ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

განცხადების ფორმა

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78–ე მუხლის მიხედვით:
 
1. განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) მოთხოვნას;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში.
2. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
3.განმცხადებელს უფლება აქვს წარუდგინოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს ყველა სხვა საბუთი, რომელიც შეიძლება საფუძვლად დაედოს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
 
გააზიარე