.88

61

მშვიდობიანი

სოფ.მშვიდობიანში მე-4 ქუჩაზე ბესარიონ ათანელოვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არსებული სასმელი წყლის რეზერვუარის შეცვლის სამუშაოები

9642.5

62

ლელიანი

სოფ.ლელიანში საკრებულოს შენობის ტერიტორიაზე არსებული სასმელი წყლის რეზერვუარის შეცვლის სამუშაოები

9642.5

63

თელა

სოფ.თელაზე სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და მაგისტრალის მოწობა

26870.31

64

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ასფალტო-ბეტონის საფარის პერიოდული აღდგენითი სამუშაოები

150000

65

ბაისუბანი

სოფ. ბაისუბანში რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

7653

66

ლაგოდეხი

ქ. ლაგოდეხში ზაქათლის ქუჩაზე (ავერსის აფთიაქის გვერდით) ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები

6970

67

ჭაბუკიანი

სოფ. ჭაბუკიანში  მდებარე ამორტიზირებული საბავშვო ბაღების შენობების დაშლის, სამშენებლო უბნის მოსამზადებელი და გაწმენდითი სამუშაოები

5097.95

68

ჭიაური

სოფ.  სოფ. ჭიაურში მდებარე ამორტიზირებული საბავშვო ბაღების შენობების დაშლის, სამშენებლო უბნის მოსამზადებელი და გაწმენდითი სამუშაოები

