ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ჭიაურში კონცერტი გაიმართა

14 ივნისი, 2018

სოფელ ჭიაურში ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფების ინიციატივით კულტურული ღონისძიება  გაიმართა. კონცერტს, რომელშიც ჭიაურის თემში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი“კახეთი“ მონაწილეობდა, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე დაესწრო.

„მივესალმები ფოლკლორის განვითარებას სოფლად,  ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ რომ ჭიაურის თემის ახალგზრდები დაინტერესებულები არიან ტრადიციული ხელოვნების შესწავლით.  ახალგაზრდების კულტურული განვითარებისათვის უდიდესი წვლილის შეტანის გამო მადლობას გადავუხდი ამ სფეროში მოღვაწე ყველა პედაგოგს,  წარმატებები მინდა ვუსურვო პატარებს და გზა დავულოცო მათ ფართო ასპარეზზე“ განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ფოტო ალბომი


გააზიარე