ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო

31 აგვისტო, 2017

სოფელ ლელიანის კულტურის სახლის  რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს,  პირველ ეტაპზე  შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი ხვალ დილიდან დაიწყება,  რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენა მოხდება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“- და  „ლელი“    ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  კულტურის სახლის  სარეაბილიტაციო სამუშაები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ  დაათვალიერა. 

ფოტო ალბომი


გააზიარე