საკრებულოს რიგგარეშე სხდომა
პარასკევს, 24 მარტს, 12: 00 საათზე, ლაგოდეხის მინიციპალიტეტის მერიის მცირე დარბაზში გაიმართებასაკრებულოს რიგგარეშე სხდომა
დღის წესრიგი
1. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
3. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის „სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ბრძანების მიღების შემდეგ ამ ბრძანების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.
4. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის “სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
5. ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესის განსაზღვრის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 7 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საბჭოების ინიცირებული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
7. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 მაისის №14 -ი განკარგულების დანართში ცვლილების შეტანის შესახებდანართში(საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა).
8. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 3 სექტემბრის №გ-93.93212465 განკარგულების დანართში(საპრივატიზებო ობიექტების გეგმა) ცვლილების შეტანის შესახებ.
9. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ. (მიეცეს თანხმობა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალება: მარკა - HINO, ტიპი - სპეციალიზებული, სარეგისტრაციო ნომერი - GD 821 GG, უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით, თხოვების ფორმით, არსებობის ვადით გადასცეს ა(ა)იპ „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 433105659).