ახალი თვითმმართველობა ა(ა)იპ-ბის საქმიანობას ეცნობა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის საქმიანობას გაეცნო. ცენტრმა ბოლო 3 წელში განხორციელებული საქმიანობები შეაჯამა და პრეზენტაციის სახით თვითმმართველობის ახალ ხელმძღვანელობას წარუდგინა . პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები დაესწრნენ.
მათი თქმით , მნიშვნელოვანია, რომ ცენტრმა ბოლო წლებში ძირეული ცვლილებები განიცადა, რაც მომავალში მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით დადებითად აისახება. პრეზენტაციაზე ძირითადი აქცენტები ცენტრის განვითარების და მუნიციპალიტეტში კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის კუთხით გაკეთდა .