მუნიციპალიტეტის მერი ბერიძეების ოჯახს შეხვდა

26 თებერვალი, 2018

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრებ სოციალურად გაჭირვებულ ბერიძეების ოჯახს შეხვდა. მერმა პირადად იზრუნა  ოჯახის წევრების სამედიცინო გამოკვლევებზე და პატარა საბას საჩუქრებიც გადასცა. ჯონდო მდივნიშვილმა დღეს გამართულ  შეხვედრაზე, რომელსაც ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი და მერიის და საკრებულოს სოციალური საკითხთან დაკავშირებული  სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სახელმწიფო სოციალური მომსახურების სააგენტოს ლაგოდეხის განყოფილების უფროსი   ესწრებოდა, დეტალურად იქნა განხილული ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც მერიის კომპეტენციის ფარგლებში შეიძლება გაეწიოს გაჭირვებულ ოჯახს.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია დახმარება ერთჯერადი არ იყოს,  კომპლექსურად მივუდგეთ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას  და ოჯახს შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ“ -  განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ფოტო ალბომი


გააზიარე