ლაგოდეხის № 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სრულდება
ქ. ლაგოდეხის №2 საბავშვო ბაღში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „მეტალ+“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
მდივნიშვილის თქმით მუნიციპალიტეტში არსებული საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოწყობა ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და მერია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების განვითარების მიზნით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 4 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.