თამარიანში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

13 March, 2018

#ლაგოდეხისინფრასტრუქტურა2018 

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ თამარიანში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პატარებს წლების განმავლობაში მოუწესრიგებელ და  გაურემონტებელ შენობაში უწევდათ სიარული. ბაგა-ბაღი 201 კომლიან სოფელს ემსახურება და 71 აღსაზრდელი ირიცხება. თამარიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის რეგიონალური განვითარების ფონდიდან 367 367 ლარი გამოიყო. სამუშაოებს შპს „ინტერ +“ აწარმოებს და მარტის ბოლოსთვის  დასრულდება.

პროექტის მიხედვით შენობას შეეცვლება სახურავი, მოპირკეთდება ფასადი, ჯგუფებში ჩატარდება   შიდა კოსმეტიკური სამუშაოები, დამონტაჟდება ცენტრალური გათბობა და სველი წერტილები. ასევე კეთილმოეწყობა ეზო, განლაგდება საბავშვო სათამაშოები.

  • ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს „სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, ახალი ინვენტარით აღჭურვილი თამარიანის საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ბაღი, ის სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს , იქნება კომფორტული როგორც ბავშვებისათვის, ასევე იქ მომუშავე პერსონალისათვის“.

ფოტო ალბომი

Share page