ლაგოდეხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში რკინა-ბეტონით მოპირკეთდება მაგისტრალური არხის 500 მეტრიანი მონაკვეთი. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება წყლით უზრუნველყოფის რეჟიმი. სამუშოები, რომლის ღირებულებაც 100 000 ლარს შეადგენს 2017 წელს დასრულდება.