სსიპ კოლეჯი აისი

სსიპ კოლეჯი „აისი“

 

კოლეჯი „აისი“ კახეთის რეგიონში წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა! იგი მოიცავს კახეთის თითქმის მთელ რეგიონს და ძირითადად ოთხ მუნიციპალიტეტშია განთავსებული:

  • კოლეჯი „აისის“ მთავარი დაწესებულება არის კაჭრეთში, 350 სტუდენტზე გათვლილი უფასო საერთო საცხოვრებლით (გურჯაანის მუნიციპალიტეტი);
  • დედოფლისწყაროს ფილიალი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო);
  • ლაგოდეხის ფილიალი (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი შრომა);
  • ალვანის ფილიალი (ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი);

კოლეჯ „აისში“ სწავლა უფასოა! გაიცემა სახელმწიფო პროფესიული დიპლომი! 

 

კოლეჯი „აისი“ ლაგოდეხის ფილიალი

კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალში 2017 წლის გაზაფხულზე სასწავლო კორპუსს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები. იგი ამჟამად თანამედროვე დონეზე რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სწავლება მიმდინარეობს შემდეგ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

 

აგრარული მიმართულება:

  • სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 9 თვე)
  • მებაღეობა - IV დონე (ხანგრძლივობა 15,5 თვე)
  • სატყეო საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით 
  • მებაღეობა - IV დონე (ხანგრძლივობა 3 წელი) - სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების ინტეგრირებით 

ინჟინერიის მიმართულება:

  •  იატაკისა და ფილის სამუშაოები - III დონე (ხანგრძლივობა 14 თვე)
  •  თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი - III დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)

ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება:

  • ბუღალტრული აღრიცხვა - V დონე (ხანგრძლივობა 18 თვე)
  • საოფისე საქმე - IV დონე (ხანგრძლივობა 11 თვე)

 

2022 წლის მისაღები პროგრამები

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ლაგოდეხის ფილიალი:

ტელ: 577 96 28 85

მის: ლაგოდეხი, სოფელი შრომა

_____________________________


www.collegeaisi.ge

www.facebook.com/CollegeAisi

გააზიარე