ლაგოდეხის № 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება

19 დეკემბერი, 2017

ქ. ლაგოდეხის №2 საბავშვო ბაღში  სამშენებლო სამუშაოები  მიმდინარე  წლის ბოლოს დასრულდება.  პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „მეტალ+“ ახორციელებს.  აღნიშნული სამუშაოები დღეს,  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა  სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელთან  ერთად დაათვალიერა   და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მდივნიშვილის თქმით მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და  მერია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს  ახორციელებს.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 4 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.

ფოტო ალბომი

გააზიარე