ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაგოდეხში ბიზნესმენებთან შეხვედრა გაიმართა

24 April, 2018

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, ინოვაციების და ტექნოლოგიების და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ლაგოდეხში ადგილობივ ბიზნესმენებს შეხვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“-ს მეწარმეთა დეპარტამენტის ხელშეწყობის უფროსმა ოთარ ანთიამ დამსწრე საზოგადოებას პროგრამის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული „ერთიანი აგრო პროექტები“. ბიზნესმენები შეხვედრის ფარგლებში დაესწრნენ სპეციალურ მასტერკლასს, თემაზე: მარკეტინგი და ბრენდინგი და ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) და სოფლის მეურნეობის პროექტების შესახებ.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტო ალბომი

გააზიარე