ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისუნთქე თავისუფლად

1 May, 2018

1 მაისიდან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში თამბაქოს აღარავინ მოწევს. დღეიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ - კანონი ძალაში შევიდა. ახალი კანონის შესაბამისად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა აკრძალულია.

მუნიციპალიტეტის მერმა მოწევის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გამართა. აქციის ფარგლებში მერი სპეციალური მაისურით, წარწერით - „ისუნთქე თავისუფლად“, მერიის, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მოსახლეობას შეხვდა, კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და საკუთარი მაგალითით ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისაკენ მოუწოდა.

„დღეს, ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ - კანონი. მისი მოხმარების შესაძლებლობა მერიის ყველა მწეველ თანამშრომელს ექნება ჩვენს მიერ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. თუმცა, მოგიწოდებთ, რომ ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევა დაივიწყოთ“ - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს სიგარეტის ნაცვლად სიმბოლურად კამფეტები შესთავაზა.

ჯანმრთელობის სოციალური ორგანიზაციის მონაცემებით (WHO) თამბაქაოს მოხმარების შედეგად ყოველწლიურად 7 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მსოფლიოში. სიკვდილის 8 ძირითადი მიზეზებიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან.

#1მაისიდანვისუნთქოდთავისუფლად!

ფოტო ალბომი


გააზიარე