ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვაშლოვანის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო

18 ივნისი, 2018

ვაშლოვანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. მიმდინარე სამუშაოები ჯონდო მდივნიშვილმა მერის პირველ მოადგილესთან   ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად    მოინახულა. გზის პროექტის დროებით შეფერხების მიზეზად ქ. ლაგოდეხში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება სახელდებოდა. თუმცა პრობლემა ამ ეტაპზე უკვე მოგვარებულია.

ლაგოდეხში ვაშლოვანის ქუჩის რეაბილიტაცია ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) და საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 1,221,001.71 ლარის შეადგენს.

ფოტო ალბომი

გააზიარე