5375.6

სულ

6025231.11

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულია  56 პროექტი

პროექტის განხორციელების ადგილი

პროექტის დასახელება

სახელშეკრულებო ღირებულება

1

მაწიმი

სოფ. მაწიმში საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა

19468.92

2

რაჭისუბანი

სოფ. რაჭისუბანში გარე განათების მოწყობა ცენტრალური გზიდან სოფლის შესასვლელაამდე

18653.73

3

შრომა

სარწყავი არხის მოწესრიგება

25179.52

4

კავშირი

მინი სტადიონის მოწყობა

25271.76

5

ხიზაბავრა

მინი სტადიონის რეაბილიტაცია მე-2 ეტაპი

18439.45

6

ზემო გურგენიანი

საბავშვო ბაღის ეზოში გასართობი ატრაქციონების მოწყობა

15970

7

ქვემო გურგენიანი

გარე განათების მოწყობა

19768.43

8

ნინიგორი

სოფ. ნინიგორში სანიაღვრე არხის მოწყობა სკოლის ქუჩაზე

33548.9

9

განათლება

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა

17086

10

გელათი

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

11298

11

ცოდნისკარი

გარე განათების სანათების ჩამატება

12939.52

12

თელა

არსებული სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია

26222.68

13

დავითიანი

შიდა სასფლო გზის მოხრეშვა

18847

14

ჩადუნიანი

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

17534

15

შეერთება

სარწყავი არხის რეაბილიტაცია

19729.28

16

წიფლისწყარო

სარწყავი ჭის მოწყობა

14080.41

17

ვარდისუბანი

მინი სტადიონის რეაბილიტაცია

59998

18

მშვიდობიანი

ჭაბურღილზე უჟანგავი ლითონის რეზერვუარის მოწყობა

31928.8

19

საქობო

გარე განათების ჩამატება ქუჩებზე

24515.95

20

ჭიაური

გარე განათების მოწყობა

16702

21

წითელი გორი

გარე განათების მოწყობა

16371.02

22

თამარიანი

სკვერის მოწყობა

30493

23

ჰერეთისკარი

შიდა გზების მოხრეშვა

15798

24

კართუბანი

სკვერის მოწყობა

39962

25

ბოლოკიანი

სკვერის მოწყობა

21568

26

ნაწისქვილარი

სანიაღვრე არხის მოწყობა

23023.46

27

ნაინდროვალი

საფეხბურთო მოედნის მოწყობა

19892.2

28

ბაისუბანი

ფეხბურის სტადიონის ღობის რეაბილიტაცია

25498.04

29

პატარაგორი

სანიაღვრე არხების მოწყობა მე-2 ქუჩაზე

31612.68

30

ქვემო მსხალგორი

სკვერისა და მინი სტადიონის მოწყობა

46414.83

31

განჯალა

ხელოვნურ საფარიანი მინი სტადიონის მოწყობა

140740.63

32

ქვემო ფონა

სტადიონის მოწყობა

36159.17

33

ზემო ხეჩილი

შიდა გზის მოხრეშვა

12134.75

34

დონა

გარე განათების მოწყობა

13978.2

35

გიორგეთი

სკვერის მოწყობა

30801

36

ლაფნიანი

სკვერის რეაბილიტაცია

12099

37

ფიჩხიბოგირი

გარე განათების სანათების ჩამატება

6125.86

38

ვერხვისმინდორი

გარე განათების სანათების ჩამატება

7245.09

39

გუჯარეთი

სკვერის მოწყობა

12643

40

აფენი

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

37284.79

41

გვიმრიანი

ჭაბურღილზე რეზერვუარის და წყალსადენის მოწყობა

19750.48

42

ფოდაანი

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

30141.59

43

ზემო ნაშოვარი

სკვერის მოწყობა

23841

44

ქვემო ნაშოვარი

სკვერის მოწყობა

20492

45

ჭაბუკიანი

სკვერის მოწყობა

26491

46

ბაღდათი

სკვერის მოწყობა

23629

47

ონანაური

სოფელში არსებული სტადიონის შემოღობვა და სკვერის მოწყობა

21519

48

ქევხიანი

სასმელი წყლის სათავის მოწესრიგება

15507.71

49

არეშფერანი

შიდა გზების მოხრეშვა

12998.48

50

ხოშატიანი

მინი სტადიონის მოწყობა

14801.67

51

ზემო ბოლქვი

შიდა სასოფლო გზის მოხრეშვა

17240.79

52

ქვემო ბოლქვი

სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია

17567.6

53

ლელიანი

სკვერის მოწყობა

51990

54

ბებურიანი

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

11589.57

55

მეორე ლელიანი (აბაშისწილი)

სავარგულებამდე მისასვლელი გზის მოხრეშვა

19717.77

56

ნამესრალი

სკვერის რეაბილიტაცია

11995

სულ

1366299.73

საერთო ჯამი (ადგილობრივი, რეგ. ფონდი, მგფ. საგზ.დეპ. სოფლის პროგრ. სახელმწ. სხვა მიზნობრივი ტრასფერი)

 

45796507

კაბალში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა  „სოკარ ენერჯი ჯორჯია“

2720000

სულ ჯამი

48516507

 

 

7.    მუნიციპალიტეტის საკრებულოში მერის მიერ ინიცირებული  საკითხები

მუნიციპალიტეტის მერის მიერ საკრებულოში ინიცირებული იქნა სხვადასხვა პროექტები, კერძოდ: ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებები, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა და მასში განსახორციელებელი ცვლილებები, პროექტები ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე, ზოგიერთი ნორმატიული აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განსახორციელებელი ცვლილების ახალი პროექტები. ახალი ნორმატიული აქტების პროექტები.

ასევე ინიცირებული იქნა პროექტები მერისთვის სხვადასხვა საკითხზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

საანგარიშო პერიოდში მომზადებული/დავიზებული იქნა საკრებულოს ინდივიდიუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - განკარგულების 23  პროექტი და საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის - დადგენილების 13 პროექტი, ხოლო

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემულია სულ 38 ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

8. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში მომზადებული/დავიზებული იქნა მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - ბრძანების 3 330 პროექტი.

9. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 236 ხელშეკრულება, რომლის საერთო ღირებულება 19.1 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის ოთხი ხელშეკრულება მრავალწლიანია. აქედან,

  1. ელექტრონული ტენდერის საშუალებით 107 ხელშეკრულება დაიდო, რამაც შეადგინა 16,3 მლნ ლარი;

            მათ შორის,

  •  8  კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით - 189 087.07 ლარზე;
  1. 121 ხელშეკრულება გამარტივებული სახით - 2 259 136 ლარზე;

             მათ შორის,

  • 32 გადაუდებელი აუცილებლობით, რამაც შეადგინა დაახლოებით 1 117 556ლარი (10-ბაღების რეაბილიტაცია-101 593 ლარი; 15 - სკოლების რეაბილიტაცია-695 736 ლარი; 7-სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი-320 227 ლარი).

ტენდერების განხორციელების შედეგად დაზოგილმა თანხამ შეადგინა 1 480 000 ლარი.

დაფინანსების წყაროების მიხედვით გაფორმდა:

  • 142 - ხელშეკრულება ადგილობრივი ბიუჯეტით - 8 071 401 ლარზე;
  • 66 - ხელშეკრულება თანადაფინანსებით,

მათ შორის,

  • 21 ხელშეკრულება რეგიონალური განვითარების ფონდიდან დაფინანსებული თანხებით ჯამში  8 056 579 ლარზე.
  • 45 ხელშეკრულება  სოფლის პროგრამის ფარგლებში - 56 პროექტზე - ჯამში-1 389 225 ლარზე;

 

  • სახელმწიფო ბიუჯეტით 28,

            მათ შორის,

  • 3 ხელშეკრულება სტიქიის ლიკვიდაციის მიზნით - 579 149 ლარზე, მომზადების პროცესშია მეოთხე ხელშეკრულება - 83 474 ლარზე; 
  • 10 - ბაღების რეაბილიტაცია - 101 593 ლარზე; 
  • 15 - სკოლების რეაბილიტაცია - 695 736 ლარზე.

 

10.  მოქალაქეებთან შეხვედრების რაოდენობა.

მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობებისა და მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში 150 შეხვედრა გამართა. შეხვედრებს დაესწრო 5 000-მდე ადამიანი. მუნიციპალიტეტის მერმა 2020 წელს 780 მოქალაქე მიიღო.  

 

11.  მოქალაქეთა პრობლემებზე მერის მიერ რეაგირების ფორმები  (მათ შორის დადებითად

       გადაწყვეტილი საკითხები)

საზოგადოებასთან ურთიერთობის, საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ  ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილებამ საანგარიშო პერიოდში 9 458 მიმართვა/წერილი/განცხადება დაარეგისტრირა.

