ხეჩილში მდინარის დამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

28 თებერვალი, 2018

სოფელ ქვემო ხეჩილში სარწყავი წყლის სათავე ნაგებობების მიმდებარედ, მდინარე კაბალის ხევის კალაპოტის დამცავი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ფონის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა. 250 გრძივი მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობის სამუშაოებს ა(ა)იპ „ ლაგოდეხის სერვის ცენტრი“  ახორციელებს. დღესვე, ჯონდო მდივნიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და სოფელში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც მერმა განაცხადა „აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ხეჩილში მცხოვრებ 50 ოჯახს უხვი ნალექის შემთხვევაში სტიქია აღარ დაემუქრება“.

გააზიარე