სივრცითი მოწყობის,მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება
II რანგი - საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი/განყოფილების უფროსი ბელა ბიწაძე - 599856256
სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;
ბ) შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, გენერალური და განაშენიანების გეგმების / განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებსა და პროექტებს;
ბ1) შეიმუშავებს მულტიმუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობასა და დებულების პროექტს;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;
დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;
ე) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;
ვ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;
ზ) უზრუნველყოფს წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, მიწის ნაკვეთისთვის ან/და შენობა-ნაგებობისთვის სამშენებლო განვითარების მიზნებისთვის შეუსაბამო მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სტატუსის მინიჭების, მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით;
თ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას.
ი) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და განვითარებას;
კ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-პატრონობას, აღრიცხვას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას;
ლ) ისტორიული ძეგლების შესახებ ინფორმაციის დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას;
მ) მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.