  • საანგარიშო პერიოდში 2020 წლიდან  დღემდე საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციულ  ერთეულებთან ურთიერთობების განყოფილებამ დაარეგისტრირა სულ  მიმართვა/წერილი/განცხადება;
  • ადმინისტრაციულ სამსახურს დაეწერა 1 705 წერილი, რომელიც შინაარსისა და რელევანტურობის შესაბამისამისად შესრულებული ან/და გადამისამართებული იქნა  შესაბაბამის სამსახურში.
  • სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურს საანგარიშო პერიოდში სულ დაეწერა 5 387 მიმართვა/განცხადება/მოხსენებითი ბარათი/შიდა წერილი, რომელთაგანაც 90% შესრულდა ან/და გადამისამართდა სხვა სამსახურში რეაგირებისათვის, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წარმოებაშია;
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს   სულ  დაეწერა 1 653 განცხადება, აქედან  დაკმაყოფილდა 1 257, განხილვის პროცესშია 354, ხოლო არასრული დოკუმენტაციის გამო 42 მოქალაქეს უარი ეთქვა;
  • საფინანსო სამსახურს შესასრულებლად დაეწერა  1 884  მიმართვა/განცხადება/წერილი, აქედან შესრულებულია 1856 ხოლო, განხილვის პროცესშია 28 წერილი;
  • ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურს 2020 წლის იანვრიდან დაეწერა 2 227  განცხადება, აქედან შესრულებულია 2 119, განხილვის პროცესშია 108;
  • ეკონომიკის სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 437, აქედან გასულია 435, განხილვის პროცესშია 17 წერილი;
  • სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურს დაეწერა  103 წერილი, განხილული და შესრულებულია 103. სამსახურიდან კი გასულია 55 წერილი;
  • აუდიტის სამსახურს შესასრულებლად დაეწერა 1 წერილი, რომელიც შესრულდა მყისიერად.

საანგარიშო პერიოდში მერიის დებულების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიგეგმა  სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, ადმინისტრაციულ ერთეულებში პროექტების გაცნობის, ჩართულობისა და საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით. ორგანიზებული და გაშუქებული იქნა 67-ე სოფელში „სოფლის საერთო კრება“. სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით ადგილობრივების კონსულტაციის შედეგად დაიგეგმა  პრიორიტეტული პროექტები და მომზადდა  სათანადო დოკუმენტაცია.

გამჭვირვალობისა და მედიასთან აქტიური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ მედია საშუალებებთან და საინფორმაციო სააგენტოებთან. მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, საზოგადოებრივი ინფორმირებულობის ზრდის მიზნით, სისტემატურად მზადდებოდა  და სოციალურ ქსელში ქვეყნდებოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ასევე, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, სასმელი წყალის, გაზიფიცირების, შიდა და სამეურნეო გზის, ელექტრო გაყვანილობის, დასუფთავების, საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია/მშენებლობისა და სხვა პრობლემურ თუ აქტუალურ თემების შესახებ. ეტაპობრივად მზადდებოდა და მუშავდებოდა მერიის სამსახურებისა და ა(ა)იპ-ის ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ, განთავსდა ოფიციალურ ვებ გვერდზე. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების  მიხედვით, ყველა მიმდინარე პროექტი აქტიურად გაშუქდა ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.

12. მუნიციპალიტეტის მერის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული სხვა საქმიანობა

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა განახორციელა ვაქცინებით მომარაგება, მათი შენახვა და გაცემა მუნიციპალიტეტში არსებულ 14 საექიმო ამბულატორიასა და ,,არქიმედეს’’ კლინიკაზე.

მუნიციპალიტეტი ვაქცინებით მარაგდებოდა დროულად, შეფერხების გარეშე. ცივი ჯაჭვის სისტემა მუშაობდა გამართულად.

საანგარიშო პერიოდში პროფ. აცრების გეგმა ვაქცინაციის ცალკეულ სახეობათა მიხედვით შესრულდა შემდეგი შედეგებით:

 

ვაქცინის დასახელება

გეგმა

შესრულება

შესრულება%

1

ბცჟ

433

356

82%

2

„ბ“ ჰეპატიტი

433

339

78%

3

ჰექსა-3

504

361

72%

4

როტა-2

504

323

64%

5

პნევმო-3

504

369

73%

6

ტეტრაქსიმი 1

508

366

72%

7

ტეტრაქსიმი 2

632

428

68%

8

წწყ 1

504

395

78%

9

წწყ 2

632

415

65%

10

ტდ

575

240

42%

11

პაპილომა ვირ. საწ.  I ვაქცინაცია

251

245

97%

 

პაპილომა ვირ. საწ.  II ვაქცინაცია

888

486

55%

 

