ბაისუბანში სანიაღვრე არხების და მილ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

4 May, 2017

პროექტის,  რომლის  განხორციელებას   მოსახლეობა ათეულობით წელია  ითხოვს მაისში  დასრულდება.  სოფელ ბაისუბანში სანიაღვრე არხების და მილხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაათვალიერა .  კახა ჯამბურიას თქმით,  ათეულობით წელია   სოფელში გამავალი სანიაღვრე არეხი პრობლემას ქმნიდა,  დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები  მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა.  სანიაღვრე არხების და მილ ხიდის სარიაბილიტაციო  სამუშაოებს გზების დეპარტამენტი ახორციელებს . პროექტი საერთო ღირებულება ნახევარმილიონ ლარს შეადგენს და ის მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება . 

ფოტო ალბომი


გააზიარე