საშობაო-საახალწლო ღონისძიება ლაგოდეხში

21 დეკემბერი, 2017

საშობაო-საახალწლო ღონისძიებით დაასრულა 2017 წლის სასწავლო პროცესი ლაგოდეხის სახელოვნებო სკოლამ. მსმენელის წინაშე წარსდგნენ ლაგოდეხის  სამუსიკო სკოლის  მოსწავლეები და პედაგოგები. სკოლა ათწლეულებია ემსახურება განსაკუთრებული მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას. ამიტომ სკოლის აღსაზრდელთა გამოსვლები ყოველთვის მსმენელთა დიდ ინტერესსა და აღფრთოვანებას იმსახურებს.

 კლასიკური მუსიკის საღამო საქველმოქმედო აქციის ფონზე  წარიმართა, სადაც სამხატვრო სკოლის აღსაზდელების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა  მიმდინარეობდა. საქველმოქმედო აქციიდან შემოსული თანხა ლაგოდეხში მცხოვრებ 4 წლის გვანცა იაშვილს გადაერიცხება,  რომელსაც სხეულის ძლიერი დამწვრობის გამო მკურნალობა ესაჭიროება.  ღონისძიებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფოტო ალბომი

გააზიარე