საფეხბურთო გუნდი „ბაისუბნის“ დაჯილდოვება
ფეხბურთელი ნიაზ ძიაპშიპას ხსოვნისადმი მიძღვნილი საფეხბურთო ტურნირში გამარჯვებული ლაგოდეხის საფეხბურთო გუნდი „ბაისუბნის“ ფეხბურთელები გახდნენ. ტურნირი აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით პირველად ჩატარდა ლაგოდეხში და მასში აღმოსავლეთ საქართველოს ზონაში მოასპარეზე 14 საფეხბურთო გუნდი მონაწილეობდა.
„ბაისუბნის“ გუნდს მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან კახა ჯამბურიასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად გამარჯვება მიულოცა და საპატიო თასი, სიგელები და მედლები გადასცა.