  • მიმდინარე წელს გრძელდება წწყ-ს არაგეგმიური იმუნიზაცია მოზრდილ მოსახლეობაში. დღემდე უკვე აცრილია მოზრდილ მოსახლეობაში 172 ადამიანი (18 დან 65 წმდე ასაკის), წწყ-ით არაგეგმიური იმუნიზაცია გაგრძელდება წლის ბოლომდე;
  • საანგარიშო პერიოდში გამოკვლეულია ,, B ‘’ , ,,C ‘’ ჰეპატიტზე, შიდსზე და სიფილისზე  281 ორსული, გამოკვლევის შედეგად გამოვლენილი იქნა ჰეპატიტ ,, B ‘’ –4 შემთხვევა. ,,C ‘’ ჰეპატიტზე გამოკვლეულ იქნა 3 988 სტაციონალური და ამბულატორიული ავადმყოფი, გამოვლინდა ,, C ‘’ ჰეპატიტის  80 შემთხვევა, აქედან შემდგომი გამოკვლევა და მკურნალობის კურსი ჩაიტარა 50 პაციენტმა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას შემთხვევები არ დაფიქსირებულა;
  • 9 თვეში რეგისტრირებულია ტუბერკულიოზის 5  შემთხვევა. ჩატარებულია ეპიდკვლევა და  გამოკვლეული იქნა 12 კონტაქტი;
  • დარეგისტრირდა 5   ტუბ. შემთხვევები;
  • რეგისტრირებულია ბრუცელოზის 3  შემთხვევა. დაავადების მიზეზი არის თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი და  რძის პროდუქტები;
  • რეგისტრირებულია სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის 8 შემთხვევა, გრიპის – 205 და მწვავე რესპ. დაავადების 2 680 შემთხვევა;
  • დაკბენილია 678 პაციენტი. ვაქცინაცია ჩაუტარდა 676, მათ შორის სრული კურსი – 89, არასრული – 317  ადამინს;
  • გაიხარჯა  2059 დოზა ანტირაბიული ვაქცინა და 368  დოზა ანტირაბიული იმუნოგლობულინი;
  • მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამით მალარიაზე გამოკვლეული იქნა 121  სისხლის სქელი წვეთი და ნაცხი.
  • ჰელმინთებზე ლაბორატორიულად გამოკვლეული იქნა 131 ბავშვი,აქედან ინვაზირებულია 28.სულ გაიხარჯა 643 აბი ჰელმინთების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

Covid პანდემისთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ჩატარებულია შემდეგი სამუშაოები:

  • 28 იანვრიდან 4 მარტამდე, ქვეყანაში ახალი კორონა ვირუსის შემოტანის და გავრცელების აღკვეთის მიზნით, ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საზ/ჯანდაცვის თანამშრომლები ჩართული იყვნენ ლაგოდეხის საბაჟო გამშვები პუნქტის სკრინინგის ჯგუფში, რომელიც ხელმძღვანელობდა ჯანმოს რეკომენდაციებზე დაფუძნებულ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სიციალური დაცვის მინისტრის და ლევან საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული მითითებებით.
  • პირველ ეტაპზე წარმოებდა გაძლიერებული ეპიდზედამხედველობა იმ მოქალაქეებზე, რომელთაც ჰქონდათ COVID ინფიცირებულ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. თებერვლის თვეში ჩვენს მიერ საბაჟო გამშვები პუნქტიდან გადაყვანილი იქნა 7 მოქალაქე, რომელთაც აღენიშნებოდათ ტემპერატურის მომატება, ხოლო 2 მოქალაქე დატოვებული იქნა ბინაზე თვითიზოლაციაში.
  • მარტიდან  საბაჟო გამშვებ პუნქტში სკრინინგის ჯგუფის მიერ ყველა მოქალაქის მასობრივი თერმო სკრინინგი დაიწყო, 1 ოქტომბრამდე აღნიშნულ საბაჟოზე თერმო სკრინინგი გაიარა 23 731  მოქალაქემ, მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა 292 შემთხვევაში, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო 211. უარი ეთქვა შემოსვლაზე 34 პირს, კარანტინში გადაყვანილი იყო 13, სიცხიანი მოქალაქეები ცხელების ცენტრში გადაყვანილი იქნა 21, განესაზღვრა თვითიზოლაცია 248 მოქალაქეს.
  • 2020 წლის 1 ოქტომბრამდე თვითიზოლაციაში ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა 248 მოქალაქე.
  • საანგარიშო პერიოდში პჯრ ტესტირებით გამოკვლეულია (შსს-ს დაქვემდებარებული უწყებების თანამშრომლები, მედიცინის მუშაკები, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები, შშმპ მომსახურე პერსონალი და თავშესაფრების ბენეფიციარები. ასევე, მინდობით მიმღები პირები და ბავშვები და თვითიზოლაციაში მყოფები) სულ -2 194 ბენეფიციარი.
  • პჯრ ტესტირებით  არქიმედეს კლინიკაში გამოკვლეულია 1 320 პაციენტი. ჩაუტარდა სწრაფი ტესტირება (ანტიგენ-ანტისხეულზე) საბაჟო გამშვებ პუნქტში 2150 ბენეფიციარს, სუსტად დადებითი ტესტის მქონე ბენეფიციარები გადამოწმებული იქნა პჯრ ტესტირებით, მათ შორის დადებითი აღმოჩნდა 2, რომლებიც გადაყვანილი იქნენ კოვიდ კლინიკაში.
  • 20 კოვიდ ინფიცირებულიდან ყველა გამოვლენილი იქნა პჯრ ტესტირების შედეგად, აქედან 4 არქიმედეს კლინიკაში, 16 კი საზ/ჯანდაცვის მიერ ინფიცირებულებთან კონტაკტირებულ პირებიდან. ყველა ინფიცირებული, გარდა ერთისა გადაყვანილ იქნა კოვიდ კლინიკებში, სადაც უტარდებოდათ მკურნალობა გამოჯანმრთელებამდე. მხოლოდ ერთი უსიმპტომო პაციენტი დატოვებული იქნა ბინაზე ქ. ლაგოდეხში და მის მკურნალობას ატარებს გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის ინფექციონისტი ბინაზე და აგრძელებს თვითიზოლაციას ეპიდემიოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ. შემდეგშიც გაგრძელდება მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რისკ ფაქტორს მიკუთვნებული ბენეფიციარების კვლევა პჯრ მეთოდით.
  • ვინაიდან მარტის თვიდან ოქტომბრამდე არ ფუნქციონირებდა ბავშვთა დაწესებულებები, შემოწმებულია მხოლოდ 4 სკოლა და 4- სკალოამდელი აღზრდის დაწესებულება. (მაწიმი, ლაგოდეხი-2, შრომა). ასევე, საანგარიშო პერიოდში შემოწმებულია 10 სილამაზის სალონი. ეპიდ რეჟიმის უხეში დარღვევები არ გამოვლენილა არცერთ სკოლაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში და სილამაზის სალონებში, საჯარიმო სანქციები არ გამოყენებულა.

