ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა
სოფელ კართუბანში 24 იანვარს ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა. შუბითიძეების საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ნაწილი და ჭერი დამწვარია . ჯონდო მდივნიშვილის თქმით, დაზიანებულ საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას და ზარალის ოდენობას მერიის შესაბამისი სამსახურები ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას. ოჯახის წევრთა განმარტებით ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო -სამაშველო სამსახური თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა. ხოლო ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.