ახალი თვითმმართველობა ა(ა)იპ-ბის საქმიანობას ეცნობა

29 ნოემბერი, 2017

 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი  და საკრებულოს თავმჯდომარე ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის  განვითარების ცენტრის საქმიანობას გაეცნო.  ცენტრმა ბოლო 3 წელში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამა და პრეზენტაციის სახით თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელობას  წარუდგინა .   პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი  და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები დაესწრნენ.

       მათი  თქმით ,  მნიშვნელოვანია, რომ ცენტრმა ბოლო წლებში ძირეული ცვლილებები განიცადა,  რაც მომავალში  მუნიციპალიტეტის  კულტურისა და ტურიზმის  მიმართულებით დადებითად აისახება.  პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტები  ცენტრის  განვითარების  და მუნიციპალიტეტში  კულტურისა და ტურიზმის  ხელშეწყობის  კუთხით  გაკეთდა .


გააზიარე