თამარიანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
#ლაგოდეხისინფრასტრუქტურა2018
დღეს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ თამარიანში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პატარებს წლების განმავლობაში მოუწესრიგებელ და გაურემონტებელ შენობაში უწევდათ სიარული. ბაგა-ბაღი 201 კომლიან სოფელს ემსახურება და 71 აღსაზრდელი ირიცხება. თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ინტერ +“ აწარმოებს და მარტის ბოლოსთვის დასრულდება.
პროექტის მიხედვით შენობას შეეცვლება სახურავი, მოპირკეთდება ფასადი, ჯგუფებში ჩატარდება შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, განლაგდება საბავშვო სათამაშოები.
- ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს „სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, ახალი ინვენტარით აღჭურვილი თამარიანის საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს , იქნება კომფორტული როგორც ბავშვებისათვის, ასევე იქ მომუშავე პერსონალისათვის“.