„ლანცეტის“ საქველმოქმედო აქცია კართუბანში
„ლანცეტის“ საქველმოქმედო აქცია კართუბანში“- სამედიცინო ცენტრის ექიმებმა უფასო გასინჯვები ჩაუტარეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბნში მცოვრებ მოსახლეობას. აქცია მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. გასინჯვა და სათანადო კონსულტაცია 14-მდე სხვადასხვა პროფილის ექიმმა 200-მდე მოქალაქეს გაუწია. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ალექსი ჭანკოტაძის თქმით, მსგავსი ტიპის სამედიცინო საქველმოქმედო აქციები მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია და მის განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის დაუჭერს მხარს.