სატბორე მეურნეობები (თევზის წარმოება)

დღეს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტებისა წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტების უზრუნველყოფის საკითხს. ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მეთევზეობას. სატბორე მეურნეობა, როგორც მეთევზეობის ერთ–ერთი  ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, როგორც მისი შემადგენლობის ნაწილი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სატბორე მეურნეობები მოიცავს 500 ჰექტრამდე ფართობს. ამ სფეროში დაკავებულია  30–მდე ფერმერი. ლაგოდეხის კლიმატური და ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე მტკნარი წყლის მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყოფა: მთისა და ბარის. მთის ზონაში განვითარებულია ცივი წყლის ტიპის მეთევზეობა, ხოლო დაბლობ ზონაში თბილი წყლის ტიპის. ასეთი დაყოფის საფუძველია ტბორებში გამოსაზრდელი თევზების ბიოლოგიური თავისებურებები, გარემო პირობები და ჰიდრო–ქიმიური რეჟიმი. თბილი წყლის რეჟიმის მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩველებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური და სხვ.  ცივი წყლის ტიპის სატბორე მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება ადგილობრივი და ცისარტყელა კალმახი, გამომდინარე მათი ბიოლოგიური თავისებურებებიდან და ჰიდრო–ქიმიური რეჟიმიდან.

გააზიარე