ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული კაბალში

22 მარტი, 2018

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, ლაგოდეხისა და  ყვარლის მაჟორიტარ დეპუტატ  გურამ მაჭარაშვილთან, აზერბაიჯანის ელჩთან ელჩინ მამმადოვთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, კაბლის თემში მცხოვრებ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.

ხელმძღვანელი პირები ადგილობრივი  და აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტს დაესწრნენ და სპორტულ ღონისძიებაში გამარჯვებულ სპორტსმენებს წარმატებები მიულოცეს.   მუნიციპალიტეტის მერმა გამარჯვებული სპორტსმენები მედლებით და საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული  გაზაფხულის მოსვლის და ახალი კალენდრის დასაწყისად მიიჩნევა. კაბლის თემში მცხოვრები აზერბაიჯანელები ამ დღეს ყოველწლიურად საზეიმოდ აღნიშნავენ.

ფოტო ალბომი


გააზიარე