მიმდინარე წელს ჩატარდა წყალსატევების პასპორტიზაცია.

  • წყალსატევების ფიზიკური ფართია - 1 325 ჰა;
  • ანოფელოგენური ფართია - 973,3;
  • მდინარის ნაპირების და ჭალის წყლები -104,6 ჰა;
  • თევზსაშენი ტბები - 544,9 ჰა;
  • არხები -151,5 ჰა;
  • დანარჩენი -363 ჰა.

შესრულებულია  შემდეგი საბონიფიკაციო სამუშაოები:

  • გამოკვლეულია წყალსატევები -260 ჰა
  • გავრცელებულია თევზი გამბუზია -145,2 ჰა
  • გამოკვლეულია სადგომები და ბინები -2 600 მ2
  • დამუშავდა საცხოვრებელი ბინები და ცხოველთა სადგომები ჰერეთისკარის ტერიტორიაზე სულ -80 000 მ2                              

2.     ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრი"-მა საანგარიშო პერიოდში  შეასრულა  შემდეგი სამუშაოები:

  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემუშავებული გრაფიკის მიხედვით; ყოველდღიურად სუფთავდება ქალაქის ქუჩები და სკვერები; სისტემატურად მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების გატანა. სასაფლაოების მოვლა-პატრონობა: ითიბება და იწამლება ბალახი და  ეკალ-ბარდი;
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორია.
  • მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის მერიის მწვანე ნარგავების უწყისის და შიდა ბრძანების საფუძველზე, შესრულებულია 41 სამუშაო, სამუშაოები ითვალისწინებს დაზიანებული ხეების ჭრა/ვარჯის ფორმირებას;
  • მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ქუჩებზე, ყოველდღიურად სუფთავდება მაგისტრალების გზების გვერდულები, ირწყვება გაზონები, ითიბება ქალაქის ქუჩების, გაზონებისა და სკვერების  მიმდებარე ტერიტორია. ეტაპობრივად ხდება მწვანე ნარგავების შეთეთრება;
  • საანგარიშო პერიოდში ძველი გარე განათების სისტემა  (1000 ც.),  ახალი ლედ ტიპის   სანათებით შეიცვალა. ეტაპობრივად მიმდინარეობს დაზიანებული და გადამწვარი სანათების შეკეთება-შეცვლა. ქ.ლაგოდეხში, ცენტრალური სკვერის ტერიტორიაზე დამონტაჟდა (18 ც.) შუქურა  და შეიცვალა სკვერის ლამპიონები (74 ც.);
  • ორგანიზაციას წყლის სისტემის გაუმჯობესების მიზნით საანგრიშო პერიოდში ჩატარებული აქვს 42 სამუშაო, აღნიშნული სამუშაოები ითვალისწინებს სოფლებში არსებული წყლის სისტემის მოვლა- პატრონობას, დაზიანებული მილების შეცვლას,მაგისტრალების შეკეთება-მოწყობას; ჭაბურღილებზე  ტუმბოების მონტაჟის და ა.შ.;
  • მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე იჭრება და ნაშალისა და ეკალ ბარდისგან იწმინდება სანიაღვრე არხები. ეტაპობრივად მიმდინარეობს მილხიდების დემონტაჟი, გაწმენდა და მონტაჟი;
  • საანგარიშო პერიოდში 97 ობიექტზე შესრულდა სასოფლო გზების მოხრეშვის სამუშაოები;
  • მუნიციპალიტეტის მერიის დეფექტური აქტის და შიდა ბრძანების საფუძველზე შესრულებულია 25 სამუშაო რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ხევებზე,  ნაპირსამაგრი და გაწმენდითი სამუშაოების შესრულებას;

