ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოზარ სუბარი ლაგოდეხში მცხოვრებ ეკომიგრანტებს შეხვდა

16 April, 2018

14 აპრილს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - სოზარ სუბარი, აჭარის მთავრობის თავჯდომარე - ზურაბ პატარიძე, კახეთის გუბერნატორი - ირაკლი ქადაგიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი - ჯონდო მდივნიშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლეში  მაღალმთიანი  აჭარიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტ მოსახლეობას შეხვდა.

მინისტმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, სოფელ ფიჩხიბოგირში, არეშფერანსა და ჰერეთისკარში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახები მოინახულა, მათი მდგომარეობით დაინტერესდა და უკვე დაკანონებული საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

სტუმრებმა სოფელ ჰერეთისკარში მცხოვრები აჭარელი ეკომიგრანტების მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერეთი“ მოინახულეს, თემში მოქმედი ორგანიზაციის საქმიანობებს გაეცნენ და მათ წარმატებები უსურვეს.

აღსანიშნავია, რომ „ჰერეთი" ერთ-ერთი აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა მუნიციპალიტეტში, რომელსაც თემის განვითარების მიზნით 40-მდე მცირე გრანტი აქვს განხორციელებული.

2014-2009 წლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპისათვის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 94 ეკომიგრანტ ოჯახს აქვს დაკანონებული საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი კვლავ გრძელდება.

ფოტო ალბომი


გააზიარე