ცხელი ხაზი : 0354222666 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩიხირთმა

ინგრედიენტები:

  • ქათამი
  • 1.5 კგ
  • წყალი
  • კვერცხი
  • 2
  • ქინძი
  • ხახვი
  • 1-2 თავი
  • დაფნის ფოთოლი
  • ცხარე წიწაკა, წითელი
  • ძმარი
  • გემოვნებით
  • მარილი
  • ფქვილი
  • 2-4 ს.კ

 მომზადების წესი:

ჩიხირთმის მოსამზადებლად იდეალურია სოფლის ქათამი.  ათამი კარგად გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და შემოდგით ცეცხლზე. ქაფს რომ წამოიღებს მოხადეთ. ხარშვისას ბულიონში ჩაამატეთ 1-2 თავი ხახვი და დაფნა. ქათამი რომ დარბილდება და მოიხარშება, ამოიღეთ, ბულიონი კი გაწურეთ. თუ ბევრი ცხიმი აქვს, შეგიძლიათ მოხადოთ. ეს პროცედურა უფრო მარტივია გაციებული ბულიონის შემთხვევაში. 

2 ლ (ან რამდენიც გსურთ) ბულიონი ხელახლა წამოადუღეთ. ცოტაოდენ გრილ ბულიონში ან წყალში კი გახსენით 2-4 ს.კ ფქვილი. ჩაუშვით ადუღებულ ბულიონში და კარგად გახსენით.  ხარშეთ 5-8 წუთი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ჩანგლით, დაამატეთ 1-2 ჩ.კ ძმარი ( ეს იმისთვის რომ წვნიანში კვერცხი არ აიჭრას) შემდეგ კვერცხი სწრაფი მორევით ჩაუშვით კერძში. კიდევ წამოადუღეთ 1-2 წუთი და წვნიანი მზადაა. ბოლოს დაამატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი, ცოტა წითელი წიწაკა, ძმარი (სავარაუდოდ, დამატება დასჭირდება). ძალიან უხდება ჩვეულებრივის ნაცვლად სვანური მარილი, მაგრამ ეს აუცილებელი არ გახლავთ.

გააზიარე