სიმულაციური ვარჯიში ლაგოდეხში
ლაგოდეხის ტყე-პარკის ტერიტორიაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია წითელი ჯვრის და და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით სიმულაციური ვარჯიში ჩატარდა, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ კახეთის ფილიალები: ახმეტა, თელავი, ყვარელი , ლაგოდეხი და საგარეჯო. მათ მონაწილეობა მიიღეს სამ სცენარში, სადაც იყვნენ დაზარალებულები, რომლებსაც უტარდებოდათ პირველი და ფსიქოსოციალური დახმარებები წითელი ჯვრის მიერ განთავსებულ კარვებში.
სიმულაციურ ვარჯიში მონაწილეობდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.
შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია.