ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრებულოს მორიგი სხდომა

10 თებერვალი, 2020

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა სახელმწიფო აუდიტის ანგარიში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების  ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის თაობაზე იმსჯელეს და ანგარიშში არსებულ რეკომენდაციებს გაეცნო. საკრებულოს მორიგ სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს. მათ შორის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმის დამტკიცების შესახებ.

 აღნიშნული საკითხები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა, იურიდიულ, სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის და სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის ერთობლივ სხდომაზე განიხილეს

გააზიარე