ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა

15 თებერვალი, 2018

ლაგოდეხის საფეხბურთო ბაზაზე სფფ აკადემიის კახეთის რეგიონის ფილიალი გაიხსნა. აკადემიაში, რომელსაც ნოდარ ახალკაცის სახელი მიენიჭა, 2003-2004 წელს დაბადებული 40 ბავშვი უკვე ვარჯიშობს. ნოდარ ახალკაცის სახელობის აკადემია მთლიანად კახეთის რეგიონს მოიცავს.

გახსნის ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ლაგოდეხისა და ყვარლის  მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი,  ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური პირები, მედიის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები  დაესწრნენ.

გახსნის ცერემონიაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ლევან კობიაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის.

 „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, დღეს ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ აკადემია გაიხსნა. ლაგოდეხის ბაზაზე ახალი საფარი დაიგო, დამონტაჟდა ახალი განათება და შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა - განაცხადა ლაგოდეხის მუნიცალიტეტის მერმა  ჯონდო მდივნიშვილმა.

აკადემიის მნიშვნელობაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ კახა ჯამბურიამ.  მან ფეხბურთის ფედერაციას  გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა

ნოდარ ახალკაცის სახელობის სფფ  ბაზის საცხოვრებელი კომპლექსი სულ 110 ადამიანზეა გათვლილი.  აკადემიის ლაგოდეხის განახლებულ ბაზაზე მომავალში სრულფასოვანი შეკრების გავლა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს შეეძლებათ.

ფოტო ალბომი


გააზიარე