ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი მუნიციპალიტეტის მერმა მოინახულა

26 January, 2018

სოფელ კართუბანში  24 იანვარს  ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა  მოინახულა. შუბითიძეების  საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ნაწილი და ჭერი დამწვარია .  ჯონდო მდივნიშვილის თქმით, დაზიანებულ საცხოვრებელი  სახლის  მდგომარეობას და ზარალის ოდენობას მერიის  შესაბამისი სამსახურები  ადგილზე   შეისწავლიან და დაზარალებულ  ოჯახს  მუნიციპალიტეტი კომპეტენციის ფარგლებში გაუწევს დახმარებას.   ოჯახის წევრთა განმარტებით ცეცხლის ლოკალიზებას სახანძრო -სამაშველო სამსახური  თითქმის 2 საათის განმავლობაში ცდილობდა.  ხოლო ხანძრის გამომწვევ  მიზეზს   გამოძიება დაადგენს. 

ფოტო ალბომი


Share page