ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მუნიციპალიტეტის მერი პროექტს - „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ შეხვედრას დაესწრო

30 April, 2018

მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, ევროკავშირის მხარდაჭერით გამართულ პროექტს „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ დაესწრო. შეხვედრა ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ვიზიტორთა ცენტრში გაიმართა და მას კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს წევრები  დაესწრნენ.

აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოს სოციალურად დაუცველი მრავალეთნიკური თემების მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, დისკრიმინაციის შემცირება, წყალთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, Wash სტანდარტების დამკვიდრება და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.

პროექტი CENN-ის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ფოტო ალბომი


გააზიარე