„ლანცეტის“ საქველმოქმედო აქცია კართუბანში

8 ივლისი, 2017

„ლანცეტის“ საქველმოქმედო აქცია კართუბანში“-  სამედიცინო ცენტრის   ექიმებმა უფასო გასინჯვები ჩაუტარეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნში მცოვრებ მოსახლეობას.   აქცია მუნიციპალიტეტის  გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. გასინჯვა და სათანადო კონსულტაცია  14-მდე  სხვადასხვა პროფილის ექიმმა 200-მდე მოქალაქეს გაუწია.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსი ჭანკოტაძის თქმით, მსგავსი ტიპის სამედიცინო საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და მის განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის დაუჭერს  მხარს.   

ფოტო ალბომი


გააზიარე