ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიში

13 მარტი, 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ თავისი საქმიანობის ანგარიში წარადგინა . საჯარო შეხვედრას, რომელიც ლაგოდეხის გამგეობის შენობაში გაიმართა, კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი მალხაზ ჭრელაშვილი და ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომაგდენლები ესწრებოდნენ . გამგებელი დამსწრე საზოგადოებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014- 2016 წლების ბიუჯეტზე, ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლებზე და სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდიდან გამოყოფილ ტრანსფერებსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2014-2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ადმინისტრაციულ ხარჯებზე ესაუბრა. ანგარიშში ასევე წარმოდგენილი იყო 2014 -2016 წლებში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

ფოტო ალბომი

გააზიარე