სოფელ ჭიაურში კონცერტი გაიმართა
სოფელ ჭიაურში ადგილობრივი შემოქმედებითი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფების ინიციატივით კულტურული ღონისძიება გაიმართა. კონცერტს, რომელშიც ჭიაურის თემში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად ყვარლის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი“კახეთი“ მონაწილეობდა, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის პირველი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე დაესწრო.
„მივესალმები ფოლკლორის განვითარებას სოფლად, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია და მოხარული ვარ რომ ჭიაურის თემის ახალგზრდები დაინტერესებულები არიან ტრადიციული ხელოვნების შესწავლით. ახალგაზრდების კულტურული განვითარებისათვის უდიდესი წვლილის შეტანის გამო მადლობას გადავუხდი ამ სფეროში მოღვაწე ყველა პედაგოგს, წარმატებები მინდა ვუსურვო პატარებს და გზა დავულოცო მათ ფართო ასპარეზზე“ განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.