სოციალური დაცვის პროგრამა 2017

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა  რომელიც ითვალისწინებს:

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვსი 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ დადგენილება

 

 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

  • მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის)  - 8 (რვა)  ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  •  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე რომელსაც ჰყავს ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის)  - 12  (თორმეტი) -  ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

 

თავშესაფრის გარეშე დარჩენილთათვის ან /და მიუსაფართათვის

  •  ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად   წლის განმავლობაში.

სოციალურად დაუცველთათვის 

  • ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სოციალური მომსახურების  სააგენტოს მიერ განსაზღვრული ყველაზე დაბალი ქულის მქონე მოქალაქეები -100 ლარი.

ბავშვებისათვის 

  • ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი.

  • უდედმამო ბავშვები ( 18 წლამდე) -50 ლარი ყოველთვიურად.

ოჯახისათვის 

  • ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - 100  ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი).

  • 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.

  • ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი  მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი.   მკირნალობა დაფინანსდება მთლიანი ღირებულებიდან გამომდინარე, კერძოდ 1400 ლარამდე ღირებულების 50%-ით; ხოლო 1400 ლარიდან  ზევით - 700 ლარით.

  • იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით(ყოფითი პირობების გაუმჯობესების მიზნით) არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა.

  • სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

  •   გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;

  • მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი.

  •  მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არა უმეტეს 500 ლარი.

  •  მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  •  მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  • ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  •  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

  

სოციალური ღონისძიებები

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება:

 ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;

 ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება.

2. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:

ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში;

 ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დღესასწაულებზე - ლიმიტის ფარგლებში).

3. ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და  თანადაფინანსება.

4. უკიდურესად გაჭირვებული  და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის  თბობის სეზონთან დაკავშირებით  სათბობით უზრუნველყოფა.

5. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, ახალშობილებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება.

6. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.

7. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცების დახმარება.

9. უფასო კვების ობიექტის საქმიანობის მონიტორინგი.

10.საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

11. ჰემო - დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა.

12. უდედმამო  ბავშვთა ოჯახების დაცვა

 

სოციალური დახმარების ოდენობა

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის)ოჯახზე - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

 4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი - 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

 5. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ და მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი.

6. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 400 ლარი.

 ა) მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობენ საშიშ და გაუსაძლის პირობებში – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – არა უმეტეს 500 ლარი.

 7. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ერთი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

8. მარტოხელა მშობელზე, რომელსაც ჰყავს ორი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტრო ენერგიის ღირებულების დასაფარად;

 9. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:

 ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 250 ლარი;

 ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში .

 10. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ფულადი დახმარების სახით არაუმეტეს –100 ლარი, აგრეთვე ზამთრის თბობის სეზონზე – სათბობით უზრუნველყოფა.

11. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის – 250 ლარი.

 12. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარუი  მკურნალობას, თანადაფინანსების ან/და დაფინანსების სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს – 700 ლარი.   

 14. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად არა უმეტეს 100 ლარი, ბინის ქირის დასაფარად   წლის განმავლობაში.

 15. ოჯახი, რომელიც თბობის სეზონთან დაკავშირებით საჭიროებს დახმარებას - დადგენილი ლიმიტის ფარგლებში სოციალური მომსახურების  სააგენტოს მიერ განსაზღვრული ყველაზე დაბალი ქულის მქონე მოქალაქეები -100 ლარი.

 16. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.

გააზიარე