სოფლის მხარადჭერის პროგრამა 2024 იწყება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა.
2024 წელს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 930 000 ლარი გამოიყო.
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 23 იანვრიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის 67 სოფელში, ეტაპობრივად ჩატარდება.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადგილობრივების გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:
- სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის, ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
- სარწყავი სისტემები;
- სანიაღვრე არხები;
- ნაპირსამაგრი სამუშაოები;
- გზები და გზისპირა მოსაცდელები, აგრეთვე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
- ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
- გარე განათება;
- სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
- სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
- ამბულატორიის შენობები;
- სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
- სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
- სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
- წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
- მინი ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
- გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება და მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის, ურთიერთობის გაუმჯობესებას და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.