 

3.    ა(ა)იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 31 სააღმზრდელო დაწესებულება (საბავშვო ბაღი), 73 სააღმზრდელო ჯგუფით,  აღსაზრდელთა რაოდენობა საანგარიშო პერიოდში შეადგენს 1 476-ს, საიდანაც 691 გოგონაა, 785 ვაჟი, საბავშვო ბაღებში ირიცხება 10 შშმ ბავშვი, საბავშვო ბაღებში  ჩარიცხულ აღსაზრდელთაგან 199-ს ოჯახი არის სოციალურად დაუცველი, ეროვნული უმცირესობების აღსაზრდელთა  რაოდენობა -102. გაერთიანების ბიუჯეტი შეადგენს  2 360 000 ლარი, საიდანაც 1 390 000  ლარი ხელფასებზეა 600 000 -- ლარი კვებაზე.  370 000  ლარი სხვადასხვა ხარჯებზე.

საქართველოში ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით, მიმდინარე წლის 2 მარტიდან შეჩერდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი, მიუხედავად პანდემიისა გაერთიანებას არ შეუწყვეტია საქმიანობა, საბავშვო ბაღებისმომსახურების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, უფროსი ასაკის31 ჯგუფის 474 აღსაზრდელი გადავიდადისტანციური მეთოდების გამოყენებითსწავლებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა აღსაზრდელების იმ უნარების განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია მათი სოციალური ადაპტაციის, კომუნიკაციის და სტრესთან გამკლავების დროს, ასევე აღნიშნული პროგრამის დროს მნიშვნელობა მიენიჭა ოჯახის წევრების/კანონიერი წარმომადგენლის უფრო ინტენსიურ ჩართულობას სწავლების რეგულარულ ფორმატთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პანდემიის პერიოდში გაერთიანების მიერ აღსაზრდელების ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნით,  1 610 ოჯახს მარტის თვეში გადაეცა თორმეტი დასახელების პროდუქტის შემადგენლობის და მაისის თვეში თოთხმეტი დასახელების პროდუქტის შემადგენლობის სასურსათო პაკეტი, რომლის საერთო ღირებულებამ 148 648 ლარი შეადგინა. ასევე, ივლისის თვეში სასკოლე ასაკის 474 აღსაზრდელზე,   სასკოლო საჩუქარი გაიცა, რისთვისაც  7 584 ლარი დაიხარჯა.

 

გაერთიანების ხელმძღვანელმა და მეთოდისტმა აპრილის, მაისისა და ივლისის თვეებში მონაწილეობა მიიღეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ უზრუნველყოფილ ონალინ ტრენინგებში თემაზე ,,სკოლამდელი აღზრდისა და განათლების უზრუნველყოფა ადგილობრივ დონეზე“, რის შედეგედაც შემუშავდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩარჩო დოკუმენტი ,,ლაგოდეხის მუნიცპალიტეტის სკოლამდელი განათლების სტრატეგია’’.

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში გაერთიანების მიერ პროექტის ფარგლებში მოპოვებული იქნა გრანტი, რომლის საფუძველზე ექვსი საბავშვო ბაღისთვის შეძენილი იქნა სხვადასხვა სახის ინვენტარი.

ინფრასტრუქტურის მხრივ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი 31 საბავშვო ბაღიდან, სრულად მოწესრიგებული ინფრასტურქტურა აქვს 12 სააღმზრდელო დაწესებულებას, ექვსი საბავშვო ბაღისთვის მიმდინარეობს ახალი შენობის მშენებლობა (სოფ. თელის, ბაისუბნის, კართუბნის, ჭაბუკიანის, ჭიაურის, კაბლის საბავშვო ბაღები), ასევე დასასრულს უახლოვდება №3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. აღნიშნული საბავშვო ბაღისათვის შეძენილი იქნა ავეჯი და სხვა ნივთები. ყველა საბავშვო ბაღში მოწესრიგებულია სველი წერტილები და მუდმივად მიეწოდებათ ცხელი და ცივი წყალი, მოწესრიგებული და შესაბამისი სტანდარტებით აღჭურვილია სამზარეულოები. სამი საბავშვო ბაღისთვის შეძენილი იქნა ელექტრო ღუმელები.

