ვარდისუბანში ახალი დარბაზი გაიხსნა

21 თებერვალი, 2017

სოფელ ვარდისუბანში საბავშვო ბაღის დარბაზის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განხორციელდა და ჯამში 31 961 ლარი დაიხარჯა. რეაბილიტაციის შედეგად მთლიანად შეიცვალა დარბაზის ამორტიზებული სახურავი და დაზიანებული კარ-ფანჯარა.დარბაზი და მიმდებარე ტერიტორია შეივსო ბეტონის საფარით. გაკეთდა კიბე,მოეწყო პანდუსი.ახალი საბავშვო ბაღის დარბაზი მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ბაღის აღსაზრდელებთან და მშობლებთან ერთად დაათვალიერა.ვარდისუბნის საბავშვო ბაღში 80 აღსაზრდელი ირიცხება დარბაზით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელების გარდა სოფელში არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის მოსწავლეებიც ისარგებლებენ.


გააზიარე