ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო
სოფელ ლელიანის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყო. სარემონტო სამუშაოები ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე შეიცვალა შენობის დაზიანებული სახურავი და კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის მეორე ეტაპი კი ხვალ დილიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც შენობის სრული აღდგენა მოხდება. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ლექსო და მეგობრები“- და „ლელი“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „CARE” –ს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ დაათვალიერა.