არასამთავრობო ორგანიზაცია საგა-მ განახორციელა პროექტი, რომელიც დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის GEF მიერ - ,,ენერგოეფექტურობა - გარემოს მდგრადი განვითარებისათვის. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 7 - ქ. ლაგოდეხის #1, კავშირის, ზ. გურგენიანის, კართუბნის, მშვიდობიანის, აფენისა და თამარიანის საბავშვო ბაღში დამონტაჟებულია 360 ლიტრიანი მზის წხალგამაცხელებელი, 4 საბავშვო ბაღში - ქ. ლაგოდეხის №2, ზ. გურგენიანის, ლელიანისა და ნინიგორში დამონტაჟებულია 1 კვტ/სთ სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური, 8 სამიზნე საბავშვო ბაღი სრულად აღჭურვილია ენერგოეფექტური LED სანათებით, რაც 60%-მდე ზოგავს განათებაზე მოხმარებული ელექტორენერგიის მოხმარებას; 6 საბავშვო ბაღში დაყენებულია 10 ერთეული ენერგო ეფექტური შეშის ღუმელი.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიური რესურსი (პროგრამა, კურიკულუმი, სახელმძღვანელოები და გზამკვლევები პრაქტიკოსებისათვის და სხვა) საკმარისი რაოდენობითაა, რომელთა განახლება  ეტაპობრივად ხორციელდება.

2019 წლის იანვრიდან ორგანიზაციის მიერ შემუშავებული იქნა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის ახალი მენიუ, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის ,,ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების კვების რაციონის და კვებითი ღირებულებების ნორმების“-ის შესახებ მოთხოვნებს.

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა 24 საბავშვო ბაღში,   გაერთიანების მიერ ჩატარდა ათი ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებულები, ისინი შეუფერხებლად ამარაგებენ საბავშვო ბაღებს საკვები პროდუქტებით.

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით,   კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ყველა საბავშვო ბაღები აღჭურვილია ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპანსერებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით. გადაეცათ საინფორმაციო-ბეჭდვითი მასალა ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ღონისძიებების განსახორციელებლად. საბავშვო ბაღებმა დააკმაყოფილა შრომის ინსპექციის მონიტორინგის მოთხოვნები.

 

4.   ა()იპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი

საანგარიშო პერიოდში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილი იქნა 93 ღონისძიება. აქედან კულტურის მიმართულება 21 ღონისძიება, სპორტი 31, ახალგაზრდობა/მოსწავლე ახალგაზრდული 23, მუზეუმი 5 გამოფენა, თეატრი 8 სპექტაკლი, ბიბლიოთეკა 5 ღონისძიება. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე,  ცენტრმა ვერ უზრუნველყო დაგეგმილი ღონისძიებების სრულად ჩატარება. საანგარიშო პერიოდში გეგმიური 88  ღონისძიების ნაცვლად, 47 აქტივობა მოეწყო.

კულტურა:

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საახალწლო 7 კულტურულ-შემეცნებითი საახალწლო ღონისძიება., სადაც ადგილობრივ შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოწვეულმა მომღერლებმა და მსახიობებმა.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მარტიდან ივნისის თვემდე ყველა კულტურული ღონისძიება შეჩერებული იქნა.

 სპორტი:

სპორტის მიმართულებით ფუნქციონირებს  ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, კრივის, სამბოს, ბოქსის, ჭადრაკის წრეები, სადაც დაკავებულია 585-მდე ახალგაზრდა. ასევე, საფეხბურთო კლუბი "ჰერეთი’’ და ფიტნეს დარბაზი. ეპიდემიური ვითარებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მხოლოდ საფეხბურთო გუნდები განაგრძობენ ვარჯიშს ღია მოედნებზე, სპორტსმენების ნაწილი კი სახლის პირობებში ვარჯიშობენ.

საანგარიშო პერიოდში ქ. ლაგოდეხში არსებულ სპორტულ დარბაზს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თებერვლის თვეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020“-ის რეგიონული თამაშების მონაწილე გუნდებს გადაეცათ სათამაშო ფორმები.

საანგარიშო პერიოდში სპორტული მიმართულებით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ,,ვახტანგ (ვატა) შიხაშვილის  სახელობის XVII ტურნირი მკლავჭიდში;  სოფ. ჭიაურში,  ბონდო ბაძგარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში;  ლაგოდეხის ჩემპიონატი ჭადრაკში-2020;     ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, „MASTER LEAGUE 7×7“   ჩემპიონატი ფეხბურთში. აღსანიშნავია, რომ ღონისძიება   მთელი ქვეყნის მაშტაბით გაიმართა და 500-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ბიბლიოთეკა:

ბიბლიოთეკის წიგნების ფონდის გასაახლებლად ბიუჯეტიდან გამოიყო 3 000 ლარი. ბიბლიოთეკის მიერ წლის მანძილზე გამოწერილი იქნა ორი გაზეთი, ,,კვირის პალიტრა“ და ,,ასავალ-დასავალი“. წლის დასაწყისში ცენტრალურ და 4 სასოფლო ბიბლიოთეკას (ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, ლელიანი) გადაეცა 350 ლარის ღირებულების საკითხავი ლიტერატურა და საბავშვო აუგმენტური ლიტერატურა. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ  საჩუქრად გადმოცემული იქნა 700 ლარის ღირებულების წიგნები. 4 სასოფლო ბიბლიოთეკისთვის შეძენილი იქნა მკითხველის მოთხოვნის ბაზის მიხედვით 1 100 ლარის ღირებულების წიგნები. 

