ლაგოდეხში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს
ლაგოდეხის ყოვლაწმინდა ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ, ლაგოდეხი -ყვალის მაჟორიტარმა დეპიტატმა გურამ მაჭარაშვილმა, საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაგეს. რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს ლაგოდეხში მცხოვრები თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის პირველი ბატალიონის მებრძოლი შმაგი ნოზაძე შეეწირა. მებრძოლის ოჯახს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 500 ლარი გადასცა.