ლაგოდეხში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულები გაიხსენეს

8 August, 2017

ლაგოდეხის ყოვლაწმინდა  ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში  2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.   გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ,   ლაგოდეხი -ყვალის მაჟორიტარმა დეპიტატმა გურამ მაჭარაშვილმა,   საზოგადოებისა  და ადგილობრივი   ხელისუფლების წარმომადგენლებმა  მიაგეს.    რუსეთ-საქართველოს შორის კონფლიქტს ლაგოდეხში მცხოვრები თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ბრიგადის  პირველი  ბატალიონის  მებრძოლი შმაგი ნოზაძე შეეწირა.  მებრძოლის ოჯახს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტმა 500 ლარი გადასცა.

ფოტო ალბომი


Share page