საანგარიშო პერიოდში, საბიბლიოთეკო განყოფილების გაერთიანებული ღონისძიება  გაიმართა, სადაც აქტიურმა მკითხველებმა სოფ. ვარდისუბნის,  კართუბნისა  და  ლელიანის ბიბლიოთეკებიდან  წაიკითხეს  მწერლების - იაკობ გოგებაშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის და დავით გურამიშვილის ნაწარმოებები. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის, ,,წიგნის ხმამაღალი კითხვის მსოფლიო  დღე“-სთან დაკავშირებით,  ღონისძიება მოეწყო.

მუზეუმი:

სახელოვნებო მუზეუმი წლის მანძილზე მასპინძლობს სხვადასხვა  გამოფენას და ღონისძიებებს. მიმდინარე წელს, პანდემიიდან გამომდინარე, აქტივობები შეიზღუდა. საანგარიშო პერიოდში  მხოლოდ ერთი გამოფენისა  და ორი გეგმიური ღონისძიების  ჩატარდა განხორციელდა.

გამოფენების მოსაწყობად, მუზეუმის შენობას წინა ფასადის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ეზოში კი დეკორატიული გარე განათება დამონტაჟდა. ასევე, შეძენილი იქნა 43 მოლბერტი.

თეატრი:

თეატრის მიმართულებით გეგმიური განსახორციელებელი ღონისძიებების ჩატარება ეპიდემიური ვითარების გამომდინარე ვერ მოხერხდა .  თეატრის დასი სახალხო, თოჯინების დრამატული და საბავშვო თეატრი განთავსებული იყო, ძველი საფერმენტაციო ქარხნის შენობაში. 2020 წელს დასი გადმოვიდა კინოთეატრ ‘’ სინემის’’ შენობაში გაუმჯობესებულ პირობებში.

თოჯინების სახალხო თეატრი სექტემბრის დასაწყისში იმყოფებოდა ქობულეთში თოჯინების თეატრის ფესტივალზე.       საანგარიშო პერიოდში  ჩაეყარა კულტურის ცენტრთან მოქმედი დრამატული თეატრის ბაზაზე თეატრალური სახელოსნოს  გახსნას.თეატრალურ სახელოსნოში მოზარდ მაყურებლის თეატრის რეჟისორი რაჯდენ კერვალიშვილი ადგილობრივ ახალგაზრდებს თეატრის ტექნოლოგიებს აზიარებს

 ახალგაზრდობა/მოსწავლე ახალგაზრდობა:

ახალგაზრდობა/მოსწავლე ახალგაზრდობა ახორციელებს შემეცნებით, ინტელექტუალურ  და საგანმანათლებლო ღონისძიებებს.

  • საანგარიშო პერიოდში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულია შემდეგი პროექტები: ინტელექტუალური თამაში - „ რა? სად? როდის? ღონისძიება ჩატარდა როგორც დარბაზში, ასევე, ღია სივრცესა და ონლაინ რეჟიმში;
  • სოფლის ტრადიციული დღესასწაულები - „თედორობა“, „ჯიმშერობა“, „კოსტაობა“, „ვარდისუბნობა“ და სხვა;
  • „შენი იდეა მუნიციპალიტეტის მერს“;
  • „მხიარული ზაფხული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში“;
  • „კინო სკოლაში“; 
  • „მე და ჩემი მეგობარი“;
  • „ნორჩი პოეტები და პროზაიკოსები“;
  • „გვახსოვდეს საიდან მოვდივართ“ და სხვა.

ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა პროექტი: „მწვანე ბანაკი“ ახალგაზრდებისთვის. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობებში, 200 ამდე ახალგაზრდამ  მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებულ ბანაკის წევრებს გადაეცა სერთიფიკატი და  მუნიციპალიტეტის მერის მიერ დაჯილდოვდნენ ექსკურსიითა (დენდროლოგიურ პარკის, მინიატურულ ბაღის, მუსიკალურ ბაღისა და წვერმაღალას პარკის დათვალიერებით) და სიმბოლური  საჩუქრებით.

ახალგაზრდული მიმართულებით გაიმართა ნაყინის, მეგობრობისა და წიგნის ფესტივალი. სამივე ფესტივალი სხვადასხვა ასაკობრივ სეგმენტზე იქნა გათვლილი და  ახალგაზრდების აქტივობით გამოირჩეოდა.

საანგარიშო პერიოდში ქალთა საერთაშორისო - დღე „8 მარტი“ აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს, საჩუქრად, მისალოც ბარათებთან ერთად, სიმბოლურად  ყვავილები  გადაეცა.

„მხიარული ზაფხული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში“  პროექტის ფარგლებში, ქ.ლაგოდეხში, რანის სტადიონზე, ყოველ საშათსა და კვირას, პატარებს მასპინძლობდა.

მხიარული გარემოს შექმნა, ცეკვა, ანიმატორები, საბავშვო გასართობი პროგრამა, სახეზე ხატვა და ზღაპრის გმირები და სხვა.

 ანალოგიური ღონისძიება ეტაპობრივად იმართებოდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში.

გააზიარე